ლიბანში 70 ათასი ადამიანია სახელდახელო თავშესაფრებში, ისრაელი თავდასხმებს განაგრძობს

ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო ათი ათასობით ადამიანი იძულებულია საცხოვრებელი მიატოვოს და საგანგებო თავშესაფრებს მიაშუროს. 70 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული საგანგებო ცენტრებში, განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაუოლაუიმ. სახელდახელო თავშესაფრებად გადაკეთდა უპირატესად სკოლები. ქვეყნის სამხრეთიდან გამოქცეულთა ნაკადი იზრდება. სირიაში მოქმედი სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად, ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ასი სირიელი დევნილი იქნა მოკლული. ლიბანს თავს აფარებს […]
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ. როგორც უწყება განმარტავს, სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა. საგარეო […]
CNN – ნიუ-იორკის მერს 5 ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში

ნიუ-იორკის მერს 5 ფედერალურ კორუფციულ საქმეზე ედება ბრალი, მათ შორის ქრთამის აღებასა და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით თაღლითობაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საბრალდებო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს. აქტის თანახმად, ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის კორუფციული საქმეები 2014 წელს დაიწყო. “თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში, ადამსი ეძებდა და იღებდა არასათანადო ღირებულ სარგებელს, როგორიცაა ფუფუნებით საერთაშორისო მოგზაურობა, მათ შორის მდიდარი უცხოელი […]
რატი ბრეგაძე – სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარია, რატომ არ აწერს პრეზიდენტი ამნისტიის კანონს ხელს – თუ ის 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ხელს, მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე

ჩემთვის პირადად სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარია, თუ რატომ არ აწერს ქალბატონი პრეზიდენტი ამნისტიის კანონს ხელს – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, თუ სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ამნისტიის კანონს ხელს, მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და გამოაქვეყნებს. “მე პირადად ვხელმძღვანელობ ამ სისტემას და, შეიძლება ითქვას, რომ […]
თბილისში, 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

ქ. თბილისში 27 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება – განცხადებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები იწყება. აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის 27 სექტემბრის ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 […]
საბანკო სექტორი სრულიად მზადაა გაუმკლავდეს პოტენციურ შოკებს – დავით უტიაშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა, კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის და სხვა მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებაა. „ვხედავთ, რომ ფინანსური სექტორი მდგრადად ვითარდება, ბანკებს აქვთ კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, ჯანსაღია მომგებიანობის მაჩენებელი, აქტივების ხარისხი ისტორიულად მაღალ […]
რატი ბრეგაძე – სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია – როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ექიმების რეკომენდაცია იქნება, მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება. “მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, ის აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრი – ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის

ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის ომის კადრების გამოყენების შესახებ. ბრეგაძის თქმით, იმ ფონზე, რომ რეგიონში რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაა, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანა და უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფა. „მმართველი გუნდის […]
ნიუ-იორკის მერს ბრალი მექრთამეობაზე წარუდგინეს

ქალაქ ნიუ-იორკის მერ ერიკ ადამსს ბრალი წარუდგინეს, რომ უცხოური წყაროებისგან სავარაუდოდ უკანონო საკამპანიო შეწირულებები მიიღო. დემოკრატმა მერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრალდებები მისთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდა და პირობა დადო, რომ მერის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს. ბრალდებების შინაარსი 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. ფედერალური პროკურორი დამიენ ვილიამსი ამბობს, რომ ადამსმა საჯარო ნდობა დაარღვია. პროკურორი ამბობს, რომ ადამსი „ხანგრძლივ“ კორუფციაში იყო […]
ვინისიუსის შეურაცხყოფისათვის “მალიორკას” ფანს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მალიორკას” გულშემატკივარს, რომელმაც ვინისიუს ჟუნიორს (რეალი) და სამუ ჩუკვუეზეს (მილანი) რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა, 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ასევე სტადიონზე შესვლა აეკრძალება. ორივე რასობრივი შეურაცხყოფა 2023 წლის თებერვალში მოხდა.