Boeing-ი თანამშრომელთა რაოდენობას 10%-ით შეამცირებს

Boeing-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია, თავისი მთლიანი მუშახელის რაოდენობას 10%-ით შეამცირებს – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის კელი ორტბერგის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კელი ორტბერგის ცნობით, მათი ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და კომპანიის აღდგენა მოითხოვს მკაცრ გადაწყვეტილებებს. “ჩვენ მოგვიწევს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა”, – თქვა მან. […]

ისრაელი და ჩინეთი უძრავი ქონების ბაზარზე გააქტიურდა – ვინ, რას ყიდულობს საქართველოში?

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ისრაელისა და ჩინეთის მოქალაქეების წილი გაიზარდა. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ისინი ყიდულობენ როგორც საცხოვრებელ ბინებს, ისე პრემიუმ კერძო სახლებს, მიწებს, ასევე დაინტერესებული არიან კომერციული უძრავი ქონებით. მოთხოვნა გაზრდილია როგორც დედაქალაქის, ისე ბათუმის ბაზარზეც. 2024 წლის 8 თვეში დედაქალაქში 1,953.4 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, 1%-ით მეტი ვიდრე […]

კიცხში ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი 1 278 332 ლარი დაჯდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ზესტაფონსა და ხარაგაულში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბერნია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალიტეტებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. „თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად ზესტაფონში, ქალაქის მე-2 და მე – 4 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლებში საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული […]

საპრეზიდენტო არჩევნების წინ Meta-მ მოლდოვაში ყალბი რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები და გვერდები დაბლოკა

საპრეზიდენტო არჩევნების წინ Meta-მ მოლდოვაში ყალბი რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები და გვერდები დაბლოკა, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta Platforms ავრცელებს, რომელსაც Facebook და Instagram ეკუთვნის. განცხადების თანახმად, მათ შვიდი Facebook ანგარიში, 23 გვერდი, ერთი ჯგუფი და Instagram-ის 20 ანგარიში დაბლოკეს, რომლებიც კომპანიის “კოორდინირებული არაავთენტური საქციელის პოლიტიკას” არღვევდნენ. Meta-ს ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით, 4200 ანგარიშს გამოწერილი ჰქონდა […]

გია ჯაფარიძე – “ქართულ ოცნებას” განზრახული აქვს საქართველო დაქუცმაცებული ჩააბაროს რუსეთს – ამას ჩვენ არ დავუშვებთ და მოდით, 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ, ისტორიის სანაგვეზე გავისტუმროთ „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული კოშმარი!

ვაკის პარკში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ღონისძიებაზე “ორი კვირა გამარჯვებამდე” კოალიციის ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” უკვე წაგებული და გაკოტრებული პარტიაა, რაც მისივე შეფასებით, საბოლოოდ გაფორმდება 26 ოქტომბერს. გია ჯაფარიძის თქმით, ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ: ისეთში, როგორებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ ისეთში, როგორსაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. “მივესალმები გამარჯვებულ ხალხს! მიხარია, რომ […]

უკრაინელი ჯარისკაცები ინარჩუნებენ პოზიციებს კურსკში-ზელენსკი

რუსეთი ცდილობდა უკრაინის არმიის შევიწროებას კურსკის რეგიონში, მაგრამ ჩვენი სამხედროები “ინარჩუნებენ თავდაცვის ზოლს”, – განაცხადა შაბათის ახალ სატელევიზიო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. წინა დღით, 11 სექტემბერს უკრაინის ფრონტის ხაზზე და კურსკში შექმნილ ვითარებაზე ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ეთათბირა. “კურსკის ოპერაციის შესახებ: რუსეთის მხრიდან იყო მცდელობები ჩვენი პოზიციების უკან დასაბრუნებლად, მაგრამ […]

ლევან სანიკიძე – 27 ოქტომბერს არ უნდა დავუშვათ ახალი 25 თებერვლის გათენება, საქართველოში ახალი 26 მაისი უნდა დადგეს!

ჩემი თაობის მისიაა დამოუკიდებლობის ჩირაღდნის შენარჩუნება, ჩვენი თავისუფლების დაცვა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ილიას, სულხან-საბას, მერაბ კოსტავას იდეების გამარჯვება. დიახ, მე მჯერა რომ საკითხი სწორედ ასე დგას – 27 ოქტომბერს არ უნდა დავუშვათ ახალი 25 თებერვლის გათენება, საქართველოში ახალი 26 მაისი უნდა დადგეს. არასდროს არ უნდა ეხუროს თალხი, არასდროს არ უნდა დუმდეს სიონი […]

“კოალიცია ცვლილებებისთვის” თანახმაა, რომ ტექნიკური მთავრობა პრეზიდენტმა წარადგინოს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” თანახმაა, რომ პრეზიდენტმა არჩევნებამდე წარადგინოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც პოლიტიკოსებით არ დაკომპლექტდება. პარტიის განცხადება ნიკა გვარამიამ გაავრცელა. “პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია “ქართულ ქარტიასთან”. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას,” – აღნიშნულია განცხადებაში. დღეს, 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული […]

თინა ბოკუჩავა – მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება

დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად. ქართველი ხალხი ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, ასე გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი, ასე გაიმარჯვებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომერი. გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვაკის პარკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ […]

მანქანის პარკირების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება – ურბანისტები, გზისა და ტრანსპორტის ექსპერტები

მანქანის პარკირება ყველგან, როგრც ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე მის შემოგარენში სერიოზულ პრობლემად იქცა. საპარკინგე ადგილები თითქმის აღარ დარჩა. მალე ავტომობილის გაჩერების პრობლემა საცობების პრობლემას უკან მოიტოვებს და მძღოლებისთვის ნომერ პირველ თავსატეხად იქცევა. სახლში მისულ ადამიანს მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ ხვდება და ხშირად ამას კონფლიქტი და დაპირისპირება მოსდევს. ჯერჯერობით მწვავე საკითხის გადაჭრის გზები საერთოდ არ ჩანს. […]