დარჩიაშვილი წუხს, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გააუქმეს

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროა თეთრი სახლის გადაწყვეტილება, გააუქმოს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებაზე. დარჩიაშვილი ამბობს, რომ თბილისი ადრეც, ახლაც და მომავალშიც მზადაა „ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს“, მიუხედავად „ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა“. „მიგვაჩნია, რომ დიალოგს და აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს […]

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. წულუკიანის ამ გამოსვლის ვიდეო „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა. „უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე… მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან [პარლამენტში] ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს. ეს ხანდახან პრობლემაა. ვნახავთ… ალბათ, […]

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. ეს მან რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. წულუკიანის ვიდეოს პუბლიკა აქვეყნებს. “ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. მე ხვალ მაქვს ბოლო სამუშაო დღე. მე არ ვიცი პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ასე რომ ვთქვათ, ენას ჯიბეში რომ არ ინახავს, […]

HSBC–ს ანალიტიკოსები ECB – ის განაკვეთების შემცირებას ბანკის მომდევნო ხუთივე შეხვედრაზე ელოდებიან

ევროპის ცენტრალური ბანკი, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად შეამცირებს განაკვეთებს, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი, ამბობენ HSBC–ს ექსპერტები. ამის შესახებ MarketWatch იუწყება. მათი პროგნოზის მიხედვით, მარეგულირებელი განაკვეთებს 25 საბაზისო პუნქტით (bps) შეამცირებს ყოველ შეხვედრაზე 2025 წლის აპრილამდე. აპრილის ჩათვლით ევროპის ცენტრალურ ბანკს 5 სხდომის გამართვა მოუწევს. ამჟამად ECB-ს სადეპოზიტო განაკვეთი 3.5%-ია. ადრე HSBC–ს ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ ეს მაჩვენებელი […]

გიორგი მარგველაშვილი – მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ – მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი

მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ – მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი, – ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მან ამომრჩევლებთან მიმართვისას აღნიშნა, რომ სჯერა გამარჯვების და “გამარჯვება არის ის საბოლოო, რითაც ჩვენ გადავტეხთ ამ მოღალატეობას”. “მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ […]

დიმიტრი ცქიტიშვილი – დღეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში

ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში , – ამის შესახებ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა. „ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკულია. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს სტანდარტული, ორდინარული სიტუაცია, სადაც […]

გიგა ბოკერია: ფედერალისტები 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. გიგა ბოკერია მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევანი გააკეთონ ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალაზე, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები და ასევე, “რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება” “ფედერალისტები 2024 წლის საპარლამენტო […]

დარჩიაშვილი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე: დარწმუნებული ვარ, გადახედავენ გადაწყვეტილებას

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი “სამწუხაროს” უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ტრადიციულ მიღებაზე პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე. მინისტრის თქმით, “დარწმუნებულია”, რომ პარტნიორები “კიდევ ერთხელ გადახედავენ ამ გადაწყვეტილებას”. “მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან, რომელიც იქნა გუშინ მიღებული არის სამწუხარო. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, […]

თამარ კორძაია – მიხარია, რომ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება ის

ძალიან მიხარია, რომ გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად იქნება ის – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის “ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ქართული ქარტიის ერთგული რჩება, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხმა აიღოს […]

გიორგი გახარია – სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ

სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, „რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის სათავეში არის გიორგი გახარიას სახელი“. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის რომ სიის სათავეში არ ყოფილიყო, ამ ფაქტს შეიძლება მისცემოდა შეფასება, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ბრძოლის […]