მაკრონი ირანელ კოლეგას მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების მცდელობებს მხარი დაუჭიროს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს, განუცხადა, რომ თეირანზეა “პასუხისმგებლობა”, შემცირდეს დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ირანის მოკავშირე ჰამასი და ჰეზბოლა ისრაელთან ომს აწარმოებენ. მაკრონმა ხაზი გაუსვა “ირანის პასუხისმგებლობას დაძაბულობის საერთო შემცირებაში და დესტაბილიზაციისთვის ხელშემწყობ იმ ძალებზე მისი ზეგავლენის გამოყენებას, რომლებსაც უწევს მხარდაჭერას”. ირანის პრეზიდენტის ოფისმა ამ საუბრის შესახებ ასევე გაავრცელა ცნობა და […]

სვეტიცხოვლის ჩამონგრეული სამრეკლო 200 წლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღადგინა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის გალავანს ულამაზესი სამრეკლო ამშვენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მძიმე ხვედრი და ის, თუ როგორ აღადგინეს 200 წლის შემდეგ. საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსი ეგზარქოსების უდიერმა დამოკიდებულებამ სვეტიცხოველზე თავისი შედეგი გამოიღო. 1826 წლის 1 მაისს მცხეთის სვეტიცხოვლის გალავანში არსებული სამრეკლო სრულად ჩამოიქცა. ნანგრევებში მოყვა გალავნის კედელთან მდგარი საცხოვრებელი სახლი, […]

ბალოტელი სერია A-ში ბრუნდება – იტალიელი სამშობლოში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, 34 წლის იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა. გამოცდილი ფორვარდი “ჯენოასთან” აწარმოებს მოლაპარაკებას და წესით, შეთანხმებას წინ აღარაფერი არ უნდა დაუდგეს. “სუპერ მარიო” გენუურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. ბალოტელის ბოლო კლუბი თურქული “ადანა დემირსპორი” იყო, იტალიაში კი ადრე “ინტერში”, “მილანსა” და “ბრეშაში” ასპარეზობდა.

ნატო ბირთვულ წვრთნებს იწყებს

ნატო დღეს ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს Steadfast Noon-ს იწყებს. ალიანსის ინფორმაციით, სწავლებაში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საჰაერო ძალების რვა ბაზიდან დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი ჩაერთვება. საჰაერო მანევრები მოიცავს 60-ზე მეტ თვითმფრინავს. მათ შორისაა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც აშშ-ის ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ. ამასთან, წვრთნების დროს ნამდვილ საბრძოლო მასალას არ გამოიყენებენ. წელს მანევრები ჩატარდება ბელგიისა და ნიდერლანდების […]

თეონა აქუბარდია – როცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ ფართოდ გაღებული კარი ქართველ ხალხს ცხვირწინ გამოუჯახუნა, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა

მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა და მთავარი მოწოდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მხარდამჭერი რეზოლუციები თუ […]

რატომ სთხოვენ სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პერსონალურ მონაცემებს – სამინისტროს განმარტება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სალომე ზურაბიშვილს განცხადებით პასუხობს: „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გვსურს საზოგადოებას […]

ნუცა ბუზალაძეს – 25 000, “ურსას“ 20 200 ლარი – რამდენს გადაუხდიან მომღერლებს მცხეთობის ღონისძიებაზე?

მცხეთობის აღსანიშნავ ღონისძიებაში ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ნახევარი მლნ ლარი უკვე დახარჯა. ტენდერი არც ამ შემთხვევაში გამოცხადებულა. დღესაც, ტრადიციულად, კონცერტში მონაწილეობას ის მომღერლები და არტისტები მიიღებენ, რომლებიც “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობენ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ კონცერტში მომღერალ ნუცა ბუზალაძეს 25 ათას ლარს გადაუხდიან. მცხეთობას იმღერებს ჯგუფი “ურსაც”, რომელსაც ბიუჯეტიდან 20 ათას ორას ლარს გადაურიცხავენ. ოპოზიცია […]

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება. ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუშვა. მალე ჭალის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. დაგეგმილია კიდევ 12 ფილიალის გახსნა – […]

“სანტიაგო ბერნაბეუ” გამოირიცხა – 2030 წლის მუნდიალის ფინალის მასპინძლობისთვის ორი სტადიონი იბრძოლებს

ქალაქ ბარსელონას სპორტის საკრებულოს მრჩეველმა დავიდე ესკუდემ განაცხადა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ გაიმართება, რადგან ის FIFA-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ირკვევა, რომ მუნდიალის გადამწყვეტი მატჩისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს და ერთ-ერთი “ბარსელონას” “ნოუ კამპია”, სადაც ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. “ფინალი “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ გაიმართება. სტადიონი ვერ აკმაყოფილებს ფიფას მოთხოვნებს. “ნოუ კამპს” და მაროკოში […]