მეტროში შეფერხებაა

თბილისის მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს – ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზებია. სატრანსპორტო კომპანიის თქმით, სავარაუდოა, რომ საბურთალოს ხაზი, მგზავრებს, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვერ მოემსახურება.

მალტის მოსახლეობა მიუსაფარი კატების გამოკვებისთვის ფულს მიიღებს

მალტის მაცხოვრებლებს, რომლებიც მაწანწალა კატებს კვებავენ, ფული გადაეცათ. ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია ორი ათასზე მეტი “დამპურებელი”, ანუ მიმკედლებელი, რომელიც ცხოველის გამოკვებაზე ზრუნავს.ისინი ყოველდღიურად ნებაყოფლობით კვებავენ მიუსაფარ კატებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. მალტის მთავრობამ მათთვის ვაუჩერების მიცემა დაიწყო, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია უფასო საკვებზე. ყველა რეგისტრირებულ „მიმწოდებელს“ შეუძლია მათი მიღება, მიკედლებული ცხოველის რაოდენობის გათვალისწინებით (რაც მეტი კატა, მით მეტი […]

ნეთანიაჰუმ გაეროს მოუწოდა გაიყვანოს მშვიდობის დამცველები ლიბანის საზღვრიდან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს სამხრეთ ლიბანიდან გაეროს სამშვიდობო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. ისრაელის სამხედროები რადიკალური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას სწორედ სამხრეთ ლიბანში ატარებენ. კვირას ნეთანიაჰუს განცხადება მოჰყვა ინციდენტების სერიას, რომელშიც UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა. ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდა, დაავალოს UNIFIL-ის ძალების გაყვანა “რისკის ზონიდან”. […]

სილვინიო: საქართველო თუ ვერ დავამარცხეთ, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება

ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ ისაუბრა: “ჩვენს მეტოქეს ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარება, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია და ეს მათთვის დანაკლისია, მაგრამ საქართველო ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, კონტრშეტევაზე თამაში ეხერხებათ. უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, რთული მოწინააღმდეგის დამარცხება გვჭირდება. ჩეხეთიდან მგზავრობას დიდი ხანი მოვუნდით და […]

Variotherm-ის წარმომადგენლობა უკვე საქართველოშია

Variotherm Heizsysteme-ის წარმომადგენლობა უკვე საქართველოშია. მისი წარმომადგენელი კომპანია „კლიმატკომფორტია“. Variotherm-ი ავსტრიულ ბაზარზე ჯერ კიდევ 45 წლის წინ, 1979 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი, ოთახში კომფორტული კლიმატის შექმნა იყო. წარმოება სპეციალური გათბობის სისტემით დაიწყო, რასაც Skirting heating system ეწოდება. 1980 წლიდან კი კომპანიამ ქურების მიმართულებით მუშაობა გააგრძელა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდერ ვაცეკი BMGTV-ს გადაცემაში […]

მედია – ჯო ბაიდენი გერმანიაში 18 ოქტომბერს ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიას პარასკევს, 18 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ Reuters-ი გერმანიის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების თქმით, ბაიდენის ვიზიტს არ ექნება ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის სახე და შემოიფარგლება ერთობლივ მუშაობაში მონაწილეობით. Spiegel -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი ბაიდენს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი აქვს გერმანიის კანცლერთან და პრეზიდენტთან. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ […]

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების ინფორმირების მიზნით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს. „მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში. ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ ანტონიო გუტერეშს – „ჰეზბოლა“ გაერო-ს სამშვიდობო ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს, გაიყვანეთ ისინი საფრთხის ზონიდან ახლავე, დაუყოვნებლივ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მიმართავს და მოუწოდებს, ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების ( UNIFIL) ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან გაიყვანოს. „ბატონო გენერალურო მდივანო, გაარიდეთ UNIFIL-ის ძალები საფრთხის ზონას. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე და დაუყოვნებლივ. უარი UNIFIL-ის ჯარისკაცების ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ვწუხვართ, […]

დათო ხომერიკი – „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩემი სახელით ყალბი ანგარიში და კომენტარიც თვითონვე დაწერეს, თითქოს და ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს

„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჩემი სახელით ყალბი ანგარიში და კომენტარიც თვითონვე დაწერეს, რომ თითქოს და ვგულშემატკივრობდი უკრაინის ნაკრებს – ეს ყველაფერი კი გაავრცელა სამთავრობო მედიებმა და ასე ცდილობენ ტყუილების გავრცელებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დათო ხომერიკმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს ყოველთვის წარმატებებს უსურვებს. „გუშინ, საინფორმაციო საშუალებებმა – ტვ „იმედმა” […]

მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხებაა

თბილისის მეტროპოლიტენში, ე.წ. საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც საბურთალოს ხაზი დაახლოებით დროებით, 2 საათის განმავლობაში მგზავრებს, ვერ მოემსახურება.