თიანეთის მახლობლად ორი მიწისძვრა იყო

დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ქალაქ თიანეთის მახლობლად. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი, 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:53 საათზე დაფიქსირდა ქალაქ თიანეთიდან 27 კილომეტრში, სოფელ ბინდაურთასთან. 09:03 საათზე ამავე რაიონში მოხდა 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო თიანეთიდან 25 კილომეტრში მდებარე კურორტი ვაჟას წყარო. […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობას ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. „ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანი, წმ. დედოფალი ნანა, წმ. სიდონია და წმ. აბიათარი მოიხსენიება. […]

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის […]

ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა 30-40%-ით გაძვირდეს – რატომ ითხოვენ ცენტრები ფასის გაზრდას?

ბიზნესმა ავტომობილების ინსპექტირების საფასურის გაზრდა მოითხოვა. მიზეზებს შორის არის ინსპექტირების სერვისისთვის საჭირო ტექნიკური ხარჯების მატება. გარდა ამისა, ბიზნესს კვალიფიციური კადრების შენარჩუნება უჭირს, რადგან ინსპექტორები არსებული ანაზღაურებით კმაყოფილები არ არიან. ცენტრებმა მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფის მიზნით ინსპექტირების საფასურის გაზრდა მოითხოვეს, ახლა კი ეკონომიკის სამინისტროსგან რეაგირებას ელოდებიან. ,,ინსპექტორისთვის თუ ხელფასი არ გაიზრდება, ინსპექტორების გადინების პრობლემა კიდე უფრო […]

კალიფორნიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილთან ახლოს მამაკაცი დააკავეს, რომელსაც დატენილი იარაღი აღმოაჩნდა

კალიფორნიაში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილთან ახლოს მამაკაცი დააკავეს, რომელსაც დატენილი იარაღი, პრესის ყალბი საშვი და ყალბი VIP მოსაწვევი აღმოაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ლას-ვეგასის მკვიდრი, ვემ მილერი, შეხვედრის ადგილთან ახლოს, საგუშაგოზე დააკავეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მილერი, რომელსაც თან ჰქონდა დატენილი თოფი და ვაზნებით დატვირთული მაღალი ტევადობის მჭიდი, სავარაუდოდ, მემარჯვენე ანტისამთავრობო ორგანიზაციის წევრია. […]

მატჩის დღე! წამოვდგეთ, მარცხის შემდეგ – საქართველო VS ალბანეთი

უკრაინასთან (0:1) მარცხის შემდეგ, “ერთა ლიგის” მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს – დღეს, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, “მიხეილ მესხზე”. სატურნირო მდგომარეობა ვილი სანიოლის ფეხბურთელები ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე არიან და იმედია, ამ პოზიციას ნოემბრის ჩათვლით შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, მომდევნო თვეში, ჯერ უკრაინას ბათუმში უნდა დავუხვდეთ, ბოლოს კი ჩეხეთში ვითამაშოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებზე […]

აშშ ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარისკაცებს გაგზავნის

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელში თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ს და ამერიკელ ჯარისკაცებს გააგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ისრაელის დაცვაა. ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს განლაგება არის უფრო ფართო კორექტირების ნაწილი, რომელიც აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს ბოლო თვეებში ისრაელის მხარდასაჭერად და ამერიკელი პერსონალის დასაცავად ირანის და ირანის მიერ მხარდაჭერილი […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, გამთენიისას, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიმძლავრემ კი 3,9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. „დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე, ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან, მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წუხელ საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

წუხელ საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, თბილისიდან 61 კილომეტრის მოშორებით, თიანეთის სოფელ ბინდაურთასთან 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა 01:00 საათისთვის დაფიქსირდა. იმავე რაიონში, თუმცა ამჯერად ვაჟას წყაროში მიწისძვრა ღამის 5 საათისთვისაც გამეორდა. ამჯერად 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის. მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

რუსეთი საქართველოს მოქალაქეს ეძებს ყირიმის ხიდზე „ტერაქტის“ გამო

რუსეთმა „სახელმწიფოთაშორისი ძებნა“ გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგი ანდრეიჩენკოზე, რომლებსაც ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდის აფეთქებასთან კავშირში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს, 14 ოქტომბერს წერს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული აქვს ტერაქტის […]