კახა კალაძე ეროვნულ ნაკრებს – ბიჭებო, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება – იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება

არ მინდა რომელიმე ფეხბურთელი გამოვყო, თუმცა, გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი არიან ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ დაცვასა და შეტევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა. კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა და ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ისაუბრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მდებარე სტადიონის შესახებ, სადაც […]

დიდ ბრიტანეთში პადინგტონის ქანდაკებები გამოჩნდა

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ბევრისთვის საყვარელი დათუნიას პადინგტონის ქანდაკებები გამოჩნდა. ფილმის პერსონაჟის ქანდაკებების მომრავლება ფილმის „პადინგტონი პერუში“ გამოსვლას უკავშირდება. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მარმელადის მოყვარულ დათუნიასთან სურათის გადაღება 23 ადგილასაა შესაძლებელი. „ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ფილმის პროდიუსერთან დევიდ ჰეიმანთან. ჩვენ შევძელით, ეს ლამაზი ანიმაცია სამგანზომილებიან ქანდაკებად გვექცია. ძალიან მოგვწონს პადინგტონზე მუშაობა და მისი პოპულარიზაცია”, – ამბობს სალი რეჯისი, […]

სამი ადამიანი დაიღუპა ინგუშეთში პოლიციის მანქანაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად – „კავკაზ.რეალიი“

წუხელ უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ინგუშეთში, ფედერალურ გზატკეცილზე, დედაქალაქ მაგასის შესასვლელთან, ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილში მყოფ ცენტრ-E-ს (ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი – რედ.) თანამშრომელს. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერენ, რომ მანქანას ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე კაცმა, რომლებიც თავდასხმის ადგილიდან უცნობი მიმართულებით გაიქცნენ. მათ ახლა ეძებენ. უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამის არხი წერს, რომ ერთ-ერთი დაღუპული […]

„გასახდომი ჩაი“ და „ბრიტანეთის MI5-ის აგენტი“ – რა სქემებით გამოიმუშავეს მილიონები ცნობილმა თაღლითებმა

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა თაღლითების ცხოვრების წესზე, მათი მხრიდან სიმდიდრის მოპოვებასა და სამართალდამცველებთან პრობლემებზე. წარმოგიდგენთ ცნობილ თაღლითებს, რომლებმაც ამ გზით სიმდიდრის მოპოვება შეძლეს, თუმცა მათთვის საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დასრულდა. პიტერ ფოსტერი ავსტრალიელმა თაღლითმა პიტერ ფოსტერმა თავს “საერთაშორისო ბოროტმოქმედი“ უწოდა. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უფრო სერიოზულია, ვიდრე მეტსახელი. 1983 წელს 20 წლის ფოსტერი […]

ბათუმში ბინების გაყიდვები 11%-ით, ბაზრის ზომა კი 15%-ით გაიზარდა

მესამე კვარტალში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით 3,813-მდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით გაიზარდა და 198 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, – ასეთი შედეგი აჩვენა Colliers Georgia-ს ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ბოლო კვლევამ. მხოლოდ სექტემბერში ბათუმში 19%-ით მეტი 1,401 ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბათუმში 2024 წლის […]

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს. „მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება იქნება“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ევროპაში აღიარებას მოითხოვს. „ჩვენ პოლონეთში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე შევამცირებთ, ჩვენ აღმოვფხვრით იმ პრაქტიკას, რომელიც დე ფაქტო არღვევდა პოლონეთის ინტერესებს, პოლონელი ქალებისა და პოლონელების უსაფრთხოებას, ასევე პოლონეთის […]

დედაქალაქის მერი გრიშაშვილობის დღესასწაულს დაესწრო

კრწანისის რაიონში ტრადიციულად, გრიშაშვილობის დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და კახა გულედანთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კალაძემ მოსახლეობას წარმატებები უსურვა. „კრწანისის რაიონში გრიშაშვილობას აღვნიშნავთ. ეს არის ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი იკრიბება. ძალიან სასიამოვნო საღამოა. ადგილობრივებს ვულოცავ ამ დღესასწაულს. მინდა, წარმატებები და რაც […]

კახა კალაძე – არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რა გინდათ, რას ძაბავთ?! რას ეძებთ? – დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავადვე აფინანსებენ საზოგადოების დაპირისპირებას და გახლეჩას

არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას და სუბიექტს აქვს შესაძლებლობა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში ჩაატაროს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და რა გინდათ ვერ გავიგე?! რას ძაბავთ?! რას ეძებთ? – ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაზე დასმულ კითხვას. მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევა მხოლოდ პოლარიზაციაა. „გადახედეთ […]

La Gazzetta Dello Sport-ი საქართველოდან უზბეკეთში და რუმინეთში შედის

ავტორიტეტული იტალიური სპორტული გამოცემა, La Gazzetta Dello Sport-ი, რომელიც საქართველოში SMH Global-ის მიერ, იტალიურ გამოცემასთან არსებული ექსკლუზიური ფრენჩაიზის ხელშეკრულებით გამოიცემა, საქართველოს შემდეგ, უზბეკეთის და რუმინეთის ბაზრებზე შედის. როგორც SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, იტალიური გაზეთის ახალ ბაზრებზე განვითარებას სწორედ ქართული კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც ევრაზიაში La Gazzetta Dello Sport-ის წარმომადგენელია. “La Gazzetta Dello […]

ნაცმოძრაობის რეჟიმმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, ცოტნე ანანიძეს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა

ნაცმოძრაობის რეჟიმმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, ცოტნე ანანიძეს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანდიდატი ცოტნე ანანიძე მოსახლეობას წარუდგინა. დეპუტატმა ისაუბრა ნაცმოძრაობის რეჟიმზეც, რომლის მსხვერპლიც არის ცოტნე ანანიძე. მისი თქმით, მართალი სიტყვის გამო რეჟიმმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა და უნივერსიტეტიდან საპატიმროში […]