ბორელი და ლემი ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულებას მოითხოვენ

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულება მოითხოვეს. გერმანიის გამოცემა “ჰანდელსბლატში” ორმა პოლიტიკოსმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წაიკითხავთ, რომ ძალადობის ახალი აღზევება არავის ინტერესებშია. ისინი მოითხოვენ, რომ ღაზის სექტორში და ლიბანში დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი. პირველად მას მერე, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს გამოეყო, ბრიტანეთის […]

„ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს“ – ოთარ შამუგია

„ყველა საპატიო ტრიბუნიდან სიამაყით ვამბობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს, ღვინის სამშობლოს. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს, ის ჩვენი კულტურის და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; ამავე დროს, მევენახეობა-მეღვინეობა, მისი განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი დღევანდელობაც, ის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქალაქ […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება – როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 […]

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბრიფინგიც საკმარისია დაინახო, როგორ ჩავიდა ის უცხოეთში და როგორ დაალაგეს იქ საქმე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – ქვეყანაში იყოს ნიჰილიზმი და რადიკალიზმი! – ეს განცხადება პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის აზრით, „ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 26 […]

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება […]

“გაგვიმართლა, რომ მის თამაშს ვუყურებთ” – გვარდიოლამ თავისი აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მანჩესტერ “სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ტელეკომპანია Nove-სთან საუბრისას, მისი აზრით ყველს დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ასეთად ლიონელ მესი მიიჩნია. “შესაძლოა, პელესა და მარადონას მისამართით უპატივცემულოდ ვიქცევი, მაგრამ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად იმას ვუყურებდი თუ რას აკეთებდა ის ვარჯიშებზე და ყოველ 3 დღეში გამართულ მატჩებში. მსგავსი არაფერი მინახავს და […]

ყარაბაღელი ლტოლვილების ცნობით, აზერბაიჯანი სტეპანაკერტში სომხების საცხოვრებელ კორპუსებს ანგრევს

მთიანი ყარაბაღის ტურიზმისა და კულტურის განვითარების სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სერგეი შახვერდიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანის ხელისუფლება სტეპანაკერტში (ხანქენდი) საცხოვრებელი კორპუსების მასობრივ დანგრევაში დაადანაშაულა. “ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმანიანის ქუჩის გასწვრივ მდებარე დედაქალაქის ისტორიული კვარტალი მიწასთან გაასწორეს. ამ გზით ნადგურდება არა მხოლოდ ისტორია, არამედ მე-19 ადრეული მე-20 საუკუნეების კერძო შენობების ათასობით მფლობელის საკუთრების უფლება […]

გია ჯაფარიძე – მინდა ვუთხრა მოქალაქეებს: აიღონ, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს – ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ არჩევნებზე „41“ არ გააფერადონ

მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს – აიღონ, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს – ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა ამივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი,რომელიც მათ სურთ. გამოართვან, რადგან, რასაც „ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია? – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია […]

“მიეცით შანსი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს!” – ბრაზილიის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისთვის ახალი იდეა წამოაყენა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ადგილობრივი სერია A- ფეხბურთელებით უნდა კომპლექტდებოდეს და არა საზღვარგარეთ მყოფი მოთამაშეებით. მისი აზრით, ბრაზილიაში მოთამაშე ფეხბურთელებს შანსი უნდა მიეცეთ. “ჩვენს სერია A-ს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში წასულებზე უარესები არ არიან, ეროვნული ნაკრები შეიძლება ადგილობრივი ფეხბურთელებისგან ჩამოყალიბდეს. მიეცით შანსი მათ, ვინც არსად წასულა”, – ციტირებს […]

ნატომ ბირთვული წვრთნები დაიწყო

დღეიდან, 14 ოქტომბრიდან ნატომ დაიწყო ყოველწლიური ბირთვული სწავლება Steadfast Noon. ორკვირიან წვრთნებში მონაწილეობს ალიანსის წევრი სახელმწიფოების 2000 სამხედრო და სხვადასხვა ტიპის 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის რეაქტიული თვითმფრინავები ბირთვული ქობინებით, ბომბდამშენები და თანმხლები გამანადგურებლები. წვრთნები ძირითადად, ჩატარდება ბელგიის და ნიდერლანდის საჰაერო სივრცეში. ასევე, დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე. სწავლებაში ჩართულია ნატოს 13 სახელმწიფოს […]