„გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან“

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცერექტორმა გიორგი ღავთაძემ მოაწერეს. „გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმირება გარემოსდაცვითი მიმართულებით მათი პასუხისმგებლობის და ცოდნის გაღრმავებისთვის და, […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ქათამაძის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
აშშ-ს საელჩო განმარტავს, რატომ გაუუქმდა ირაკლი კობახიძეს ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტავს, რატომ გაუუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გაგზავნილ პასუხშია ნათქვამი, მოწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება გახდა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი […]
ჯაბა სამუშია საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, IV საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესში ცნობილი ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები მონაწილეობენ იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან. კონგრესის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა […]
„თიბისის“ მხარდაჭერით Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

„თიბისის“ მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. „თიბისის“ ცნობით, ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. „Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის პროექტში ორი ასაკობრივი ჯგუფი: 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. წელს პროექტში 700-ზე მეტმა გოგონამ და […]
გიორგი ბარამიძე – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრობიდან

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე დაესწრნენ. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ერის […]
აშშ-ის საელჩო კობახიძის მიწვევის გაუქმების მიზეზებს ასახელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, რომ პრემიერ კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გაუუქმა. “მთავარი არხისთვის” გამოგზავნილ წერილობით პასუხში, დიპლომატიური უწყება მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ასახელებს: “ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ.” – აცხადებს […]
სააპელაციო სასამართლომ და პროკურატურამ 16 წლის წინანდელ საქმეზე ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე დაზარალებულად ცნო

„VR ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, ნოშრევან ნამორაძე აცხადებს, რომ 16 წლის წინ, მის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, სიმართლე დადგინდა. ნამორაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ სიმართლე დაადგინა და ის დაზარალებულად ცნო. „საქმე ეხება ჩემი ოჯახის გარშემო მომხდარ ამბავს, რომელიც 2008 წლის სექტემბერს გადაგვხდა თავს. ეს ის ავბედითი პერიოდია, რომელიც 2012 წლამდე გრძელდებოდა. ეს იყო ავბედითი პერიოდი, როცა […]
წელიწადში ₾40-45 მლნ-ს ვიხდით ბიუჯეტში – EFES Georgia

მიმდინარე წლის 8 თვეში ბიუჯეტმა ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ლუდის მხოლოდ აქციზიდან 52 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3 მილიონით აჭარბებს. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. წლის პირველ 8 თვეში ლუდის სექტორმა ადგილობრივი წარმოების ლუდის აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 46 მილიონ ლარამდე შეიტანა, 6 მილიონ ლარამდე […]
აშშ-ის საელჩომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზი დაასახელა

საქართველოში აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევი. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო […]