სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
დღეს ჯვართამაღლებაა

ღმრთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს. რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) […]
2024 წლის ორ კვარტალში PosTV-მ 3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო – “ფლანგვა”

2024 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში PosTV-მ სხვადასხვა წყაროებიდან 3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. ასევე, ორგანიზაცია წერს, რომ არასრულ ერთ თვეში, პროპაგანდისტულმა მედიასაშუალება PosTV-მ “ოცნების” ანტიდასავლური განცხადებების სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის 15,000 დოლარი გადაიხადა. ტელეკომპანია PosTV-ის საკონტროლო პაკეტს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს. “გამჭვირვალობის” მომხრე დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციები […]
ბელარუსში პოლიტპატიმრებს ამუშავებენ ფერმაში, რომელიც გერმანიის პარლამენტის ულტრამემარჯვენე დეპუტატის კომპანიას ეკუთვნის – Reform.news-ი

გერმანის ბუნდესტაგის – პარლამენტის – წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ბელარუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომ აქტივისტები, რომლებსაც 2020 წელს ადმინისტრაციული სასჯელი დაადეს, მუშაობენ ხახვის პლანტაციებში, რომელიც ეკუთვნის გერმანიის პარლამენტის დეპუტატის, ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის – ალტერნატივა გერმანიისთვის წევრის კომპანიას. ცნობით, რომელიც Reform.news-მა გაავრცელა 24 სექტემბერს, იორგ დორნაუ მფლობელია ხახვის პლანტაციისა დასავლეთი ბელარუსის ლიდას რაიონში. იქ მოხალისეობის პრინციპით […]
„მშვიდობა უაღრესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობისთვის, წარმატებისთვის და მათ შორის, მდგრადი ტურიზმისთვის“ – ლევან დავითაშვილი

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის ცერემონიების სასახლეში მიღება გაიმართა. სტუმრებს უმასპინძლა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი გლობალური გამოწვევების ფონზე რეგიონში და არა მარტო. ამდენად, ძალიან სიმბოლურია, რომ წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა სწორედ […]
ნავთობზე დღიური მოთხოვნა 112 მლნ ბარელამდე გაიზრდება – OPEC

გლობალურ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით OPEC-მა განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბაზარზე ნედლ ნავთობთან მიმართებით მოთხოვნა ისევ მაღალია და, სავარაუდოდ, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რაც ფუნდამენტური ფაქტორებითაა განპირობებული. OPEC-ის პროგნოზით, 2030 წლამდე გლობალური დღიური მოხმარება 112 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10 მილიონი ბარელით მეტია. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერსპექტივას, 2050 წლისთვის გლობალური […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “წარვადგინე “გამარჯვების გეგმის” საკვანძო პუნქტები, რომელსაც შეუძლია მშვიდობისკენ გზაზე გაგვაძლიეროს. ამ ომისგადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით. ნამდვილად ძლიერი ზეწოლა და უკრაინის ძლიერი პოზიციები გვჭირდება”, – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი […]
ვერცხლის ფასი გაიზარდა 12 წლის მაქსიმუმამდე, ოქრომ ისტორიული მაქსიმუმი განაახლა

ოქროს ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია ხუთშაბათს, ხოლო ვერცხლი გაიზარდა 12 წლის მაქსიმუმამდე ფედერალური სარეზერვო ბანკის მონეტარული პოლიტიკის აქტიური შემსუბუქების მოლოდინის გაზრდის გამო. Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსები ვაჭრობისას 2707,9 დოლარამდე გაიზარდა უნციაზე. სპოტ ბაზარზე ვერცხლი გაიზარდა 2,8%-ით და 32,71 აშშ დოლარი უნციაზე, რაც რეკორდულია 2012 წლის დეკემბრის შემდეგ. წლის დასაწყისიდან ვერცხლი 34%-ით გაძვირდა, რაც საუკეთესო დინამიკას […]
ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე “ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში, სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე “ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში, სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა. სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული. სახალხო დღესასწაულს საიუბილეო თარიღი აქვს, ის 45 წელია ტარდება და წელს განსაკუთრებით აღინიშნა. სახალხო ზეიმში […]
კითხულობენ რა საჭიროა ამ ბანერებისა და ვიდეო კოლაჟის ჩვენებაო? რას ჰქვია რა საჭიროა! ჩვენს ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს ქვეყანაშია
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებზე ასახული ომისა და მშვიდობის თემის წარმოჩენისადმი ოპოზიციის და პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საჭირო იყო საზოგადოებისთვის, იმის შეხსენება, რაც ომს მოაქვს, რადგან ხელისუფლების ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს საქართველოშია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერების გასაპროტესტებლად პოსტებს წერენ დილიდან და შეურაცხყოფას აყენებენ იმ საზოგადოებას, […]