დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, დავით თავხელიძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ილორის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა […]
საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება, არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები კი თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ

26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ. ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა კი, “საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. მათ ამისთვის ვადა 28 სექტემბრის ჩათვლით აქვთ. არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, კანონი თანამდებობიდან გადადგომას შემდეგ თანამდებობის პირებს ავალდებულებს: […]
დღეს მიქაუტაძე “ლიონში” პირველ გოლს ევროტურნირებზე ეცდება, “ნაპოლი” თასზე ითამაშებს…

ევროტურნირები ახალი ფორმატითა და დროით ტარდება. მიმდინარე კვირის ორი დღე ევროპა ლიგას დაეთმო. აქ “ლიონი” დაბრუნდა, მის რიგებში დაბრუნების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძეს პირველი გოლის გატანა სურს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰქონდა. მეტი ნდობისა და ნავსის გატეხვის შემდეგ “ჟორჟი” აუცილებლად ბევრს გაიტანს, ის ამას აუტსაუდერ “მეცში” ახერხებდა; ახალ […]
უკრაინა მიიღებს კიდევ 375 მილიონი დოლარის ამერიკულ სამხედრო დახმარებას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებებისთვის ახალი პაკეტი დაამტკიცა. პენტაგონის ინფორმაციით, 375 მილიონი დოლარის დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin და AT-4, ჯავშანმანქანებს და სხვა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ეს ჩამონათვალი იწყება „ჰაერი-ხმელეთის კლასის საბრძოლო მასალებით“, რომელთა სახეობა დაკონკრეტებული […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ უბანს. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს, 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში შოთაძის და მშვიდობის ქუჩებზე; […]
კიევზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ უკრაინას დრონებით შეუტიეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალები დედაქალაქსა და მის შემოგარენში მუშაობდნენ. კიევში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილის ჰერმეტულობა დაირღვა და ადგილზე „კიევგაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. ამასთან, დაზიანდა 20-მდე ავტომობილი. ნამსხვრევები ჩამოვარდა […]
აშშ და მისი მოკავშირეები – მოვუწოდებთ ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ ისრაელი-ლიბანის საზღვრის გასწვრივ

მოვუწოდებთ დაუყონებლივი, ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ ლიბანისა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ, რათა მივიღოთ დიპლომატიური სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მისაღწევად, – ამის შესახებ შეერთებული შტატების, ავსტრალიის, კანადის, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, გაერთიანებული სამეფოსა და კატარის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. “ლიბანსა და ისრაელს შორის არსებული ვითარება წარმოადგენს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის მიუღებელ რისკს. […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის ელჩს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და ვოლოდიმირ ზელენსკის მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ვაშინგტონში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თანამდებობიდან. საქმე ეხება მარკაროვას მიერ ორგანიზებულ ზელენსკის ვიზიტს პენსილვანიაში, სადაც მას მხოლოდ „დემოკრატების“ წარმომადგენლები ახლდნენ. ჯონსონმა ეს განიხილა, როგორც კამალა ჰარისის მხარდასაჭერი კამპანიის ღონისძიება და ამერიკის არჩევნებში ჩარევა. “ტური აშკარად იყო პარტიული კამპანიის ღონისძიება „დემოკრატების“ დახმარების მიზნით […]
აშშ-მა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას. „აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების დამატებითი დახმარება გამოაცხადა, რათა უკრაინას მიაწოდოს ინსტრუმენტები, რომელიც საჭიროა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად. მისი […]
საფრანგეთი ლიბანში „ჰეზბოლასა“ და ისრაელის შორის ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთი ლიბანში ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის 21-დღიანი, დროებითი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის, – შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. ინიციატივას მხარი დაუჭირა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ და განაცხადა, რომ „ომი არ შედის არც ისრაელელი და არც ლიბანელი ხალხის ინტერესებში“. გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა […]