ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ჯერ რომ დანიშნა შეხვედრა და მერე თავად გააუქმა, შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ქართველ ხალხსა და საქართველოს მიაყენა

ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, ჯერ რომ დანიშნა შეხვედრა და მერე თავად გააუქმა, შეურაცხყოფა არა ირაკლი კობახიძეს, არამედ ქართველ ხალხსა და საქართველოს მიაყენა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა. „სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო. ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობებში ჯდება?“- აღნიშნა დეპუტატმა და […]

„მაღალი გადასახადის გამო წყალზე მომუშავე კომპანიები ქალაქიდან გაიქცნენ, გავიდა „ნატახტარი“, „კოკა-კოლა“…“ – მალხაზ დოლიძე

ადგილობრივი წარმოებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები დიდ პრობლემას წარმოადგენს. კერძო სექტორს, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ტარიფის მომსახურება უჭირს, რის გამოც ვალი უგროვდება. მართალია, რამდენიმე წელიწადი დადგენილი გადასახადები არ გაძვირდება, მაგრამ არც შემცირდება. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისგან განსხვავებით კომერციული გაზის ტარიფის ცვლილება სემეკთან შეთანხმებით არ ხდება. გადასახადის ღირებულებას თავად კომპანიები ადგენენ და გადაწყვეტილებაში ვერავინ ერევა. კერძო სექტორისთვის ძვირია, როგორც […]

რა საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე?

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები. დღეის […]

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. საჰაერო იერიშებში მონაწილეობა ისრაელის საჰაერო ძალების ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა მიიღო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან საფედის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვა. „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. „მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები. დღეის მდგომარეობით, […]

Forbes-ის ჟურნალისტი – საქართველო მშვენიერი ადგილია სტუმრებისთვის, აქ იზრდება მომსახურების დონე, ყალიბდება მაღალი ხარისხის სასტუმროები და რესტორნები

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. Forbes-ის ჟურნალისტის მელინდა ელაინ სნაიდერსის განცხადებით, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა ქვეყანას მსოფლიო ტურიზმის ეპიცენტრში აქცევს. „ფაქტი, რომ საქართველო […]

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იუწყება, ვასილ სალამაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე გადასცეს. მათი ცნობით, სალამაშვილმა ე.წ საზღვარი სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 24 სექტემბერს დაარღვია. 43 წლის სალამაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რასაც მისი გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ. „იმის გამო, რომ დამრღვევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს […]

“სრული იზოლაცია ემუქრება ამ ქვეყანას, იზოლაცია, სიღარიბე და იმაზე დიდი ჭაობი, ვიდრე ახლა სადაც ვართ” – ლევან ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: ფორმალურ ვახშამზეც რომ არ ეპატიჟებიან ამ ქვეყნის პრემიერს, ეგაა ის, რასაც ბლინკენი გულისხმობდა “ურთიერთობების სრულად გადახედვაში.” არათუ არ ელაპარაკებიან, პირდაპირი მნიშვნელობით ხელს აღარ ართმევენ ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს. საერთოდ არ მანაღვლებს არც კობახიძისა და არც სხვა ბიძინას მონის ბედი, მაგრამ ის, რაც ახლა გვჭირს ქვეყნის გარეთ, ეგაა კატასტროფა. სრული იზოლაცია ემუქრება ამ ქვეყანას. […]

“სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან…” – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. „როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან. რამდენი წელია, ამერიკის […]

“ტრანსგენდერისთვის წესის აგების შესაძლებლობის კანონიკურობის თეოლოგიური ასპექტები” – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: ცოტა რამ “წესის აგების” შესახებ და კესარია აბრამიძისთვის და ზოგადად ტრანსგენდერისთვის წესის აგების შესაძლებლობის კანონიკურობის თეოლოგიური ასპექტები მოკლედ: 1. წესის აგება ესაა ეკლესიის ლოცვა გარდაცვლილის ცხონებისათვის, რათა უფალმა შეუნდოს მას ნებსითი და უნევლიე შეცოდებები. წესის აგების ლოცვით ეკლესია ევედრება უფალს, რომ აცხონოს მარიდოსაბაში გარდაცვლილი. წესის აგება ეხება ყველა ქრისტიანს, თუ ის ღმერთს […]