სოფო ჯაფარიძე – მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში – ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ

ვაკის პარკში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ღონისძიებაზე “ორი კვირა გამარჯვებამდე” ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სჯერა, რომ „თბილისი ძალიან მალე იქნება ევროპის დედაქალაქი და ეს გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“. “ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია […]

ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში სამუშაო ვიზიტის დროს. “ჩვენ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თქვენს ეკონომიკაში 1,8 მილიარდ ევროს ჩავდებთ. ჩვენ ამ ინვესტიციას მოვახმართ ისეთ სექტორებს, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასა და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვას პრეზიდენტთან მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც […]

გიორგი მამარდაშვილი: ეს ფეხბურთი არ იყო

ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა: „პირველ რიგში, ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ. დღეს ფეხბურთი არ იყო – მოედანი საერთოდ არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას. გოლის მომენტში კარგად ვერ გადავხტი, რადგან ბალახი არ იყო და ხანდახან მოედანზე ფეხი სრიალებდა. ეს რომ არა, იმ დარტყმის მოგერიება შემეძლო. არ მგონია, რომ […]

ჩვენ ამ სიგიჟეს საკუთარი „game over“-ით ვუპასუხებთ, როდესაც კონსტიტუცია აუცილებლად გაანადგურებს „ქარტიას“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ქარტიის“ სახელით ევროპაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა. „კომპიუტერული თამაში სახელწოდებით „ვირტუალური საქართველო“ – მათთვის გრძელდება.“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ „ქართული ქარტია“, რომელიც კონსტიტუციას უპირისპირდება, ახალ ეტაპზე გადავიდა და ახლა საბოლოო ეტაპი 26 ოქტომბერს იქნება. მისი […]

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავით შერაზადიშვილი სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებს შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, დელეგატმა ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მასში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. დავით შერაზადიშვილის თქმით, ქალების როლი საზოგადოების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მათ, ზუსტად აქვთ გააზრებული […]

U21 | ახალგაზრდული ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. რამაზ სვანაძის გუნდი უკვე სამშობლოშია და ქუთაისში მატჩისთვის ემზადება. მატჩი, 20:00 საათზე დაწიყება, ხოლო სტადიონის კარი, 18:00 საათზე მატჩამდე 2 საათით ადრე გაიღება. შენგელია არენას სალარო, მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს. […]

კოალიცია ცვლილებისთვის პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის წარდგენაზე მხარს უჭერს

კოალიცია ცვლილებისთვის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული ქარტიით გათვალისწინებული შეთანხმებების ერთგულია. “პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქართულ ქარტიასთან. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას”, – წერია კოალიციის განცხადებაში. *** დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქართული […]

“მეტამ” საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოლდოვაში ყალბი ექაუნთების ქსელი წაშალა

კომპანია “მეტამ”, რომელსაც სოციალური ქსელები “ინსტაგრამი” და “ფეისბუკის” ეკუთვნის, წაშალა ჯგუფური ექაუნთების ქსელი, რომელიც ორიენტირებული იყო მოლდოვის რუსულენოვან მაცხოვრებლებზე. როგორც “როიტერი” წერს, ეს ნაბიჯი ყალბი ანგარიშების შესახებ კომპანიის პოლიტიკის დარღვევამ განაპირობა. ჯამში “მეტამ” წაშალა “ფეისბუკის” შვიდი ანგარიში და 23 გვერდი და “ინსტაგრამის” ერთი ჯგუფი და 20 ანგარიში. კომპანიამ განაცხადა, რომ ყალბი ექაუნთები ავრცელებდნენ კრიტიკული განცხადებებს […]

შუქრუთი – სოფელი უფსკრულის პირას

83 წლის ომარ გაფრინდაშვილი სოფელ შუქრუთში, საკუთარ ეზოში გაჩენილ ნაპრალს გვაჩვენებს, რომლის ზომაც თვალსა და ხელს შუა იზრდება. „ეს ამხელა კლდე, ამხელა ადგილი მოწყდა და მიდის უკვე. მე ვცხოვრობ აქ და ჩემნაირები კიდევ… სად წავიდე მამაპაპეული ადგილიდან? 83 წელი ვიცხოვრე აქ! ამ ზამთარში ეს არ გაჩერდება, წამოვა უკვე”, – ამბობს გაფრინდაშვილი. სახლებზე ახალი ბზარების, მიწაზე […]

“შავი ლომი” ჩემპიონია – უდანაკარგოდ სუპერთასზე

“შავმა ლომმა” პორტუგალიურ “ლუზიტანუშს” განმეორებით მატჩში უშანსოდ (36:0) სძლია და რაგბი ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. წელს ტურნირი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. თასისთვის სულ სამი გუნდი იბრძოდა, რომლებმაც ორ წრედ (შინ და გარეთ) ითამაშეს. “შავმა ლომმა” ოთხივე შეხვედრა ბონუს-ქულით მოიგო და ჯამში 20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ამას თან ახლდა რეკორდები. პირველ ტურში ესპანურ “იბერიანსს” ისტორიაში […]