ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შენობის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია. „კერძოდ, მიმდინარეობს არსებული დარბაზების რეაბილიტაცია, რომელიც განკუთვნილია სპორტული და კულტურული წრეებისთვის, ასევე რეაბილიტირდება ბიბლიოთეკის სივრცეები. მოეწყობა გასახდელები, წყალ-კანალიზაციის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. […]

„კუპერსბერგის“ ინდუქციური ზედაპირები: რევოლუციური ტექნოლოგია თქვენს სამზარეულოში

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან, ამზადებენ საკვებს, ერთად ატარებენ დროს და საუბარში საათები გაჰყავთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმი კი ხშირად მეტ კომფორტს, დროისა და ენერგიის მაქსიმალურ დაზოგვას მოითხოვს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შექმნა „კუპერსბერგმა“ ინდუქციური ზედაპირი – მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ერგონომიულ დიზაინსა და მრავალფეროვან ფუნქციებს. ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც ცვლის კერძების მომზადების პროცესს […]

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამამ თანამოაზრეები გამაცნო“ – ინდიგოფერას დამფუძნებელი

„ბუნებრივი აბრეშუმი, შეღებილი ალაზნის ნაპირებზე მოგროვებული ენდროს ძირებით, სამეგრელოს ეზოებში მოკრეფილი ყვითელი ყვავილით, ალგეთის ტყეში ჩამოყრილი მუხის რკოებით, თუ თბილისის შემოგარენში გაზრდილი თრიმლებით“ – ეს ინდიგოფერაა, მცენარეული საღებავებით შეღებილი ბუნებრივი ქსოვილების საწარმო, რომელიც 2023 წელს ხელოვანმა, ხატია ბასილაშვილმა დააარსა. ბოტანიკური ბეჭდვა, მცენარეული საღებავებისა და პიგმენტის მოპოვების უძველესი ტექნიკის გაცოცხლება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება ინდიგოფერას […]

,,კუპერსბერგის” ჩასაშენებელი მაცივარი: 4 უპირატესობა თანამედროვე სამზარეულოსთვის

თანამედროვე სამზარეულო ტექნიკა მრავალფუნქციურობით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ ფართო შესაძლებლობებს, არამედ მეტ კომფორტსაც გულისხმობს. ამ მხრივ, გერმანული ბრენდი ,,კუპერსბერგი” განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რომელიც საიმედოობით, დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციურობით გამოირჩევა. კომპანიის პროდუქციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩასაშენებელი მაცივარია, რომელიც გერმანულ ხარისხსა და იტალიურ ესთეტიკას აერთიანებს. ამ სტატიაში გაგაცნობთ კუპერსბერგის ჩასაშენებელი მაცივრის 4 მთავარ უპირატესობას, რომელიც თქვენს სამზარეულოს […]

კახა კალაძე – საარჩევნო კამპანიები კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება

მართალია, პროცესები გარედან იმართება, არის პირდაპირი განცხადებები, მაგრამ ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, იმართება თუ არა საქართველოში პროცესები გარედან, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიები და რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება. „არის პირდაპირ ფაქტები, განცხადებები, ქმედებები. კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები, რომელი […]

კახა კალაძე დავით ზალკალიანზე – არ გადამდგარა, ტყუილია, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. კახა კალაძემ ასევე ტყუილი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. „სწორი ინფორმაცია არ არის. თუ რაიმე ცვლილებები მოხდება, ეს დამალული ხომ ვერ იქნება? […]

რუსეთი რაკეტების მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ჰუთებთან – „როიტერსი“

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე, რუსეთი, ირანის შუამავლობით, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰუთებთან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ჰუთები, შეიარაღებული პროირანული ჯგუფი, იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ივლისში,„უოლ სთრით ჯოურნალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს რაკეტა „იახონტების“ ჰუთებისთვის გადაცემის შესაძლებლობას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს მათი თავდასხმები წითელ ზღვაში ამერიკულ და ევროპულ გემებზე. „როიტერსის“ წყაროების […]

რა გავითვალისწინოთ დინამიკის შერჩევისას

დღესდღეობით ბაზარზე სხვადასხვა ტიპის დინამიკებს შეხვდები. ტექნიკის წამყვანი ბრენდები აუდიო ხელსაწყოების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. ადრე თუ გრამოფონი იყო მუსიკის მოსმენის ერთადერთი საშუალება, დღეს უკვე არაერთი განსხვავებული შესაძლებლობის დინამიკი არსებობს. ამ მრავალფეროვნებამ შეიძლება თავიდან დაგაბნიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდე დინამიკი დამოუკიდებლად არასდროს შეგიძენია, თუმცა არ იდარდო. ჩვენი რეკომენდაციების წაკითხვის შემდეგ გამოცდილი კონსულტანტივით შეძლებ დინამიკის არჩევას. არის […]

ყოფილი ელჩი ხსნის, რისი სიგნალია კობახიძის მიწვევის გაუქმება

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის მთავრობიდან არავინ შეხვდა და ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე მიწვევაც გაუუქმეს. როგორც გიგი გიგიაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. „ასეთი რაღაც აქამდე არ მომხდარა, მაგრამ არც ის მომხდარა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ […]