სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პარლამენტთან შიმშილობა შეწყვიტეს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ პროტესტს აგრძელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება შუქრუთელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ მივიდა და მოსახლეობას კომპანია, „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. „შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამმხრივი კომისია – მოსახლეობის, კომპანიის და სახელმწიფოს […]

გორში „გორის დღე 2024“ აღინიშნება

გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2024“ აღინიშნება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეგობარი ქალაქებიდან გორში სტუმრად მყოფ დელეგაციების (ოჟიში და ბიალისტოკი – პოლონეთი) წევრებთან ერთად დაათვალიერეს თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი პროდუქცია, ხელოვანების ნამუშევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების კუთხე. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები. „სადღესასწაულო […]

24 მილიონი იმიგრანტის გავლენა ამერიკის არჩევნებზე

ამერიკულ ელექტორატში 24 მილიონზე მეტი იმიგრანტია, რომელთაც მოქალაქეობა ნატურალიზაციის ლეგალური პროცესით მიიღეს. “ამერიკის ხმა” დაინტერესდა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ არჩევანს 5 ნოემბრის არჩევნებზე.

ვალენსიაში (ესპანეთი) უძველესი ფრესკები ბაქტერიების გამოყენებით აღდგება

ვალენსიაში (ესპანეთი) ძველი ეკლესიის ფრესკების აღდგენას ბაქტერიების გამოყენებით აპირებენ . ტექნიკა შეიმუშავა მიკრობიოლოგმა პილარ ბოშმა. მან გატესტა ბაქტერიები ფერმენტის წარმოებისთვის, რომელიც არღვევს წებოვან ფენას ხელოვნების ნიმუშებზე. იდეა პილარს 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც ის ეძებდა თემას სადოქტორო დისერტაციისთვის და წააწყდა სტატიას ხელოვნებაში ბაქტერიების გამოყენების შესახებ. იმ დროს დედამისს, რესტავრატორს, სირთულეები წააწყდა ვალენსიის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში ფრესკებზე […]

ადრიან ისმაილი: მჯერა, ხვალ ამ სტადიონიდან სამ ქულას წავიღებთ

ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ადრიან ისმაილიმ ისაუბრა: “რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ სამი ქულისთვის ჩამოვედით. სხვა გზა არ გვაქვს, რადგან მხოლოდ მოგება დაგვტოვებს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. მჯერა, ხვალ ამ სტადიონიდან სამ ქულას წავიღებთ. ბოლო ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოსთან წაგებას არ ვიმსხურებდით. […]

შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პროტესტი მოლაპარაკებების დასრულებამდე გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტთან შუქრუთელების შიმშილობა შეწყდა, თუმცა საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება შუქრუთელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებთან პარლამენტარი რატი იონათამიშვილი მივიდა კომპანიასთან მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. ამის შემდეგ ერთმანეთს მოშიმშილეები, კომპანიის წარგზავნილები და სახელმწიფოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრა 15 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი. შუქრუთელები პარლამენტის წინ 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. […]

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება: დევნილის სტატუსი ყველა ავღანელ ქალს უნდა მიენიჭოს

ევროკავშირის სასამართლოს (CJEU) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურის დროს ავღანელი ქალის მიერ თავისი ეროვნების და სქესის მითითება საკმარისი საფუძველი გახდება იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის დევნის ქვეშ აღმოჩნდეს. „თალიბანის“ რეჟიმის მიერ ქალების მიმართ მიღებული დისკრიმინაციული ზომები დევნის აქტებს (acts of persecution) წარმოადგენს“, -აცხადებს ევროკავშირის სასამართლო. სწორედ ავსტრიის სასამართლომ მიმართა ევროსასამართლოს იმის დასადგენად, […]

გორში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე ნებართვები იცემა – ოპოზიცია რისკებზე საუბრობს

სეისმურად აქტიურ ზონაში გორის ხელისუფლება მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს ქალაქის განაშენიანების გეგმის გარეშე ერთი მეორეს მიყოლებით გასცემს. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ კორპუსებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიები აშენებენ, მათ შორის არის კომპანია – “ეი ჯი დეველოპმენტ ჯგუფი”, რომლის დირექტორიც საკრებულოს დეპუტატი გურამ კორინთელია, მესაკუთრე კი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გიორგი ხმიადაშვილი. ამ კომპანიამ გორში, ჭალის დასახლებაში ყველაზე […]

მამუკა ხაზარაძე – 13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია – „ქართული ოცნება“ საქართველოში უნდა დავამთავროთ

13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლო, საქართველო დავიბრუნოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ – ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ბედი თითოეული მოქალაქის ხელშია. „სამეგრელო, ზუგდიდი […]

ილონ მასკის Starship-ის რაკეტა სატესტო გაფრენაზე მეხუთედ გაუშვეს

13 ოქტომბერს ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის SpaceX-მა რაკეტა Starship-ის, ისტორიაში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემის, რიგით მეხუთე სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა. ამ ფრენის დროს პირველივე მცდელობაზე წარმატებით დაიჭირეს რაკეტის Super Heavy ბუსტერი, რომელიც რაკეტის ქვედა ნაწილს შეადგენს და მას გაფრენაში ეხმარება. რაკეტის ბუსტერი დაახლოებით 20 სართულიანი შენობის სიმაღლეა, რაც მის დაჭერას უფრო მეტად ართულებდა. აფრენის შემდეგ, […]