“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია” შუქრუთელების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის 200 დღეა მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები […]
რა ინიციატივებს გვთავაზობს McDonald’s გარემოს დაცვისთვის?

ერთად ვიზრუნოთ გარემოზე – პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ! “მაკდონალდსი” განაგრძობს კამპანიას „პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ“ და მომხმარებელს გარემოს დაცვის კუთხით მორიგ ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს სთავაზობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მუდმივ ძალისხმევას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ “მაკდონალდსის” „მწვანე ინიციატივები“ მრავალ ასპექტს მოიცავს. “მაკდონალდსი” ამცირებს პლასტმასის გამოყენებას და ეტაპობრივად ანაცვლებს ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით. ნარჩენების შესამცირებლად […]
ბათუმში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი. არსებული ინფორმაციით მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი მალევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, საარჩევნო რეგისტრაცია 3-მა პარტიამ გააუქმა – 24 პარტიიდან კი საარჩევნო სია 6-მა წარადგინა, საიდანაც ერთის რეგისტრაცია უკვე დასრულებულია

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის ცნობით, საარჩევნო რეგისტრაცია 3-მა პარტიამ გააუქმა – 24 პარტიიდან კი საარჩევნო სია 6-მა წარადგინა, საიდანაც ერთის რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. მისივე თქმით, პარტიებმა – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეები“ რეგისტრაცია თავად გაიუქმეს. „დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სრულდება პარტიული სიების წარდგენა, 3-მა პარტიამ მოგვმართა და მათი საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა. დარჩენილია 24 […]
„საქპატენტის“ რთველში ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვების მონაწილეობა ტრადიციად იქცევა

„საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ყურძნის კრეფის პროცესში თანამშრომლებთან ერთად „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აქტიურად იყო ჩართული. ვაზის ზეიმში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ. რთველში აქტიურად ჩაერთნენ, აგრეთვე, „საქპატენტის“ […]
რა ინიციატივებს გვთავაზობს მაკდონალდსი გარემოს დაცვისთვის?

ერთად ვიზრუნოთ გარემოზე – პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ! მაკდონალდსი განაგრძობს კამპანიას „პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ“ და მომხმარებელს გარემოს დაცვის კუთხით მორიგ ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს სთავაზობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მუდმივ ძალისხმევას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მაკდონალდსის „მწვანე ინიციატივები“ მრავალ ასპექტს მოიცავს. მაკდონალდსი ამცირებს პლასტმასის გამოყენებას და ეტაპობრივად ანაცვლებს ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით. ნარჩენების შესამცირებლად […]
დაბა ჩაქვში ხის საამქროში ხანძარია

დაბა ჩაქვში ხის საამქროში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ხის საამქროში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შარლ მიშელმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისა და უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. „ვფიქრობ, თქვენი მხარდაჭერით ჩვენი გზა ევროკავშირისკენ უფრო სწრაფი იქნება. იქნება გამოწვევები. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ამ შუქს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გაყინული რუსული […]
რა საკითხებზე ისაუბრა სებ–ის ვიცე–პრეზიდენტმა CCAMTAC–ის საერთაშორისო სიმპოზიუმზე?

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ალმათიში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებულ სტატისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. „სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული სესიები, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიები და იმსჯელეს სწრაფად განვითარებად ციფრულ ლანდშაფტში მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. სესიაზე, […]
ჩინეთის ქალაქ სიანში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რკინიგზის დელეგაციის ჩინეთის ქალაქ სიანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის სამუშაო შეხვედრებში პირველად მიიღო მონაწილეობა ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელობამ, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარშრუტის განვითარების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტვირთის მოცულობის ზრდას, ამავდროულად უზრუნველყოფს ტვირთის სტაბილურ ნაკადს და […]