თბილისში 1 კვ.კმ-ზე 2 495 ადამიანი ცხოვრობს

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ-ზე 64.6 კაცი შეადგინა. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც 1 კვ.კმ-ზე 2 495.9 ადამიანი ცხოვრობს. თბილისის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აჭარის ა.რ. (125.2 კაცი), შიდა ქართლი (71.2 კაცი) და იმერეთი (68.9 კაცი). ნაკლებად […]

აშშ-მა უკრაინას დახმარების მორიგი, თითქმის 8-მილიარდიანი პაკეტი გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. თეთრი სახლის განცხადებით, თითქმის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი მოიცავს: · საჰაერო თავდაცვის სისტემებს; · ჰაერი-მიწა სისტემისთვის ტყვია-წამალს; · გრძელ დისტანციაზე მოქმედ საავიაციო ბომბებს Joint Standoff Weapon (JSOW); · უპილიტო საჰაერო სისტემებს; · ერთი საჰააერო თავდაცვი სისტემა […]

კითხვები ემიგრანტების რაოდენობაზე საარჩევნო სიაში და უწყებების განმარტებები

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რიცხოვნობის შესახებ განმარტებას აკეთებს. უწყებას ეს განმარტება მას შემდეგ დასჭირდა, რაც აღმოჩნდა, რომ ემიგრანტების საარჩევნო სიაში იმაზე ნაკლები ადამიანი შეიყვანეს, ვიდრე იმ საჯარო ინფორმაციაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავად გასცა გასულ თვეში. რა ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს […]

“ბარეორს ჰგონია მკვლელი ვარ… ის ტყვია მე მომხვდეს პირველს ვინც ქართველის წინააღმდეგ ქართველმა გაისროლოს!” – ნადიმ ხმალაძე

მე დავდე პოსტი რომ თუ გააყალბეს არჩევნები ქოცებმა არჩევნების შემდეგ ვინ არის მზად რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ხმების დასაცავად მეთქი. იმდენად საზიზღარი პროპაგანდისტები არიან რომ ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლაში გადაიტანეს. ჩვენ 30 წელია ვიბრძვით ქუჩაში . ეს ბრძოლა სულ იქნება სანამ დემოკრატია და ნამდვილი ხალხის მმართველობა არ იქნება ქვეყანაში და ბოლოს და ბოლოს არ შევალთ […]

საბერძნეთი გეგმავს გააგრძელოს სასაზღვრო ღობის მშენებლობა ევროკავშირის ფულით ან მის გარეშე

საბერძნეთის მთავრობა გეგმავს გააგრძელოს თურქეთთან საზღვარზე ახალი ღობის აშენების გეგმა, რათა თავიდან აიცილოს არალეგალური მიგრაცია, ევროკავშირის დაფინანსებით ან მის გარეშე, ხოლო ევროკომისია ამტკიცებს, რომ საჭიროა უფრო გონივრული გადაწყვეტილებები. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Euractiv იუწყება. ათენი შიშობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვიოს. თურქეთთან ჩრდილო-აღმოსავლეთ სახმელეთო საზღვარზე ღობის მშენებლობა 2012 […]

“ქართული ოცნება უზნეობის, უტიფრობის თავისუფალ ვარდნაშია 41-ე სართულიდან” – ხუხაშვილი

ქართული ოცნება უზნეობის, უტიფრობის თავისუფალ ვარდნაშია 41-ე სართულიდან და გზად ამბობს – “ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად არის”…

იუსტიციის მინისტრი – გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით – დიახ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ეს ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს

გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ქართველებმა ხელი გავუწოდოთ ოსებს და აფხაზებს ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაეროში სიტყვით გამოსვლა შეაფასა. „გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით, რა თქმა უნდა, სრულიად ვიზიარებ ამ პათოსს, რომ ჩვენ მზად […]

იუსტიციის მინისტრი „ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე – ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის

ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის ომის კადრების გამოყენების შესახებ. ბრეგაძის თქმით, იმ ფონზე, რომ რეგიონში რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაა, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანა და უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფა. „მმართველი გუნდის […]

საგარეო უწყება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს – საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით. როგორც უწყება გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა […]

სამედიცინო უნივერსიტეტი 1200 უცხოელი სტუდენტის მოსაზიდად ₾720 000 გადაიხდის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საქმე ეხება, უცხო ქვეყნებში იმ პროვაიდერებთან თუ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რომლებიც ეწევიან უცხოელი სტუდენტების და პაციენტების ჩამოყვანას და ამასთანავე, (პარალელურად) ამ კუთხით პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 3500-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი. ამ […]