ცესკო განმარტავს, რატომ არ იხსნება სტრასბურგში საარჩევნო უბანი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ სტრასბურგში საარჩევნო უბანი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ იხსნება. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ეს არის მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იქ ვერ განთავსდება საკონსულო მიმართულებით შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი… დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთი ჩართული მხარის მხრიდან, […]

„27 წლის თორნიკე, თურქეთის კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და მხოლოდ ჩვენი იმედით არიან ახლა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის ფოტოს გვიზიარებს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ნანუკა წერს, ოჯახმა თორემო სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი იღონეს, ახლა კი საზოგადოების დახმარების იმედი აქვთ. „27 წლის თორნიკე, თურქეთის კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და მხოლოდ ჩვენი იმედით არიან ახლა 🙁 ანგარიშის ნომრები: საქართველოს ბანკი – #GE10BG0000000162695723GEL. მიმღები თ.ს „თიბისი“ ბანკი […]

სალომე ზურაბიშვილის სურვილია, ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ ცენზურითა და ტელევიზიების მიტაცებით გამოირჩეოდა – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის სურვილია, ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ ცენზურით, ტელევიზიების მიტაცებით გამოირჩეოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თვე-ნახევარში, კონსტიტუციის მთელი სიმკაცრით, თანამდებობიდან იქნება გადაყენებული. „სალომე ზურაბიშვილის სურვილია, ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ ცენზურით, ტელევიზიების მიტაცებით გამოირჩეოდა. 2012 წლამდე მათ დაამყარეს სრული მედიამონოპოლია საქართველოში და სალომე […]

საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით – უკრაინელი ნახევარმცველი

უკრაინის ნაკრების დებიუტანტმა ივან კალიუჟნიმ საქართველოსთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო და მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის, კლუბის მწვრთნელს კი – მომზადებისთვის. მიხარია, რომ ოცნება რეალობად მექცა. რთული მატჩი იყო, მაგრამ მწვრთნელის მითითებები შევასრულეთ და მოვიგეთ. საქართველო ამ დროისთვის ჩვენი ჯგუფის ლიდერია და მოგება ამ მხრივაც სასიამოვნოა. საქართველოს ნაკრებს შეტევაში მაღალი […]

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად გაეცნო. ახალაშენებული სტადიონი ხელოვნურსაფარიანია და განკუთვნილია ფეხბურთისა და კალათბურთისთვის. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. სპორტული მოედნის გარდა, დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა […]

ევროპულ კონგრესზე ოჯახის და დემოგრაფიის პრობლემები განიხილეს

ევროპულ კონგრესზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მთავარი განხილვის თემა ოჯახთან და დემოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები იყო. რომში გამართულ ბრიფინგზე კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის” გენერალურმა მდივანმა ანტონიო ჯორდანომ იტალიის მმართველი პარტიის „იტალიის ძმების” წარმომადგენლებთან ერთად კონგრესის დღის წესრიგი და მისი მთავარი მიმართულებები განსაზღვრა. „როდესაც საქმე ეხება ჩვენს ღირებულებებს, კონსერვატორებს ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენ […]

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. თვალს ვადევნებთ საარჩევნო კამპანიებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების აქტიურობას. ამ თვალსაზრისთ კი ყველაზე აქტიური „ქართული ოცნება“. ამას წინათ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია აგენტია. არადა, ყველას ახსოვს, რომ გახარიას გაპრემიერება ბიძინა […]

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის

მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი ღონისძიების – “ორი კვირა გამარჯვებამდე” ჩატარებას ხელს უშლის,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თბილისის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ნადირაძის განმარტებით, დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახური მათ ხელს ღონისძიებისთვის საჭირო ტექნიკის განთავსებაში უშლის. “დღეს, 21:00 საათზე, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” […]

ნაცვლიშვილი: ეუთოს წინასაარჩევნო ანგარიში ასახავს “ოცნების” შექმნილ უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი. ანა ნაცვლიშვილის აზრით, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო შორს არის დემოკრატიული სტანდარტისგან: ” ანგარიში ასახავს იმ სისტემურად და ფუნდამენტურად უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შექმნილი: […]

დაუთი მთავრობის ქმედებებზე: ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას

გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბრე. დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის […]