ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის გაერო-ში გამოსვლაზე – სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას. „არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, – აცხადებს ოკუპირებული […]

ოთარ შამუგია რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რაჭაში რთველი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. „დაახლოებით 2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. დღეის მდგომარეობით 500 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მოსავალი გვაქვს. რა თქმა უნდა, […]

„ევროპელმა დემოკრატებმა“ ცესკოში პარტიული სიის რეგისტრაცია გაიარა

პოლიტიკურმა პარტია „ევროპელმა დემოკრატებმა“ ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით #6. განცხადებას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საარჩევნო სუბიექტის „ევროპელი დემოკრატების“ პარტიული სიის ათეულს შეადგენენ: პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, ვაჟა ბახტურიძე, თემურ პირტახია, გიორგი ფალავანდიშვილი, ნინო შამუგია, პაატა ნუცუბიძე, მალხაზ რაქვიაშვილი, ოთარ ხიზანაშვილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გამოქვეყნდა – სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სია გამოქვეყნდა. სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა. „როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მშვიდობის, სტაბილურობის და ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ. მინდა […]

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ეკონომიკა მიმდინარე წელს 2.8%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მოლოდინები წინა პროგნოზის შემდეგ 0.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონის ეკონომიკური ზრდის კუთხით EBRD-მა მოლოდინები 2025 წელსაც შეამცირა, კერძოდ, წინა პროგნოზთან შედარებით, მოლოდინები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 3.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს, EBRD-მა […]

SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები „ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის […]

დავით ნარმანია Energy Community-ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულების ეფექტიანობა. ამასთანავე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით […]

SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები „ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის […]

ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

„ბიბისის“ ცნობით, ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ეს პირველი შემთხვევაა ქალაქის ისტორიაში, როდესაც მოქმედი მერი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. ოფიციალურად ბრალდება ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ნიუ იორკის ფედერალური პროკურატურა უკვე ერთი წელია, იძიებს მერის რამდენიმე ახლო მრჩევლისა და თანაშემწის საქმეს, მათ შორისაა უსაფრთხოების საკითხებში მერის მოადგილეც. ცოტა ხნის წინ კი […]

მდინარაძე: თალაკვაძესთან კონსულტაციებია სერიოზულ თემაზე, ოდიშარიასთან – მიმართულებაზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ არიან ქართული ოცნების საარჩევნო სიაში პარლამენტის მეათე მოწვევის ის დეპუტატები, რომლებიც მმართველი გუნდის რიტორიკას აქტიურად ავრცელებენ. მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი სულ რამდენიმეა და მათთან კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. “არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ეს ყველამ იცით. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე […]