ანა დოლიძე – ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში“ ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში – სინამდვილეში, „ცისფერ მთებში“ მარკშეიდერი რომ აკაკუნებს და კარს არავინ უღებს, ასეთ როლში იყო

ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში“ ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ირაკლი კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში. სინამდვილეში ასეა, ხომ გახსოვთ „ცისფერ მთებში” მარკშეიდერი რომ აკაკუნებს, კარებს რომ არავინ უღებს და არავინ ხვდება, ასეთ როლში იყო დაყენებული ჩვენი ხელისუფლების მეთაური,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას. დოლიძის შეფასებით, ასეთ მდგომარეობას […]

მამუკა მდინარაძე – იქნებ საელჩომ ისიც აგვიხსნას, რა მოხდა ამ ორ დღეში ისეთი, რომ ჯერ მიიწვიეს და მერე გააუქმეს მოწვევა – მგონი, იმაში მეთანხმებით, რომ ბაიდენი არ იტყოდა „ოჰ, ეს კობახიძე კაცო, არ დამიპატიჟოთ აქ“

დამისახელეთ, იმ დღენახევარში, რომელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა გადაწყვეტილება რომ შეიცვალა? -კობახიძის აშშ-ში ყოფნისას, რა მოხდა ისეთი, რომ ასეთ მდაბიო ნაბიჯზე წასულიყო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიმღები კონკრეტული თანამშრომელი? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, „იქნებ […]

აშშ უკრაინას 8 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს თვეებში უკრაინისთვის 7.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოიყოფა. ბაიდენის განცხადებით, უკრაინას ომში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. „სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ზრდას და დამატებით ქმედებებს, რომელიც უკრაინას ამ ომის მოგებაში დაეხმარება. ამ ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვის უწყება გამოყოფს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების […]

მამუკა მდინარაძე – როდესაც ირაკლი კობახიძე თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ოკუპაციას ახსენებს, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი იგულისხმება

როდესაც ირაკლი კობახიძე თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ოკუპაციას ახსენებს, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი იგულისხმება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ ახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. მდინარაძის განმარტებით, პრემიერმა ოკუპაციაზე ისაუბრა, რაშიც სწორედ რუსეთი მოიაზრებოდა. […]

დავით ნარმანია Energy Community-ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულების ეფექტიანობა განიხილეს. ამასთანავე, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, […]

SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა. „წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. […]

„ძლიერმა საქართველომ“ პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა

მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერმა, „თბილისი ცენტრალში“ მდებარე ცენტრალურ შტაბში დაასახელა საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის შემადგენლობა. სიაში დეპუტატობის 26 კანდიდატია. დასახელებულ კანდიდატებს შორის არ არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც 25 სექტემბერს, „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანების შემდეგ, თქვა, რომ მისთვის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის საინტერესო და მთავარია პოლიტიკაში მონაწილეობა. 26-წევრიან სიაში არ არის […]

ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა სირია-ლიბანის სასაზღვრო არეალზე

ისრაელის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა სირია-ლიბანის საზღვრისპირა ინფრასტრუქტურაზე, რათა ხელი შეუშალოს ჰეზბოლისთვის იარაღის მიწოდებას სირიიდან, იტყობინება Reuters-ი არმიაზე დაყრდნობით. არმია აცხადებს, რომ “ჰეზბოლა ამ საბრძოლო საშუალებებს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ის გააგრძელებს მიაყენოს დარტყმები და იმოქმედოს ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მცდელობის წინააღმდეგ შეიარაღდეს ის და ლიბანში იარაღი სირიიდან შეიტანოს”. ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა ალი ჰამიემ განუცხადა Reuters-ს, […]

დავით სიხარულიძე – რაც აშშ-ში პრემიერ კობახიძის პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე მიწვევა-არ მიწვევასთან დაკავშირებით მოხდა, იყო ლოგიკური და ამაზე სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება

პრემიერ ირაკლი კობახიძის ბაიდენის მიღებაზე მიწვევა-არ მიწვევის მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ატლანტიკური საბჭოს წევრს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა. – ბატონო დავით, აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის მიღებაზე პრემიერ ირაკლი კობაძისთვის მიწვევაზე უარის თქმის თემა აქტიურად განიხილება და ამ თემაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით. თქვენ […]