პრეზიდენტი – მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი

ორბელიანების სასახლეში დღეს ლიტერატურული პრემია ,,ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ,,საქართველოს პენცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფოს განვითარებაში ქართული კულტურისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, აქ, პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბა ჩვენი კულტურული საზოგადოება, რადგან პრემიამ ,,ლიტერა“ სიმბოლური დატვირთვა მიიღო, ეს ერთგვარად თავისუფლებისთვის […]
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თამაშის […]
“ნაცური სტილისაა… არ იყო შეთანხმებული” – პოსტივი საკუთარ ქარდზე

ტელეკომპანია პოსტ ტვ, რომლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, რომლის მიხედვითაც ისე ჩანდა, თითქოს ქოჩორაშვილის შეცდომის გამო გავიდა საქართველოს კარში გოლი, განცხადებას აქვეყნებს და წერს: “პოსტივის ფეისბუქგვერდზე დადებული ნაცური სტილის დასათაურება არ იყო შეთანხმებული არხის თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან. წარმატებას ვუსურვებთ ქოჩორას და საქართველოს საამაყო ნაკრებს.”
შოლცი: უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს დახმარება სიგნალია რუსეთისთვის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, 11 ოქტომბერს გამოაცხადა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს (1.53 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ 2024 წლის ბოლომდე და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ეს არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ დასავლეთი არ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას. დახმარება პარტნიორ ქვეყნებთან – ბელგიასთან, დანიასთან და ნორვეგიასთან ერთად გაიცემა და მოიცავს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკებს, […]
ფიშერი: AFD-ის პროექტი საქართველოსთვის EU-ში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) მიერ შექმინილი პროექტი საქართველოსთვის შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს. “სათაური: “საქართველოს ევროპული მომავლისთვის” მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა […]
ქართველ ექსპორტიორებს ევროპელები ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ – ასოციაცია

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ “რუსული კანონის” მიღებამ და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა, გაურკვეველმა საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე აღნიშნავს, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. “ამ ეტაპზე შეთანხმებების დადებას ერიდებიან, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია. გაუგებარია ისიც, მიჰყვება თუ არა ქვეყანა სანქციების შესრულების ვალდებულებას თუ […]
პრემია “ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა პრემია “ლიტერას” 2024 წლის გამარჯვებულთა ვინაობა. საქართველოს პენცენტრის ცნობით, პრემიის სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს: 1. წლის საუკეთესო დებიუტი ნატალი დარასელია – “სააღდგომო მოკვდინება” (გამომცემლობა კალმოსანი) 2. წლის საუკეთესო პროზაული კრებული ცოტნე ავსაჯანაშვილი – “ერთი ტანკიც სავკასთვის” (გამომცემლობა “ინტელექტი”) 3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული ნანა აკობიძე – “ვალაუვალი” (გამომცემლობა “ინტელექტი”) 4. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა დალილა […]
“უკრაინელების მაისურებზე და ბაბლის რეაქციებზე გამახსენდა” – ჩერგოლეიშვილი

მე და გიგა რომ დავქორწინდით და ერთად დავსახლდით – 2006 წელს, ახალ სახლში მოიტანა რაღაც ბოხჩა, შიგ თავისი მემორაბილია ჰქონდა შენახული და ამოლაგება დაიწყო, ალაგებს რაღაც ნივთებს, ბროდვეის სპექტაკლების პროგრამებს, კინოს ბილეთებს, კმარას სამაჯურს, ლევან რამიშვილის მიერ შედგენილ სათაურების სიას მათი გაზეთისთვის … უცებ ვხედავ ჩემი უძველესი თმის სამაგრი ამოაძრო, 90-იანებში მასთან დამრჩა, ნუ დავდნი […]
ორი მილიარდი წლის წინანდელ ქანში ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს

ღრმად მიწაში, ზედაპირზე მიმდინარე ქაოსისგან მოშორებით, სრულ წყვდიადში, მიკრობთა ერთი საზოგადოება თავისთვის, უშფოთველად, სრულ იზოლაციაში ყვავის. ეს ორგანიზმები იმითაა განსაკუთრებით გამორჩეული, რომ გარესამყაროს მილიარდობით წლის განმავლობაში იყვნენ მოწყვეტილი, გაცილებით დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიწისქვეშა საზოგადოება, რაც კი აქამდე გვინახავს. ორი მილიარდი წლის ქანში ცოცხალ მიკრობთა პოვნა წინა რეკორდს 100 მილიონი წლით უსწრებს. „ამრიგად, ეს აღმოჩენა […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 4.76%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.84 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 22.50%-ით შემცირდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.15%-ით […]