რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით, მტერმა ზაპოროჟიეს შეუტია. კერძო საცხოვრებელ კორპუსებსა და სამრეწველო ფართებს დაარტყეს. დაშავდა 3 ადამიანი“, – წერს ივან ფედოროვი „ტელეგრამის“ არხზე. ასევე, ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთ რაიონს დაარტყეს, რის […]

დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანში მშენებარე საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბაღის მიმდებარედ არის ახლად აშენებული პარკი, რომლითაც უკვე სარგებლობენ როგორც ადგილობრივები, ისე დაბის […]

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე „გამარჯვების გეგმა“ – ზელენსკი

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე „გამარჯვების გეგმა“, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ერთად ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტებისა და ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ ოთხივე ქვეყანაში წარადგინა – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში – და ხაზი გაუსვა, რომ გეგმა მოიცავს […]

Hunnewell Partners საქართველოში არსებულ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის იყენებს – Meduza

საერთაშორისო გამოცემა Meduza-მ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში მოამზადა, სადაც “ოცნების” მხრიდან ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და LGBTQ+ უფლებების შეზღუდვაზე ისაუბრა. თუმცა, მთავარი აქცენტი ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ზე გაკეთდა, რომელიც ტელეკომპანია იმედისა და ლიბერთი ბანკის მფლობელია. გამოცემის ცნობით, ლონდონში დაფუძნებული კერძო ინვესტიციების კომპანია, Hunnewell Partners საქართველოში არსებულ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის იყენებს. “რუსეთის წიაღიდან […]

ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს – მარკ რუტე

ნატომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რუსეთის ბირთვულ მუქარებს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Sky News-თან საუბარში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ღირს თუ არა ნატოს მოკავშირეების მხრიდან რუსეთის მუქარებისთვის ყურადღების მიქცევა, რუტემ ხაზგასმით განაცხადა, რომ „არა, არ ღირს და ისინი არც აქცევენ [ყურადღებას]“. რუტეს თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების Steadfast Noon ბირთვული წვრთნები, რომლებიც […]

AFD-ის პროექტი საქართველოსთვის EU-ში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) მიერ შექმინილი პროექტი საქართველოსთვის შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს. “სათაური: “საქართველოს ევროპული მომავლისთვის” მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა […]

პარტიების უმრავლესობა განხეთქილების გამომწვევ რიტორიკას იყენებს – OSCE/ODIHR

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე […]

სერგეი რებროვი: კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა – რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან?

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა: “პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მძიმე გაზონი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ყველაზე ცუდი მოედანი იყო, რომელიც უნახავთ. გვესმის რატომ – წვიმები იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და სამი ქულა მოიპოვეს. სადღაც 2-3 კვირის წინ საკითხავი იყო, ეს შეხვედრა პოზნანში ჩატარდებოდა […]

ვინც საუბრობს რუსულზე და ქართულს უწოდებს რუსულს, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში, შენ რომ არ გინდა ქვეყანაში ომი, არ ნიშნავს, რომ შენი კურსი რუსულია

რუსული კანონი არის ტყუილი. რაც შეეხება რუსულ კურსს, ეს არის ანალოგიური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, რუსულ კანონზე საუბარი იყო საუკუნის აფიორა. „ევროკაშირმა თვითონ დააინიცირა ანალოგიური კანონი და ვეღარ იღებს ამ კანონს იმის გამო, რომ მერე საქართველოს უნდა მოთხოვოს ზუსტად იდენტური კანონის გაუქმება, რასაც ევროკავშირში მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ. აქედან […]

“ასე გვექაჩება ოლიგარქია და არ გვიშვებს წინ” – ნათელაშვილი

“ჩაკვეს როგორც ქაჩავდნენ და არ უშვებდნენ წინ, ისე გვექაჩება ოლიგარქია და არ გვიშვებს წინ ასე მაშინ იქცევიან, როცა სხვანაირად ვერ გაჩერებენ ერთხელ გაუვათ და ორჯერ, თუმცა ბოლოს მაინც წინ გაიჭრება, 10 ნომერი ✊🇬🇪 … დიდი წარმატებები წინ გველოდება და არამარტო ფეხბურთში! 🇬🇪 ეს პოლონეთში მდებარე მინდორი კარტოფილის ჩასათესად უფრო გამოდგებოდა, ვიდრე სათამაშოდ. ბიჭებს დიდი მადლობა […]