ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ. „მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის საგარეო საქმეთა […]

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს

მცხეთობა – სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო. ცნობისთვის, გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის […]

უკრაინის დაზვერვა – რუსეთის სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“ – ზე „ტუ-134“ განადგურდა

რუსეთის ფედერაციაში, სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“ – ზე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Tu-134 განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. „2024 წლის 12-13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში დაიწვა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკის „ტუ-134“ ტიპის თვითმფრინავი. დამანგრეველი ხანძარი გაჩნდა რუსეთის სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“-ზე, სადაც „ტუ-134 იყო განთავსებული“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. […]

ოთარ შამუგია საფრანგეთის ქალაქ დიჟონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

„ყველა საპატიო ტრიბუნიდან სიამაყით ვამბობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს, ღვინის სამშობლოს. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს, ის ჩვენი კულტურის და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; ამავე დროს, მევენახეობა-მეღვინეობა, მისი განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი დღევანდელობაც, ის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქალაქ […]

ირაკლი ფავლენიშვილი – დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ბევრი რამის დაწერა მოუწევს ამ „ქოციანობის“ დასრულების შემდეგ

დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ბევრი რამის დაწერა მოუწევს ამ „ქოციანობის“ დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის წიგნი „ქართული პოლიტიკის ისტორიაში აბსოლუტურად გამორჩეული წიგნია“. „მიხეილ სააკაშვილის ეს წიგნი არის ქართული პოლიტიკის ისტორიაში აბსოლუტურად გამორჩეული წიგნი, რადგან მოვლენების ძალიან დიდ მოცულობას […]

დღეს, საქართველოში მიწისძვრა ორჯერ მოხდა – რამდენი იყო მაგნიტუდა და სად იყო ეპიცენტრი

გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთი, სოფელი ბინდაურთაა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. განმეორებითი ბიძგები 05.03 საათზე კურორტ ვაჟას წყაროზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა. „უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი […]

რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს – ნახეთ, განრიგი

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და მატარებლების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე, ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან, მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.