შუქრუთელები თბილისში პროტესტს განაგრძობენ

სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები თბილისში პროტესტს განაგრძობენ. დღეს მათ რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს. ამჟამად ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმყოფებიან. შუქრუთელების ნაწილი თბილისში 11 სექტემბრიდან იმყოფება. 1 სექტემბერს ოთხმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა, მათთან ერთად კიდევ ხუთი ადგილობრივი შიმშილობს. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი პროცესში ჩართვაა. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლება მათ არ ელაპარაკება. პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი […]
გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისურ კლუბ „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა. ჩაკვეტაძე კლუბს 2023 წლის აგვისტოში შეუერთდა და 44 შეხვედრა ითამაშა. კლუბის მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი ამბობს, რომ ჩაკვეტაძე „ბრწყინვალე მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის“. კლევერლიმ იმედი გამოთქვა, რომ ჩაკვეტაძე კლუბის მომავლისა და წარმატების დიდი ნაწილი იქნება.
დიმიტრი ცქიტიშვილი – შეიძლება შენი მეგობრის, ახლობლის, თანამებრძოლის ტკივილზე მიიღო „ბენეფიტები”? – „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ ჩვენს მეგობრებს სისხლი სდით, მე ამას პოლიტიკური უზნეობა დავარქვი

„ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ ჩვენს მეგობრებს სისხლი სდით, მე ამას დავარქვი პოლიტიკური უზნეობა, ამაზე უფრო მძიმე არ შეიძლება რამე გააკეთო, მაშინ, როდესაც საუბრობ, თითქოს უკრაინას ეხმარები, – ამის შესახებ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინაში ომის კადრების გამოყენების შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, […]
CNN – ნიუ-იორკის მერს ხუთ ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში

ნიუ-იორკის მერს ხუთ ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საბრალდებო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს. აქტის თანახმად, ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის კორუფციული საქმეები 2014 წელს დაიწყო. “თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში, ადამსი ეძებდა და იღებდა არასათანადო ღირებულ სარგებელს, როგორიცაა ფუფუნებით საერთაშორისო მოგზაურობა, მათ შორის მდიდარი უცხოელი […]
„აი, ღირსების მაგალითი! მადლობა“ – პრეზიდენტი უკრაინის საგარეოს განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამაზე. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 26 სექტემბერს, წინასაარჩევნო რეკლამაში „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის ფოტოები გამოიყენა. კიევში ამბობენ, რომ ამას დაუშვებლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსულ აგრესიას. ამ […]
ფრიდი: ქართული მთავრობა განზრახ ხელს უწყობს ავტორიტარული დღის წესრიგის შემოღებას

ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არის ძლიერი და ძალიან კარგი, როდესაც საქმე ეხება ამერიკის მხარდაჭერას ქართველი ხალხის, ქართველი ერის მიმართ და როდესაც საქმე ეხება ამერიკის სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა, რომელიც არ არის რუსეთის დომინაციის ქვეშ, არამედ არის ქვეყანა რომელსაც აქვს საშუალება, დაუახლოვდეს ევროკავშირსა და დასავლურ ინსტიტუტებს. ამ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერია ურთიერთობა. ხოლო ურთიერთობა ქართულ მთავრობასა და […]
შუქრუთელების აქციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლა

შუქრუთელები პირდაპირ ეთერში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დებატებს ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მიკერძოებული” სიუჟეტი გააკეთა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტზე. დღეს, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართა. შუქრუთელების ნაწილის შიმშილობის აქცია საქართველოს საკანონმდებლო შენობის წინ ოცდამეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტმა 11 სექტემბერს თბილისში გადაინაცვლა. ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი […]
თბილისში აქცია – „სოლიდარობა შუქრუთელებს“ მიმდინარეობს

თბილისში, აქცია – „სოლიდარობა შუქრუთელებს“ მიმდინარეობს. მათ აქცია პარლამენტთან დაიწყეს და მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნები გააჟღერეს. „ჯორჯიან მანგანეზის“ დღევანდელი განცხადების პასუხად შუქრუთელები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს ითხოვენ. „ჩვენი სოფელი იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცები გამდიდრებისთვის ფიქრობენ. ადამიანებს სიტყვის თქმის უფლებაც არ ეძლევათ, რადგან ისინი დაშინების მსხვერპლი არიან. გამოვიდნენ და თქვან, […]
ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინული მხარე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო […]
„ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება მშვენიერია“ – უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის მსოფლიო დღის შესახებ

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი. ღონისძიების მონაწილე უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებულ პოლიტიკას აფასებს. „27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თაოსნობით ტარდება ეს ღონისძიება. ჩვენ უამრავ პროექტს ვახორციელებთ გაეროს მსოფლიო […]