არმაზ ახვლედიანი – ვაშინგტონში არავინ აპირებს თავკერძა, რუსული ყაიდის ფეოდალთან „კოჭის გორებას“ – ელოდებათ გაცილებით უარესი, ბაიდენთან მოწვევის გაუქმება დაავიწყდებათ, იმდენად მძიმე იქნება რეაქცია

ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მას უუქმებდნენ მოწვევას. სხვა ინფორმაციაც აქვს კობახიძეს, რა ელის მას და ივანიშვილს, შესაბამისად, ესეც შეიძლება გამხდარიყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ცოტა თითქოს ტონალობას უკლო გაეროს ტრიბუნიდან , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი […]
უზბეკეთი ფოთის თიზ – ში მულტიფუნქციურ სასაწყობო ტერმინალს აშენებს – East-Fruit

ფოთში (საქართველო) მდებარე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) ახალი მრავალფუნქციური სასაწყობო ტერმინალი აშენდება. მისი ფართობი 30 ჰექტარამდე იქნება. იგი აშენდება უზბეკი პარტნიორების სახსრებით. პროექტის საინვესტიციო პორტფელის ღირებულება 50 მილიონი ლარია – იუწყება EastFruit. ფოთის თიზ–ის დირექტორის, დავით ებრალიძის თქმით, უზბეკურ მხარესთან მოლაპარაკებები ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. მისი თქმით, მთელი პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება: პირველ […]
„მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში 40 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი უკვე საქართველოშია“

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი ესტუმრა – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „სტუმრებს ძველ თბილისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ უმასპინძლეს. სტუმრებს შორისაა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საუდის არაბეთის, გვატელას ტურიზმის მინისტრები და სხვა […]
თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს – ,,კოლხობას” დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს ,,კოლხობას” დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფის სანაპიროზე „ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას „კოლხობა” მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ასეთი სახალხო დღესასწაული ქვეყნის კეთილდღეობისა და ერთიანობის იდეას კიდევ უფრო აძლიერებს. „დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით 1979 […]
თბილისში აქცია – „სოლიდარობა შუქრუთელებს“ დასრულდა

თბილისში აქცია – „სოლიდარობა შუქრუთელებს“ დასრულდა. მათ აქცია პარლამენტთან დაიწყეს და მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, სადაც მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას, რათა ხმა მიაწვდინონ მას შუქრუთელების პრობლემების შესახებ. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის […]
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ხელისუფლება ჩიხში მოქცეულ სეპარატისტებს მაშველ რგოლს სთავაზობს სქემით, რომელიც უკვე იურიდიულად მოარღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

რადგან ბოდიში და შერიგება ე.წ. აფხაზ და ოს ძმებთან და საეჭვო მოდელით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა “ოცნების” ცენტრალურ პოლიტიკურ მესიჯად იქცა, აუცილებელია მკაფიოდ სიცხადის შეტანა ამ საკითხში კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იძულების გზით და მხოლოდ ამ იძულების რეჟიმში უნდა […]
ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის მიღება გამართა

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის ცერემონიების სასახლეში მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სტუმრებს უმასპინძლა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი გლობალური გამოწვევების ფონზე რეგიონში და არა მარტო. ამდენად, […]
წელს რაჭაში კარგი მოსავალია და ყურძნის ხარისხიც კარგია – „მეღვინეობა ბარაკონის“ დამფუძნებელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოში „მეღვინეობა ბარაკონი“ იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, საწარმოს უკვე გადამუშავებული აქვს 100 ტონა ყურძენი და 100 ტონის გადამუშავებას კიდევ გეგმავს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. საწარმოს […]
„სტუმარ-მასპინძლობის გაკვეთილებს „ქართული ოცნებისგან“ არ მივიღებთ“- ექსპერტები ქართული დელეგაციის ამერიკაში ვიზიტს აფასებენ

„სტუმარ-მასპინძლობის გაკვეთილებს „ქართული ოცნებისგან“ არ მივიღებთ“ — აშშ-ში ექსპერტები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, კობახიძის მიღებაზე მოწვევის გაუქმების შესახებ, იწონებენ.
ცნობილი გახდა “პალერმოსთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა

გაბრაზებული რომ იყურები სკამიდან, იქ კიარ გაბრაზდე, მოედანზე რო ხარ იქ გაბრაზდი და 120 პროცენტით ითამაშე ყველა თამაში თორემ უკვე კუდზე მოგზდევენ, ეგერ ნგონგემ ორი გოლი გაიტანა შენი ადგილიდან და დაგეშილები არიან ასე რომ გამოფხიზლდი, იქ საქართველო არ არის, იქ მგლის კანონებია და შენც მგელი უნდა იყო, მგელზე უფრო მგელი!