მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, არ ვგულისხმობ ამჟამინდელ მთავრობას — გერმანიას მინისტრი

დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი. გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის. „ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ […]

განათლების სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. “მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები – პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, […]

კოდორი რუსებს ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა, რათა საბრძოლველად უვარგისი იქ აზიდული ტონობით იარაღის ომზე ჩამოწერა დაეფიქსირებინათ და ათვისებული თანხები „გაეთეთრებინათ”

კოდორი რუსებს ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა, რათა საბრძოლველად უვარგისი იქ აზიდული ტონობით იარაღის ომზე ჩამოწერა დაეფიქსირებინათ და ათვისებული თანხები „გაეთეთრებინათ” „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და მისგან გამოწვეულ შედეგებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა კოდორის ხეობის „ზემო აფხაზეთად” გადაკეთება და ტერმინ „სამხრეთ […]

VW-ის გლობალური გაყიდვები მესამე კვარტალში 7,1%-ით დაეცა

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen AG – ს (VW) გლობალური გაყიდვები მესამე კვარტალში 7,1%-ით შემცირდა, ხოლო 2024 წლის პირველ ცხრა თვეში 2,8%-ით. გაყიდვების კლება ძირითადად გამოწვეულია ჩინეთსა და აზია-წყნარი ოკეანის დანარჩენ რეგიონში მოთხოვნის შემცირებით. როგორც VW-ის პრესრელიზშია ნათქვამი, ივლის-სექტემბერში კლიენტებისთვის მიწოდებამ შეადგინა 2,176 მილიონი მანქანა, წლის დასაწყისიდან – 6,524 მილიონი ერთეული. VW-ის გაყიდვები ჩინეთში მესამე კვარტალში 15%-ით […]

იაგო ხვიჩია – „ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს – წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი, როგორც „ტროას ცხენი“, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ოპოზიციას ზედ არჩევნებზე „აფეთქებს“!

„ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს – წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი, როგორც „ტროას ცხენი“, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ოპოზიციას ზედ არჩევნებზე „აფეთქებს“! ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, მე ის იდიოტი მგონია! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შექმნაზე იმ ხალხს ელაპარაკება, ვისაც პრემიერობა ოცნებად აქვს ქცეული. „სწორედ […]

ნათია მეზვრიშვილი – ხელისუფლება ზუსტად ისე გვებრძვის დღეს, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა „ოცნებას“

დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც რეკლამის […]

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ვარკეთილში ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ ბინები. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დევნილებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი და რომ მშვიდობის შენარჩუნება მმართველი გუნდის დამსახურებაა. „ამასთან, ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ თუკი წინა ხელისუფლების პირობებში 19 000 დევნილი ოჯახი იყო ბინით დაკმაყოფილებული, […]

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. მისამართი: სასტუმრო ROOMS, კოსტავა […]

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით. მე პირადად, როგორც გია ჯაფარიძე, როგორც პოლიტოლოგი და ამ შემთხვევაში, უკვე, როგორც პოლიტიკოსი მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს, – ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გია ჯაფარიძე პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის დასახელებას ეხება. აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. „სალომე ზურაბიშვილი არის […]

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი, არჩევნებამდე გაკეთებული წინასწარი განცხადებები ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ: – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს! – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთან დაკავშირებით დასმულ […]