საქართველოში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დენზე მომუშავე ავტომობილი შემოდის – გამოწვევად შეუსაბამო ინფრასტრუქტურა სახელდება

საქართველოში ელექტრომობილები პოპულარობით ვერ სარგებლობს. ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 100 დენზე მომუშავე ავტომობილი შემოდის, რაც ძალიან ცოტაა. სიმცირის მიზეზი კი, პირველ რიგში, დასატენი ობიექტების ნაკლებობა და ასევე დრო, რომელიც მანქანას დასამუხტად სჭირდება. ქვეყანაში 6 662 (გასულ წელთან შედარებით 1610-ით მეტია.) დენზე მომუშავე ავტომობილია. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 1 729 081 ავტომანქანაა რეგისტრირებული (ზრდა წინა […]

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი სატვირთოში დამალულებმა გადმოკვეთეს – სასაზღვრო პოლიციამ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე – 1997 წელს დაბადებული ს.ქ. 1997 წელს დაბადებული ბ.ქ. 1997 წელს დაბადებული ჰ.ჩ. და 2001 წელს დაბადებული ფ.ჩ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფში მდებარე […]

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. “რეზოლუციაში, პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ავლაბარში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ – კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოქალაქეებს ფაღავას, მარტყოფის, კვეზერელისა და კოპაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, ნიკა ელისაშვილმა ამომრჩეველთან შეაჯამა ავლაბარში აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ელისაშვილმა ისაუბრა სამთავრობო გუნდის პოლიტიკურ […]

მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებს საქმეზე – „ვაი, თქვენს პატრონს! – მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებას და პროკურატურის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თარგამაძის კონტროლის და თვალთვალის ბრძანება ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა, ამაზრზენს უწოდებს. „ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“. აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, […]

„ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ ფარგლებში სომელიე თეონა თოხაძემ ღვინის არომატის ამოცნობის მასტერკლასი ჩაატარა

თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2024″ ფარგლებში სომელიე თეონა თოხაძემ ღვინის არომატის ამოცნობის მასტერკლასი ჩაატარა. სომელიე თეონა თოხაძემ სტუმრებს, ღვინოში სხვადასხვა გემოვნური თვისებების მნიშვნელობა გააცნო. მისი თქმით, ღვინოში სხვადასხვა ბუნებრივი არომატიზატორები ღვინის ხარისხსა და სიძველეს განაპირობებს. მან რამდენიმე მოხალისე სცენაზეც აიყვანა და ბუნებრივი არომატიზატორები გაასინჯა. არომატს თუ რისი გემო ჰქონდა თავად მოხალისეებმა უპასუხეს. პარალელურად, […]

ანა ნაცვლიშვილი – ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შექმნილი – მოქალაქეების აქტიურობას არჩევნების მიტაცების ვერანაირი მცდელობა ვერ მოერევა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შექმნილი. მისი განმარტებით, ეს არის მიტაცებული სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები დაკომპლექტებულია იმ ნიშნით, სახელისუფლებო პარტია, ვის ენდობა და არა იმის მიხედვით, ვის ენდობა ხალხი. „ეს სახელმწიფო ინსტიტუციები გამოიყენება მმართველი პარტიის მხრიდან […]

იმერეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ზესტაფონსა და ხარაგაულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალიტეტებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. „თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად ზესტაფონში, ქალაქის მე-2 და მე – 4 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლებში საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული […]

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ჩრდილოეთ ისრაელში დილიდან გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არჩევნებში ჩართულ მათ თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ მათ თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება. ამის შესახებ მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა […]