თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

26 სექტემბერს „აგროჰაბის“ რიგით მეექვსე ფილიალი, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბ.კვერნაძის ქ, #7/პ.ასლანიდის ქ.#12 ნომერში გაიხსნა. ახალი ფილიალის მთავარი კონცეფცია უცვლელია, რაც გულისხმობს ცენტრალური საწარმოდან თითოეული ფილიალის ყოველდღიურად „აგროჰაბის“ წარმოების, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას. „აგროჰაბის“ ტრადიციული ჰიპერმარკეტისგან განსხვავებით, სპორტის სასახლის ფილიალი უფრო მცირე ზომისაა. „მოხარულები ვართ, რომ „აგროჰაბის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. კომპანია იზრდება […]
მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე – ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა

ბანერებზე აქვთ პრეტენზია – ბანერებს შეხედეთ, ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, უკრაინაში მოხალისეები და იარაღი გაეგზავნა, იგივე რეალობა იქნებოდა საქართველოში, რაც უკრაინაშია. „რა დღეშია უკრაინა. ამდენი […]
მამუკა მდინარაძე – თალაკვაძე და ოდიშარია სიაში არ არიან, მათთან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს – ხატია წილოსანი დიპლომატიურ სამსახურში იქნება, ელგუჯა გოცირიძემ კი თქვა, რომ ბიზნესში დაბრუნება ურჩევნია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია არ არიან, რადგან მათთან ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მისივე თქმით, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის. „საბოლოო ჯამში, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის. მათ შორის, ლევან მგალობლიშვილი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად აირჩა. […]
მამუკა ხაზარაძე – გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს დასავლელ პარტნიორებთან – მისი ეს კავშირები იქნება გამოყენებული, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ვექტორზე

გიორგი მარგველაშვილი ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტი ხელის ჩამორთმევა აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს დღეს საქართველოში. მისი ეს კავშირები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ „ძლიერ საქართველომ“ საქართველო დააბრუნოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ვექტორზე, – ასე უპასუხა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საარჩევნო სიაში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი […]
H&M-ის წმინდა მოგება შემცირდა

შვედურმა Hennes & Mauritz AB (H&M), ევროპის სიდიდით მეორე ტანსაცმლის ქსელის მფლობელმა, მკვეთრად შეამცირა წმინდა მოგება მესამე ფისკალურ კვარტალში და ეს მაჩვენებელი გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ბაზრის მოლოდინი. როგორც H&M-ის პრესრელიზშია ნათქვამი, 31 აგვისტოს დასრულებული კვარტლის წმინდა მოგებამ შეადგინა 2,31 მილიარდი შვედური კრონი (227,5 მილიონი აშშ დოლარი), წინა ფისკალური წლის ანალოგიური პერიოდის 3,32 მილიარდ კრონთან […]
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით კომპანია შპს „თ-ნ გოლდთან“, რომლის საქმიანობა ავტომანქანაზე რეგისტრირებული გირავნობით სესხის გაცემას მოიცავდა, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად […]
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მილიონი ლარით ფინანსდება

„მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გვირაბი გაჭრილია, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის, დაახლოებით, 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მონახულების შემდეგ განაცხადა. აბასთუმნის შემოვლითი 16 […]
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3 პროცენტული პუნქტით 6.5%-მდე გაზარდა. რაც შეეხება 2025 წლის ზრდის პროგნოზს, ის EBRD-მა უცვლელად 4.6%-ზე დატოვა, ბანკს წინა პროგნოზი 2024 წლის მაისში ჰქონდა გაკეთებული, შესაბამისად, გასულ ოთხ თვეში EBRD-მა საქართველოში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა დაინახა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. EBRD-ის შეფასებით, […]
ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მიზნით სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სემეკის წარმომადგენლებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობისა და […]
“ძალიან სამწუხაროა “ოცნება” აქამდე რომ დავიდა” – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: – ძალიან სამწუხაროა “ოცნება” აქამდე რომ დავიდა. ვგულისხმობ საარჩევნო სტრატეგიას რომელიც ააგეს ნეგატივზე, შიშზე, შანტაშზე… მაშინ როცა მათი წინამორბედი “ნაცები” წინასაარჩევნოდ მოსახლეობას გაერთიანებულ საქართველოს და “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”-ს ჰპირდებოდნენ. – ისე ადამიანი რომელიც მეორეს შიშში და შანტაჟში ამყოფებს, რა ჰქვია?