ისრაელის თავდაცვის ძალები – იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში “ჰეზბოლამ” ისრაელისკენ 320 ჭურვი და რაკეტა გაისროლა

იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში “ჰეზბოლამ” ისრაელისკენ 320 ჭურვი და რაკეტა გაისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. „იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში, “ჰეზბოლას” ტერორისტულმა ორგანიზაციამ ლიბანიდან ისრაელში დაახლოებით, 320 ჭურვი და რაკეტა გაისროლა,” – ნათქვამია განცხადებაში. ისრაელის სამხედროები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იომ-ქიფურის დღესასწაულის განმავლობაში ტერორისტების სამიზნეებზე 280 დარტყმა განახორციელეს, მათგან 200 ლიბანში, ხოლო მათმა ჯარისკაცებმა […]
ვიზიტორთა რაოდენობით 2019 წლის დონეს ვუბრუნდებით, თანხის ხარჯვის კუთხით კი 2019 წლის მაჩვენებელს უკვე ავცდით – IG International

ვიზიტორთა რაოდენობით 2019 წლის დონეს ვიბრუნდებით, თანხის ხარჯვის კუთხით კი 2019 წლის მაჩვენებელს უკვე ავცდით – ამის შესახებ კომერციული უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის, IG International-ის ფინანსურმა დირექტორმა ლაშა კახიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმი სავაჭრო სივრცეების და რითეილ სექტორის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელია. “სითი მოლი” ქავთარაძის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი იყო […]
აზარტული თამაშების გამო, მამამ 11 თვის ჩვილი Facebook-ზე გაყიდა

ინდონეზიაში, 36 წლის მამაკაცს საკუთარი 11 თვის ჩვილის Facebook-ზე გაყიდვას ედავებიან. Dailymail-ი წერს, რომ მამაკაცმა ბავშვი აღებული 15 მილიონი ინდონეზიური რუპია (დაახლოებით, 2500 ლარი) აზარტულ თამაშებში გაფლანგა. მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც სახლში დაბრუნებულმა ბიოლოგიურმა დედამ შვილი ვერსად იპოვა. 36 წლის მამაკაცთან ერთად, დააკავეს ბავშვის მყიდველებიც – 2 პირი, რომლებსაც ახლა ტრეფიკინგის უფრო ფართო ქსელში […]
მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ

აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.“ „ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება […]
„ვაპირებ, არჩევნებამდე წარვადგინო ტექნიკური მთავრობა“ – სალომე ზურაბიშვილი

როგორც საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატსაც 26 ოქტომბრამდე წარუდგენს საზოგადოებას. „ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, რომელიც საზოგადოებისთვის 26 მაისს მქონდა წარდგენილი. არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში“ – ამბობს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფიბგზე, შესვალ სიტყვაში განაცხადა: „14 […]
„სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით?“ – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვიოლის შესაძლო პრემიერობის შესახებ განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი. ილაპარაკონ ერთმანეთში და იყო. არ გინახავთ ასეთი მოლაპარაკებები? შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბებოდნენ, მერე გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა. იგივე ხდება […]
U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

სლოვენიაში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა და 15 ოქტომბერს, ბოლო ტურში სომხეთს შეხვდება, რომელმაც დღეს სლოვენიასთან 0:1 წააგო და ასევე უქულოდაა. პოლონეთი – საქართველო 3:0 გოლები: 1:0 შივალა (45+2), 2:0 შივალა (57), 3:0 ჩერნიატოვიჩი (63) საქართველო: ასანიძე, ხარებაშვილი, შათირიშვილი, კატკოვი (კირვალიძე 69), […]
აპარტამენტების ასაშენებლად რუსეთი ფულს აფხაზ ჩინოვიკებს მისცემს – აფხაზური პორტალი

ტელეგრამ არხის “Абхазский Портал-ის” ინფორმაციით, რუსულმა ბანკებმა აფხაზი მეწარმეებისთვის 2022-2025 წლების შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამაზე განაცხადები დაამტკიცეს. არხის ინფორმაციით, მეწარმეებს შორის “რატომღაც აღმოჩნდნენ აფხაზი ჩინოვნიკები და პარლამენტის წევრები, რომლებსაც კანონით ეკრძალებათ თავიანთი საქმიანობის ბიზნესსაქმიანობასთან შეთავსება”. ტელეგრამ არხი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეღავათიანი კრედიტები გამოიყოფა შემდეგი საქმიანობებისთვის: “1,2 მილიარდი რუბლი სოხუმში აპარტამენტების ასაშენებლად დეპუტატ ტიმურ ბეის, […]
სალომე ზურაბიშვილი – ვინც „ქართულ ქარტიას“ არ ეთანხმება, შეუძლია ხელმოწერა უკან წაიღოს

ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან – ვინც არ ეთანხმება, შეუძლია წაიღოს უკან ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრულად ამ ქარტიის უკან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქარტია იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომ არ შეიძლება შემდგომში მასთან დაკავშირებით იყოს გაუგებრობა. „მგონია, რომ […]
კომპანია “ბოინგი” 17 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს მასშტაბური გაფიცვის ფონზე

გიგანტური ავიაკომპანია “ბოინგი” (Boeing) 17 000 სამუშაო ადგილს, ანუ მსოფლიოში მის მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 10%-ს, შეამცირებს და ასევე, ერთი წლით გადადებს თვითმფრინავ 777X-ის პირველ მიწოდებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია მესამე კვარტალში რეკორდულ, 5 მილიარდ დოლარს იზარალებს მასშტაბური გაფიცვის ფონზე, რომელიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. “ბოინგის” აღმასრულებელმა დირექტორმა კელი ორტბერგმა განაცხადა, რომ საგრძნობი შემცირება საჭირო გახდა […]