ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა მოუგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ანანო მელაძემ თეა წულუკიანს დავა მოუგო. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის ანაზღაურება. “თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 25 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ანანო მელაძე სსიპ საქართველოს […]

აშშ Visa-ს სადებეტო ბარათებში სავარაუდო მონოპოლიისთვის უჩივის – forbes

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ფინანსური სერვისების გიგანტ Visa-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დეპარტამენტი კომპანიას სადებეტო ბარათების ბიზნესში ანტიმონოპოლიური კანონის სავარაუდო დარღვევას ედავება. სარჩელის თანახმად, Visa-ს წილი ქვეყანაში არსებული სადებეტო ტრანზაქციების მთლიანი მოცულობის 60%-ს შეადგენს. გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდის განცხადებით, Visa-მ უკანონოდ მოიპოვა უფლებამოსილება გადასახადის მოცულობაზე, რომელიც ბევრად აღემატება იმ ლიმიტს, რომლის მიღებაც მას კონკურენტულ […]

სხვა ქვეყნები საკუთარ ნებას უკრაინას თავს ვერ მოახვევენ, – ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს არ მიიღებს სხვა ქვეყნის მიერ თავსმოხვეულ შეთანხმებას ომის დასასრულებლად, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან უკვე 31-ე თვეს ითვლის. ზელენსკიმ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩინეთის და ბრაზილიის მოტივები, შეთავაზებულ მოლაპარაკებათა დასაწყებად მოსკოვთან. ამის ნაცვლად, ზელენსკიმ მოითხოვა ორი წლის წინ, მის მიერ შეთავაზებული წინადადების […]

460-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე გახდა უკრაინაში ომიდან დაბრუნებულთა მსხვერპლი

2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინაში ომიდან დაბრუნებულ რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს 242 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ 227-მა სხეულის დაზიანება მიიღო. გამოცემა „ვიორსტკას“ თანახმად, ჯამში ომიდან დაბრუნებულთა მსხვერპლთა რაოდენობამ შეადგინა მინიმუმ 469-ი ადამიანი. გამოცემის ჟურნალისტებმა გაანალიზეს სამხედრო მოსამსახურეების დანაშაულების შესახებ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სასამართლოს ფაილები. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ომის მონაწილეთა დანაშაულებთან […]

„საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს“ – Arab news magazine-ის ჟურნალისტი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ. „Arab news magazine”-ის ჟურნალისტი აბდულფატა ბენგასენ ლოჯიენი საქართველოს ტურისტული მიმართულების მნიშვნელობაზე საუბრობს. „სულ მცირე დროა […]

ჩინეთიდან საქართველოში 10 დღეში – ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სარკინიგზო კონსორციუმს ქმნიან

ჩინური კორპორაცია China Railway Container Transport Corp (CRTC) აპირებს შევიდეს ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში Middle Corridor Multimodal-ში, იუწყება EastFruit. ჩინურმა მხარემ პირველად გამოთქვა სურვილი შეუერთდეს ერთობლივ საწარმოს Middle Corridor Multimodal-ს ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში. შემდეგ ეს გეგმები დადასტურდა VIII საერთაშორისო აბრეშუმის გზის გამოფენის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა სიანში 2024 წლის 19-დან 20 სექტემბრამდე. […]

“მოძრაობა დავიწყეთ გორიდან, სწორედ იმ სამარცხვინო განცხადების გამო, რომელიც აქ გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა გორში რეგიონული შეხვედრას გამართეს, სადაც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: “ჩვენ ვართ ალტერნატივა, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს მშვიდობიანი გამარჯვების და აღმავლობის გზაზე. ყოველი გასვლა, ყოველი შეხვედრა, სიამაყით მავსებს, იმიტომ რომ მოდიან ადამიანები აკადემიური წრეებიდან, მხატვრები, მეცნიერები, გვიერთდებიან და გვეუბნებიან, იმიტომ რომ აი, ამ გუნდში ჩვენ შევძელით და […]

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხვალ მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ მახსოვს საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი […]

ბელარუსმა ტეროროსტულად ცნო “კასტუს კალინოვსკის მოხალისეთა პოლკი”

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი მოხალისეთა შეიარაღებული დაჯგუფება „კასტუს კალინოვსკის პოლკი“. ბელარუსის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელის, ალექსანდრე კარპოვიჩის თქმით, მისმა ოფისმა, დაადგინა “ამ ფორმირების ექსტრემისტული მოქალაქეების ჩართულობა ბელორუსის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, დაგეგმვაში, მომზადებასა და შესრულებაში.” ბელარუსის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კალინოვსკის პოლკი ახორციელებდა “ტერორისტების რეკრუტირებას, შეიარაღებას, მომზადებასა და გამოყენებას”, ასევე […]

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო

გიორგი გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენს შორის ნდობა არ შედგა , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიას გუშინ სულ სხვა საარჩევნო სია ჰქონდა, დღეს კი სულ სხვა წარადგინა. […]