ვილი სანიოლი: უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს

ერთა ლიგის მეოთხე ტურში, ალბანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: “უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება […]
ნინო ლომჯარია – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩემზე საუბარი არ ყოფილა

ყოფილი სახალხო დამცველის, პლატფორმის – „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ. ტექნიკურ მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურაზე, საუბარი არ ყოფილა. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გააკეთა. მისივე შეფასებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კონკრეტული პირების სახელების და გვარების დასახლება, არასწორია. „არა, [ჩემზე] არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩემთან ასეთი საუბრები არ ყოფილა. ზოგადად მიმაჩნია, […]
გიორგი ჩაკვეტაძე – ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდა, ოპოზიციიდან კი, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ – ,,ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა ძველი აქვთ

“ახალი” დაირქვეს, მაგრამ ხელწერა ძველი აქვთ – , ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, სენაკში, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე პარტიული აქტივისტები დააახვედრეს. როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, “სისხლიანი პროკურორის, ნიკა გვარამიას პარტიელებისგან არაფერია გასაკვირი, რადგან ეს ხალხი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს […]
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგწნტო ავრცელებს. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბუქარესტის სამთავრობო შენობებში შეიძლება შინაურ ცხოველების შეყვანა დაუშვან

ბუქარესტის მაცხოვრებლებისთვის, შესაძლოა დასაშვები გახდეს სამთავრობო უწყებებში შინაური ცხოველების შეყვანა. შესაბამისი კანონპროექტი საჯარო განხილვაზეა წარდგენილი. კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველები, განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, შეძლებენ ობიექტებში შესვლას ზრდასრული ადამიანების ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ. ძაღლები უნდა იყვნენ საბმელით, ხოლო კატები სპეციალურ გადამზიდავ კონტეინერში. დიდი ზომის მებრძოლი ჯიშის ძაღლებს, ანუ მომეტებული რისკის ჯიშის ცხოველებს, უნდა ეკეთოთ პირზე ალიკაპი. […]
სიმეონე შეიძლება “ნაპოლიდან” “ტორინოში” გადავიდეს

“ტუტოსპორტის” ცნობით, თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ შეიძლება “ნაპოლი” დატოვოს. რადგან დუვან საპატამ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვერ ითამაშებს, “ტორინოს” მისი შემცვლელი სჭირდება და სიმეონეს კანდიდატურას განიხილავს. ნეაპოლური” კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა 29 წლის არგენტინელი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს. თავად სიმეონეც არ უნდა იყოს გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი, რადგან რომელუ ლუკაკუს პირველი შემცვლელი ჯაკომო რასპადორია […]
თბილისში ქირა გაიაფდა – ძვირი და იაფი უბნები

TBC Capital-ის უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, ივლისში საცხოვრებელი ბინის გასაქირავებელი ფასი შემცირდა. კერძოდ, ივლისში 1 კვ.მ-ის ქირის საშუალო შეწონილი ფასი 11.5 დოლარი იყო. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ფასი ერთ თვეში 0.8%-ით, ხოლო ერთ წელში 9.1%-ით შემცირდა. კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა „საგრძნობლად გაიზარდა“ და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 435 შეადგინა. რაც […]
სოფელ ყვიბისის წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარია დახარჯული, თუმცა მოსახლეობა ამ დრომდე უწყლოდაა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მოსახლეობა უკვე წლებია სასმელი წყლის პრობლემებზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე მილიონამდე ლარია დახარჯული, მოსახლეობას მაინც უწყლოდ უწევს ცხოვრება. ადგილობრივების თქმით, ისინი ამინდზე არიან დამოკიდებულნი და რომ არა წყაროები, მათ უმეტესობას სასმელი წყლის ყიდვა მოუწევდათ. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ყვიბისის სასმელი […]
მარსელში ნარკომაფია თინეიჯერ მკვლელებს უხდის ფულს

ნარკომაფიის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების სერიის მიუხედავად, საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში ბანდებს შორის ომები მძვინვარებს. მხოლოდ 2023 წელს, კრიმინალურ ჯგუფებს შორის შეტაკებებს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ბანდების ქმედებების სისასტიკე იზრდება, დამნაშავეების ასაკი კი მცირდება. ამჟამად პოლიციას ხელში 14 წლის მკვლელი იმყოფება. მარსელი საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი, მაგრამ, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია. ორმხრივი სროლის ან […]
რა ელის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს- ევროპარლამენტარების ხედვა ბრიუსელიდან

ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, ევროკავშირი კი საქართველოს მთავრობას მორიგ ჯერზე უჩერებს ფინანსურ დახმარებას. როგორც და რატომ დაზიანდა ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის და რა ბედი ელის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ევროპარლამენტარების ხედვა ბრიუსელიდან.