ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა

კარი აქ არის და კარი ღიაა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის “ქართული ოცნების” მიმართულებით გადატანას – ჩვენ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის […]

საქართველოს ნაკრების პირველი მარცხი ერთა ლიგაზე

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ქალაქ პოზნანში გაიმართა, ნომინალური მასპინძლები უკრაინელები იყვნენ. მატჩი უკრაინელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ეს ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს პირველი მარცხი იყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა. უკრაინელთა მხრიდან გოლი მიხაილო მუდრიკმა გაიტანა. მეორე ტაიმში ქართველებმა უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხეს. შეცვლაზე […]

ეუთო/ოდირი – წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს – სახელისუფლო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევნად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები

წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე […]

პირველი წაგება ერთა ლიგაზე – საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თამაშის […]

ჩეხეთმა ალბანეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს დაეწია

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე ალბანეთი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი „სლავიას“ თავდამსხმელმა ტომაშ ხორიმ გაიტანა. B1 ჯგუფში 6-6 ქულა საქართველოს და ჩეხეთს აქვთ, 3-3 კი ალბანეთს და უკრაინას. 14 ოქტომბერს ჩეხეთი ვროცლავში უკრაინას, ალბანეთი კი თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება. ჩეხეთი – ალბანეთი 2:0 გოლები: 1:0 ხორი (3), 2:0 ხორი (63)

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ

აშშ-მა 11 ირანის სანავთობო სექტორს სანქციები დაუწესა იმის საპასუხოდ, რომ ირანმა 1 ოქტომბერს რაკეტები გატყორცნა ისრაელის მიმართულებით. ეს ცნობა აშშ-ის ფინანსთა უწყებამ გაავრცელა. ახალი სანქციების მიზანია ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შესაძლებლობის შეზღუდვა, მოგება ნახოს ნავთობის გაყიდვით, ხოლო მოგებული თანხები გამოიყენოს რეგიონში სტაბილურობისთვის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად, ნათქვამია უწყების განცხადებაში. […]

“ლევანტეს” ბოლო თამაშშიც ერთი სამჯერ დაკარგა ბურთი ასე საკუთარ ნახევარზე” – მეტრეველი

“ქოჩორას “ლევანტეშიც” შევამჩნიე, რომ ბოლო დროს საკუთარ ნახევარზე ბევრს მატაობს, ხოლმე. “ლევანტეს” ბოლო თამაშს ვუყურე წინა დღეს და ერთი სამჯერ დაკარგა ბურთი ასე საკუთარ ნახევარზე. იქ გადარჩნენ მაშინ და ამას გოლი არ მოყვა. ახლა მართლია, ფეხი დაუცდა და ამიტომ დაკარგა, მაგრამ ფეხი ფინტის გაკეთების დროს დაუცდა, ამიტომ ვილიმ უნდა აუკრხალოს ყველას საკუთარ ნახევარზე ფინტების კეთება.”

აშშ ბრალს სდებს რადიო თავისუფლების გამოძიების სუბიექტს აქციებით მანიპულაციასა და ყალბი განცხადებების გამო

ამერიკელ ბიზნესმენს, რომლის გაზვიადებული განცხადებები უკრაინაში სავარაუდო პროექტების შესახებ გამოაშკარავდა რადიო თავისუფლების გამოძიების დროს, აშშ-ის ფინანსურმა მარეგულირებელმა ბრალი წაუყენა აქციების მანიპულაციაში. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ ბენჯამინ ბალაუტმა, Enerkon Solar International-ის გენერალურმა დირექტორმა, “დაწერა, დაამტკიცა და გამოსცა” პრესისთვის გაკეთებული სულ ცოტა, სამი ყალბი განცხადება კომპანიის აქციებზე ფასის გაზრდის მიზნით, რათა მას და […]

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?

ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Whoscored: მამარდაშვილი 6.0 , კაკაბაძე 6.9, კაშია 7.0, გველესიანი 6.2, დვალი 6.4, ლოჩოშვილი 5.8, ქოჩორაშვილი 6.5, კიტეიშვილი 6.3, ჩაკვეტაძე 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.3, შენგელია 6.2, დავითაშვილი 6.0, ზივზივაძე 6.1 Sofascore: მამარდაშვილი 6.6, კაკაბაძე 6.7, კაშია 7.1, გველესიანი 6.9, დვალი 6.7, ლოჩოშვილი 6.4, […]

უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 1:0 დასრულდა

ერთა ლიგის მესამე ტურში, უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერი გოლი მიხაილო მუდრიკმა გაიტანა. შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც გასვლით შეხვედრაში დაამარცხა.