პრემიერი – სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებული ანკეტა ნებისმიერ ქვეყანაში ივსება მოსწავლეების მიერ – მას წარმოდგენა რომ არ გაქვს პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა

ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში თანამდებობიდან გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს – ეს არის სიმბოლური აქტი, რადგან ერთ თვეში ისედაც უწყდება უფლებამოსილება, ისედაც მიდის სახლში, მაგრამ არ შეიძლება მოღალატე და კონსტიტუციის დამრღვევი ადამიანი იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს პრეზიდენტის თანამდებობიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება არჩევნებამდე […]
კახა კალაძე – ევროპას რატომ აქვს ფასი? განსხვავებული სახელმწიფოებია იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ – თუ ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის?

რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან – ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ – თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ლუქსემბურგში, […]
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას

სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას, – ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. „სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ […]
პრემიერი – შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს კიდევ ეტყვის მათ ხალხი უარს, მაგრამ ყველამ ხალხის არჩევანს უნდა სცეს პატივი

შეიძლება ვიღაც იყოს გაღიზიანებული იმით, რომ 2020 წელს ქართველმა ხალხმა არ აირჩია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამოც, რომ 2024 წელს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უარს. მაგრამ ყველა ამ გაღიზიანების მიუხედავად, ქართველი ხალხის არჩევანს უნდა სცეს სათანადო პატივი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხალხსა და მის […]
დიმიტრი მედვედევი ჯო ბაიდენის განცხადებაზე – ამერიკასთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება იმაზე უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე 1945 წელს ჰიტლერთან ზავის საკითხზე მოლაპარაკება

შეერთებული შტატები, პრაქტიკულად, სრულფასოვან ომს აწარმოებს რუსეთთან და მოსკოვს სტრატეგიულ დამარცხებას უსურვებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებზე კომენტირებისას განაცხადა. „თავის უტვინო პროტეჟეს დახმარების მიზნით, ბაიდენმა წამოროშა, რომ მზადაა რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული ძალების შემცირებაზე მოლაპარაკებებისთვის, წინაპირობების გარეშე. ამერიკელების მორიგი უტიფრობა. დაფიქრდით: შეერთებული შტატები ჩვენთან, პრაქტიკულად, თითქმის […]
„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ნუცუბიძის IV პლატოზე იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ნუცუბიძის IV პლატოზე იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც „ქართული ოცნების“ გუნდი დგას. „ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზეც. მოსახლეობას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ყველამ უნდა მივცეთ ხმა ქვეყნის კეთილდღეობას და მშვიდობას, რასაც მხოლოდ […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ პატივს ვცემთ სეკულარიზმის პრინციპს – რაც შეეხება სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებზე, მათ აქვთ თავიანთი პოზიცია და თქვენ ეს არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ

რაც შეეხება ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლების, სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დამოკიდებულება, ეს თქვენ არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შემდეგ კითხვას: „სასულიერო პირები ხელისუფლების მისამართით დღეს იყვნენ ნეიტრალურები. რატომ არ გაკეთდა მათი მხრიდან ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები? ამით არის, თუ არა იმედგაცრუებული?“ […]
გიგი წერეთელი მოქალაქეებს სვეტიცხოვლობას ულოცავს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მოქალაქეებს სვეტიცხოვლობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს დიდი დღესასწაულია. მთელი საქართველოსთვის სვეტიცხოველი გამორჩეული ღირებულებაა. ბუნებრივია ეს დღეც ყველას ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, რომ სწორედ ის განცდა, რაც დღეს არის, ბედნიერი მომავლის, გამარჯვების, წარმატების, ამას ძალიან მალე მივაღწევთ ერთიანობით. ვულოცავ კიდევ ერთხელ სვეტიცხოვლობას მთელ საქართველოს,“ – […]
ლაშა ბაქრაძე – კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ

კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლაშა ბაქრაძე განაცხადა. ის მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს. „დღეს მცხეთობაზე ჩამოვედით, ეს არის მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული დღესასწაული – მცხეთობა, იგივე სვეტიცხოვლობა და რასაკვირველია, მთელ ჩვენს ხალხს მინდა მივულოცო. კვართი – ეს სიმბოლოა ერთიანობის, ეს ერთიანობა საქართველოს გაერთიანებაა და ვისურვებ […]
საქპატენტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტი“, პირველად, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია ეწვია. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში უწყების თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, მოადგილეებთან თიკა ნებიერიძესა და ნინო ჩიქოვანთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელს, დოქტორ შენ ჩანგუის და CNIPA-ს […]