ნუცა ბუზალაძეს – 25 000, “ურსას“ 20 200 ლარი – რამდენს გადაუხდიან მომღერლებს მცხეთობის ღონისძიებაზე?

მცხეთობის აღსანიშნავ ღონისძიებაში ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ნახევარი მლნ ლარი უკვე დახარჯა. ტენდერი არც ამ შემთხვევაში გამოცხადებულა. დღესაც, ტრადიციულად, კონცერტში მონაწილეობას ის მომღერლები და არტისტები მიიღებენ, რომლებიც “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობენ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთ კონცერტში მომღერალ ნუცა ბუზალაძეს 25 ათას ლარს გადაუხდიან. მცხეთობას იმღერებს ჯგუფი “ურსაც”, რომელსაც ბიუჯეტიდან 20 ათას ორას ლარს გადაურიცხავენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს არაკეთილსინდისიერად განკარგავს.
დოკუმენტებით თუ ვისმჯელებთ, დღევანდელი დღე მოულოდნელად დადგა. მცხეთის მერიამ არ იცოდა, რომ დღეს იქნებოდა სვეტიცხოვლობა, შესაბამისად, მოითხოვა, რომ გამარტივებული წესით გაფორმდეს ნახევარ მლნ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები. რაც შეეხება ჰონორარებს, მუსიკოსებს, აქაც კვლავ გვაქვს სელექცია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა გაფორმებული კონტრაქტი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებში. ეს ღონისძიება ჩატარებულია გამარტივებული წესით. „ქართული ოცნება“ ყველაფერზე შოულობს ფულს, – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე. ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა