ჯონსონი ზელენსკისგან მოითხოვს, თანამდებობიდან დაითხოვოს უკრაინის ელჩი აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ეჭვი შეიტანა შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას „პატიოსნებაში“ და დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში” დაადანაშაულა. მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგზავნა. ჯონსონი ზელენსკისგან მოითხოვს ელჩის თანამდებობიდან მარკაროვას „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”. რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 22 სექტემბერს, […]

აქცია „მოასწარი“ – ორბი ჯგუფის ახალ პროექტში “Avant-garde by Orbi”! პირველი 100 აპარტამენტი სპეციალურ ფასად – მხოლოდ 18 500$-ად!

ორბი ჯგუფმა ახალ პრიექტ “Avant-garde by Orbi”-ში აპარტამენტების გაყიდვა სააქციო ფასად დაიწყო. პროექტი Avant-garde By ORBI მდებარეობს ბათუმის ტურისტულ ცენტრში, ულამაზეს გმირთა ხეივანში. ზღვიდან 250 მეტრში, სადაც ფეხით მისვლა 3-4 წუთშია შესაძლებელი. ბათუმში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ყველა მსურველს, კომპანია „ორბი ჯგუფი“ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას აისრულოს ოცნება და გახდეს პრემიუმ კლასის აპარტამენტის მფლობელი ხელმისაწვდომ ფასად, […]

სამოყვარულო თევზაობა შესაძლოა ფასიანი გახდეს

საქართველოში სანაპირო ზოლში თევზაობა დღეს სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ. ყოველგვარი საფასურის გარეშე თევზაობა შეუძლიათ მოყვარულებსაც, თუმცა მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი რამაზ მიქელაძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში ამბობს, რომ ამგვარი თევზაობა დღეს ლიცენზირებას არ ექვემდებარება, თუმცა შესაძლოა მომავალში ეს მიდგომა შეიცვალოს. ,,სოციალური და ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე შედარებით ბრილი მიდგომა გვაქვს სანაპიროზე მეთევზეობასთან […]

სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე […]

“მალე მტკვარზე პირველი გემი გამოჩნდება” – “ტივის” გეგმები

„ტივი“ – ეს არის ობიექტი, რომელიც ერთი მხრივ მდინარე მტკვარზე განთავსებული, 60 ადამიანზე გათვლილი რესტორანია და მომხმარებელს კერძებისა და სასმლის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, მეორე მხრივ კი მტკვარზე ტივით – კატერით გასეირნების სერვისს აერთიანებს. როგორც “ტივის” დამფუძნებელი ამბობს, მთავარი იდეა ადგილობრივებში მდინარე მტკვრით დაინტერესებას და ამ სერვისის პოპულარიზაციას ეფუძნება. პირველადი მიზანი ნაწილობრივ შესრულებულია, რადგან დღეს “ტივს” […]

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღო

30-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი შეთანხმდა, შეუერთდეს უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციას, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დეკლარაციის ძირითადი პუნქტები ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის აღდგენაში ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას, მხარდაჭერის კოორდინაციას უკრაინული დონორთა პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან, რომლის ნაწილი […]

ე.წ. მსხვილ ბიზნესს კარგს არაფერს ვპირდები… სასათბურე პირობები დამთავრდება – ზურაბ ჯაფარიძე

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ე.წ. მსხვილი ბიზნესისთვის სასათბურე პირობები უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც კოალიციის ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა. მოგების გადასახადის 15%-დან 10%-მდე შემცირება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15-მდე კლება კოალიციის ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი პუნქტია. 4 ნომრის ქვეშ გაერთიანებული პარტიები იმპორტის გადასახადის შემცირებაზეც თანხმდებიან და ზურა ჯაფარიძეს […]

მაია ბითაძე – პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს – ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები, რაც ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლით დადასტურდა, რომ საქართველოში მომავალ თაობებს კიდევ უფრო ამაყად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელიც ზუსტად ასახავს: · […]

საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას – პრემიერი

როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის მქონე ქვეყნად იქცა ნატოს მისიებში ერაყსა და […]

OECD-მ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2024 და 2025 წლებში გლობალური მშპ-ს 3,2%-იან ზრდას პროგნოზირებს. 2023 წელს, OECD-ის შეფასებით, გლობალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 3,1% შეადგინა. მაისში ორგანიზაციის ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ მშპ წელს 3.1%-ით გაიზრდებოდა, ხოლო მომავალ წელს 3.2%-ით. პროგნოზირებულია, რომ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დასტაბილურდება 3,2%–ის დონეზე 2024 და 205 წლებში. და შემდგომი დეზინფლაცია, რეალური […]