ოთხი ადამიანი დაიღუპა გროზნოს ცენტრში ავტოგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად

გროზნოში ავტოგასამართ გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვია. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა, მალევე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დაადასტურა. აფეთქების მომენტი და ხანძრის ამსახველი ვიდეო ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს. გროზნოში ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რამზან კადიროვის თქმით, სიტუაცია მის პირად […]
შალვა პაპუაშვილი – თუ კიდე ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან, ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად

აქამდეც რომ იყვნენ ეგეც გასაკვირია გიორგი გახარიასთან. ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები არიან მისი წამყვანი პირები, მათ შორის, საარჩევნო სიაში. მათ აქვთ დღემდე კოალიცია შექმნილი სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობაში და საერთოდ ერთ საერთო გეგმაში არიან ჩასმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გახარიას გუნდი ჰპირდება მოსახლეობას, რომ იმ შემთხვევაში თუ […]
ბათუმის მერია ახალი მიკროავტობუსებისთვის ავტომატური საკეტების ყიდვას აპირებს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ახალ მიკროავტობუსებზე კარების საკეტების შეცვლას გეგმავს. უფრო ზუსტად, მიკროავტობუსის კარზე, რომელიც მექანიკურად იღება და იკეტება, ავტომატურ ელექტრონულ საკეტს დაამონტაჟებენ. რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან საკეტების მონტაჟზე ჯერ უცნობია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსის კარის ავტომატური საკეტი მექანიზმის მონტაჟის ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. ტექნიკური დავალების მიხედვით: „მგზავრის შესასვლელი კარის ავტომატური საკეტი მექანიზმი […]
ამ ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, რომ სხვა საქმეებიც შეთითხნილია – სააკაშვილი თარგამაძის საქმეში მის ხსენებაზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამაზრზენ ტყუილს უწოდებს საქართველოს პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გივი თარგამაძეს მანქანის აფეთქებამდე მისი დავალებით უთვალთვალებდნენ. „აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ არ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ შეთითხნილია და თითიდანაა გამოწოვილი და რომ აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ საპატიმროში“, – წერია სააკაშვილის სახელით მის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენზე კარგად კვლევებზე თავად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს არის კეზერაშვილის, გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის ოცნებები, რაც უკან დარჩებათ 26 ოქტომბერს, როდესაც ხალხი რეალობის სარკეში ჩაახედებს

ჩვენ ახლა განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, რომ არც კი გვიწევს ფაქტობრივად ამ ე.წ. კვლევებზე საუბარი და მათი უარყოფა, თავად ოპოზიცია ამხელს ერთმანეთს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, როდესაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვხედავთ. „აქ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ამხელს […]
საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს. ბრიფინგის თემა უცნობია.
“იმედია, თბილისში გავიტანთ იმ გოლებს, რომლებიც პრაღაში ვერ გავიტანეთ” – ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი

ერთა ლიგის მესამე ტურში ალბანეთის ნაკრები სტუმრად ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა და მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ჩეხეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ალბანელთა ნახევარმცველმა ნადიმ ბაირამიმ (რეინჯერსი) გააკეთა: „ვიცოდით, მასპინძლები ძალიან აგრესიულები იქნებოდნენ და სწრაფი გოლი გაგვიტანეს. 10-15 წუთის მერე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ, გრძელი გადაცემებით […]
გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ მერიის შესაბამის უწყებებს ნუ ასრულებს უკანონო დავალებებს და მოგვეცით ჩვენს 10 000 მხარდამჭერთან ნორმალურად და ღირსეულად შეხვედრის შესაძლებლობა

მივმართავ ირაკლი კობახაძეს, “ქართული ოცნების”ლიდერებს, რამ შეგაშინათ ხალხო? მოსახლეობასთან გვაქვს შეხვედრა, ადამიანებთან გვაქვს შეხვედრა, არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავსი შეხვედრები”,- ამის შესახებ “ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, შესაბამისი უწყებები “ ქართული ოცნების” უკანონო დავალებებს ასრულებენ და “ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” 10 000 მხარდამჭერთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. „ახლა ვიმყოფები ვაკის […]
შალვა პაპუაშვილი – რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა – წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოშია

რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეუთო/ოდირს მთავარ პრობლემად აღნიშნული აქვს პოლარიზაცია და განსაკუთრებით პოლარიზაცია მედიაში. „მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის […]
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ უფლებადამცველებს მიუსაფარი ცხოველების დაცვის გეგმა წარუდგინა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკოსებმა დღეს ცხოველთა უფლებადამცველებს წარუდგინეს გეგმა, თუ როგორ წარმოუდგენია მიუსაფარი ცხოველების დაცვა. პოლიტიკურ კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი. „ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას და ძალიან ეფექტურად შეუწყობდა ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, ცხოველების, როგორც პატრონიანი, ისე […]