17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 27 და 30 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა 13:00 საათზე. 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა მეკარე: ანასტასია დობროვოლსკაია (რუსთავი), ანანო სიგუა (რაჭა), […]
„საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან – გამარჯვებამდე“ – კროკოს დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

30 სექტემბერს კავეა სითი მოლში კომპანია კროკოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან – გამარჯვებამდე“ პრემიერა შედგება. 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის უდიდეს ტურნირზე იასპარეზა და სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით კროკომ […]
უკრაინა გმობს პოლიტიკურ რეკლამაში „რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების გამოყენებას“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურ რეკლამაში „რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების გამოყენებას“. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 26 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეკლამაში „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის ფოტოები გამოიყენა. კიევში ამბობენ, რომ ამას დაუშვებლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს […]
სტილისტურად ერთ-ერთი საინტერესო ორთაბრძოლა – თოფურიასა და ჰოლოვეის საჩემპიონო დაპირისპირების წინ

UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიას (15-0) 15 ჩატარებული ბრძოლიდან 13 გამარჯვება ნაადრევ ეტაპზე აქვს მოპოვებული, იქიდან 5 ნოკაუტით, 8 მტკივნეული ილეთით. ეს 87 პროცენტიანი, “ფინიშინგის მაჩვენებელია”. “ქართველ მატადორს” ზუსტად ერთ თვეში, 26 ოქტომბერს, UFC ABU DABI-ზე, ქვემსუბუქი წონის ლეგენდა მაქს ჰოლოვეისთან (26-7) საჩემპიონო ორთაბრძოლა ელოდება. ეს დაპირისპირება UFC-ის გულშემატკივრებისთვის სტილისტურად ერთ-ერთ საინტერესო ბრძოლად არის მიჩნეული, […]
პერესი ანჩელოტის მუშაობით კმაყოფილია – “რეალის” პრეზიდენტი მწვრთნელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მუშაობით კმაყოფილია და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, იტალიელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2026 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ მას მალე ახალ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ. მიმდინარე სეზონში “რეალი” ლა ლიგის ცხრილში 17 ქულით მე-2 საფეხურზეა და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება.
ბელგია ევროკავშირს რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვას მოუწოდებს

ბელგია ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისა და ამ ქვეყნიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვას მოუწოდებს. ამის შესახებ გამოცემას The Financial Times ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა ტინე ვან დერ სტრატენმა აცნობა. „რუსული გაზი ბელგიას მიეწოდება. დაწვრილებით შევისწავლე ეს საკითხი და გაზის კანონმდებლობა აქ ვერ გვიშველის. ჩვენ საერთოევროპული მიდგომა გვჭირდება“, – თქვა მან და დასძინა, რომ კომპანიები ვერ […]
„რაჭაში კერძო კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესში“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში მდებარე ღვინის საწარმო დაათვალიერა. „იწის მარანი“ წელს 20 ტონამდე ალექსანდროულის და მუჯურეთულის გადამუშავებას გეგმავს, საიდანაც 98%-ს მოსახლეობისგან შეისყიდის, დანარჩენი ყურძენი კი, საკუთარი ვენახებიდან იქნება. „კერძო კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესში. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმო მზად არის ყურძნის ჩასაბარებლად. […]
“რუსეთის ომის შედეგების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენება დაუშვებელია” – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს გამოეხმაურა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახა. “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას. ქართველ ხალხს შეუძლია არ […]
ბაიდენ-ზელენსკის მოლაპარაკებების წინ აშშ 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს გამოაცხადა, რომ აშშ კიევს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ვაშინგტონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. ამ დროს რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე – კიევსა და აღმოსავლეთში თავდასხმებს. „…აშშ უკრაინას გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება ამ ომის მოსაგებად“, – თქვა ბაიდენმა თავის განცხადებაში. დახმარების პაკეტში პირველად შედის სისტემა, […]
უკრაინის საგარეო უწყება – ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს

ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს – ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში საგარეო უწყება გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის […]