„პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს არის პრაქტიკულად მთლიანად ჯანდაცვის მიზანი“ – მიხეილ სარჯველაძე

„მინდა ყველას მოვუწოდო მეტი ყურადღებისკენ, რომ მეტი ძალისხმევა ხმარდებოდეს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პაციენტის უსაფრთხოება. პაციენტის უსაფრთხოება არამხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს არის პრაქტიკულად მთლიანად ჯანდაცვის მიზანი, ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებს იმისთვის, რომ პაციენტი იყოს, რაც შეიძლება მეტად უსაფრთხოდ“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, პაციენტის უსაფრთხოება […]

ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი

26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარეთა შეთანხმება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის […]

ADB – ს პროგნოზით, საქართველოს 2024 წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება – ვახტანგ ცინცაძე

აზიის განვითარების ბანკმა სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7% იქნება, როცა წინა – აპრილის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა 2025 წელსაც შენარჩუნდება და 5.5%-ს გაუტოლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვის ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას […]

„ციტრუსის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება“ – „აჭარა ტრეიდინგ გრუპი“

წელს, ნარინჯისფერი რთველი შედარებით ადრე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ ციტრუსის ექსპორტიორიკომპანია „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელმა, კახა შავაძემ განაცხადა. მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, ნაკლები და უკეთესი ხარისხის მოსავალია მოსალოდნელი, ფასი კი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. „წელს, ამინდებიდან გამომდინარე ველით, რომ ცოტა ადრე, დაახლოებით ნოემბრის დასაწყისი დაიწყება კრეფა. შარშანდელთან შედარებით, […]

გიორგი ქობულია – ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ჩემი სიმართლე

ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა. მან ისაუბრა “გახარია-საქართველოსთან” მოლაპარაკებებზე და შეუთანხმებლობის მიზეზზე, კერძოდ, მისი თქმით, ფორმალური მიზეზი რაც დაუსახელეს, ეხებოდა ერთ-ერთ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ […]

პუტინი: რუსეთი ბირთვულ პასუხს ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმასაც გასცემს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ბირთვული შეკავების სახელმწიფო დოქტრინაში ცვლილებების წინადადებით გამოვიდა. კერძოდ, პუტინი საჭიროდ მიიჩნევს იმ სამხედრო საფრთხეების ჩამონათვალის გაფართოებას, რომლის საპასუხოდ მოსკოვი თავს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს. პუტინის მიერ წარმოდგენილი დოქტრინის ახალ ვერსიაში ბირთვული იარაღის გამოყენება გათვალისწინებულია რუსეთზე არა მხოლოდ ბირთვული, არამედ ჩვეულებრივი იარაღით მასიური თავდასხმის შემთხვევაში. პუტინმა ახსენა […]

“ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს” – წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

მის განცხადებას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს. მათი ცნობით, წულუკიანმა პოსტის დატოვების შესახებ რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც თქვა, რომ ხვალ, 26 სექტემბერს ბოლო სამუშაო დღე აქვს. “დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე […]

ვლადიმერ პუტინმა ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება

არაბირთვული სახელმწიფოს მიერ თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, რუსეთზე ერთობლივ თავდასხმად განიხილება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება. მან ბირთვული იარაღის გამოყენების განახლებულ პირობებზე ისაუბრა. “დოკუმენტის განახლებულ რედაქციაში ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან […]

რა პოტენციალი აქვს კაკლოვან კულტურებს მსოფლიო ბაზარზე?

“ნათს ინქორფორეითიდის“ დამფუძნებელმა თორნიკე ლათათიამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კაკლოვანი კულტურების მოსავლიანობასა და პოტენციალზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი, გასული წლის მონაცემებთან შედარებით 10-15%-იან ზრდას აჩვენებს. ამასთან, მზარდია პროდუქციის ფასიც და სავარაუდოა, რომ თხილის ფასი 10%-მდე ზრდას აჩვენებს. „წლევანდელი წელი საკმაოდ კარგი იყო. თხილის მოსავალზე შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-იან ზრდას ველოდებით. ასევე საფასო კატეგორიაშიც, 7-10%-იანი […]

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს

ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს, მათ აღარ უნდათ არანაირ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი, – ამის შესახებ დანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის გაუქმებას ეხმაურება. კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს საქართველო ელჩს აშშ-დან […]