პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება [VIDEO]

ერთა ლიგის მესამე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის […]

ზურაბიშვილი: დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, აქ, პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბა ჩვენი კულტურული საზოგადოება, რადგან პრემიამ ლიტერა სიმბოლური დატვირთვა მიიღო, ეს ერთგვარად თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. ყველას კარგად ახსოვს როგორ დაარსდა ის, 2021 წელს მინისტრის გადაწყვეტილებით, როგორ შეიცვალა ჟიურის შედგენის წესი და ამის გამო ავტორებმა და გამომცემლებმა როგორ გაიტანეს მათ მიერვე წარდგენილი წიგნები, რის შემდეგაც […]

გერმანიის ელჩი – მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას

მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს. „ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის”… მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც [ბუნდესტაგის] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი […]

საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქში, მოხალისეებს სიგარეტის ნამწვების აკრეფის სანაცვლოდ თაფლი დაურიგეს

საფრანგეთის ქალაქ დარნეტალის მცხოვრებლებს თაფლი დაურიგეს ქუჩებში აკრეფილი სიგარეტის ნამწვების სანაცვლოდ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ნამწვებით სავსე ლიტრანახევრიანი ბოთლის სანაცვლოდ, მოხალისეებს ადგილობრივი მეფუტკრეებიგან თაფლი გადაეცათ. ქალაქის მერიის შეფასებით, ყოველწლიურად 200 კილოგრამი ნამწვი იყრება დარნეტალის ტროტუარებზე, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მიწაზე დაყრილი სიგარეტის ნამწვი არანაკლებ 135 ევრო „ღირს“.

რა მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი? – პრეზენტაციის დეტალები

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაცია გამართა და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ იგი პარლამენტის ყოფილ შენობაში იქნება. პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძემ წარადგინა და განმარტა, რა მიზანს მოემსახურება აღნიშნული ჰაბი. მისი თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ერთობლიობა ყველა საჭირო მნიშვნელოვანი კომპონენტის იმისთვის რომ, ადამიანებს ბავშვობის ასაკიდან გაუღვივდეთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართულებით. […]

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს. ამასთან, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. 14 […]

ქუთაისში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მიმართეს და ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ქალაქ ქუთაისში, […]

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთელი იურისტების ღვაწლს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით აფხაზეთის ომისა და ომის შემდგომ პერიოდში. „კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა […]

ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ ფლორიდაში 16 ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი – უშუქოდ რჩება

11 ოქტომბერს მილიონობით ფლორიდელი კვლავ უშუქოდ რჩება, მას შემდეგ, რაც შუა კვირაში ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატს ქარიშხალი “მილტონი” ძლიერი ქარითა და წყალდიდობებით დაატყდა თავს. ამ ეტაპზე 16 ადამიანია დაღუპული, მაგრამ მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. შტატში მასშტაბური სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ინტენსიურად ხდება დენის გაყვანილობის შეკეთება, სატელეფონო სადგურების აღდგენა, გზების ხეებისგან გაწმენდა და […]

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად“ – ირაკლი კობახიძე

ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და […]