ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „აღნიშნული სამუშაოების გამო, 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და […]

პარადოქსი სახელმწიფო შესყიდვებში – სისტემაში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა იზრდება, კონკურენცია კი იკლებს

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ იმატა. სისტემაში დღეს 56 232 მიმწოდებელი კომპანიაა რეგისტრირებული. ლოგიკურად, მიმწოდებლების რაოდენობის ზრდა ტენდერებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებლის ზრდას უნდა იწვევდეს, თუმცა შედეგი საპირისპიროა. მონაცემები ასეთია: 2015-2019 წლებში ერთ ტენდერში კონკურენცია საშუალოდ 2.09 იყო. 2020-2021 წლებში კონკურენცია საშუალოდ 2.21-მდე გაიზარდა. 2022-2023 წლებში კი 1.93-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყოველ მეორე მსხვილ […]

მსოფლიოს დასუფთავების დღე კერხერთან ერთად: 7 წელი სუფთა მომავლისთვის!

კერხერ-საქართველო 7 წელია, გარემოს დასუფთავების ყოველწლიურ კამპანია წარმატებით უძღვება. კომპანიის მისია ყველასთვის უფრო სუფთა, ჯანსაღი და მწვანე გარემოს შექმნაა. როგორც კერხერ -საქრთველოში აცხადებენ, მიმდინარე წლების განმავლობაში კომპანიის ინიციატივა გასდცა დედაქალაქის საზღვრებს და მთელი ქვეყანა მოიცვა. „დღეს, კერხერის გუნდები აქტიურად მუშაობენ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ახლახან შემოერთებულ თელავში. ეს ზრდა ადასტურებს ჩვენი მისიის მნიშვნელობას და […]

ოთხი კანონი ოთხ სახელმწიფოში, ოთხი მმართველი პარტია და იდენტური დეზინფორმაციული ნარატივები

რა აერთიანებს ე.წ. “აგენტების კანონს” 4 სხვადასხვა ქვეყანაში? 2023 წლის თებერვალში ,მმართველი პარტიიდან ფორმალურად გამოყოფილმა გუნდმა, “ხალხის ძალამ” 2 კანონპროექტი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ დააინიცირა. მასობრივი პროტესტის ფონზე მმართველი პარტია იძულებული გახდა კანონპროექტი გაეწვია და პირობა დაედო, რომ ამ ინიციატივას აღარ დაუბრუნდებოდა. მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის 3 აპრილს […]

“ანეკდოტი…” – რას წერს ნათია მეზვრიშვილი

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი: ანეკდოტი: ლევან იოსელიანი შეისწავლის ანტიკორუფციულის ქმედებების სისწორეს. შემდეგ ალბათ, მურუსიძე-ჩინჩალაძე აღადგენს სამართლიანობას და ცესკო გადაწყვეტს დაუშვას თუ არა დამკვირვებლები. ანუ, ბიძინა, ბიძინამ, ბიძინას. და ამათ ჰგონიათ, რომ ხალხი ამას ჭამს.

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წელს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გადასინჯა და ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე დაზარალებულად ცნო

ბიზნესმენ, ნოშრევან ნამორაძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წელს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გადასინჯა და ნოშრევან ნამორაძე დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გადაწყვეტილების გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მისივე თქმით, საქმე ეხება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ნამორაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა/გასაღებაში ედებოდა ბრალი. ადვოკატის განმარტებით, […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების საკითხი განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების საკითხი განიხილეს. „ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას მას ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებისა და მუშაობის გაგრძელების […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანდაცვისა და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. „შეხვედრას არ დასწრებია წალენჯიხის მერი და არც მერიის წარმომადგენლები. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, წალენჯიხაში დევნილთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს […]

კახა კალაძე გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის მიმდინარე პროექტს გაეცნო

გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერს აწყობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი ორეტაპიანია. „ორ ეტაპად გავყავით აღნიშნული სამუშაოები. გასულ წელს დავასრულეთ პირველი ნაწილი და ადგილობრივ მოსახლეობას მაშინვე დავპირდით, რომ სივრცე მთლიანად მოწესრიგდებოდა. ძალიან მიხარია, რომ მიმდინარეობს […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სიძლიერეა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და დაცვა, რათა ქართული კულტურის სიდიადე მომავალ თაობებს გადავცეთ

მოხარული ვარ, რომ თბილისში საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გამართვის ტრადიცია გრძელდება. ეს თავყრილობა არამხოლოდ ჩვენ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება, არამედ დადასტურებაა ძალისხმევის, რომელიც ჩვენი ენის, ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზეა მიმართული, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ, ათასწლეულებით ჩამოყალიბებული იდენტობით გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი […]