კალაძემ გერმანელ მინისტრს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა. ასე გამოეხმაურა კალაძე გერმანელი მინისტრის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს. „დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და […]

სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულია ერთმანეთისგან – ირაკლი კობახიძე

ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოს და ეკლესიას, ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან. „დღეს არის სვეტიცხოვლობა და ყველამ უნდა ისაუბროს ამ დღეს, […]

მომავალში სახელმწიფოს შეურაცხყოფა ვერავინ რომ ვერ გაბედოს, მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი – კალაძე

მომავალში სახელმწიფოს შეურაცხყოფა ვერავინ რომ ვერ გაბედოს, მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი – კალაძე მომავალში სახელმწიფოს შეურაცხყოფა ვერავინ რომ ვერ გაბედოს, მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, რადგან მისი სტატუსის მქონე ადამიანმა კონსტიტუცია დაარღვია, პრევენციისთვის […]

„ვინმე ჭკუათმყოფელმა ურჩიოს (პრეზიდენტს), ეგო მოთოკოს და სარისკო ექსპერიმენტებს შეეშვას“ – ნინო ჯანგირაშვილი

„ვინმე ჭკუათმყოფელმა ურჩიოს (პრეზიდენტს), ეგო მოთოკოს და სარისკო ექსპერიმენტებს შეეშვას“ – ნინო ჯანგირაშვილი ჟურნალისტი, ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: „მომავალი მთავრობა, რომელიც შეიქმნება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში პირველი შემადგენლობა, ყველა ვარიანტში ტექნიკური იქნება, გარკვეული თვალსაზრისით მაინც, ვინც არ უნდა შეარჩიოს ის – პრეზიდენტმა თუ თავად პარტიებმა. კონსტიტუციურად, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, დროითი ჩარჩო […]

ბავშვთა ფეხბურთის ანალიტიკური ვებგვერდი და აპლიკაცია – StarLive ბაზარზე, სავარაუდოდ, 2025 წლიდან გამოჩნდება

სტარტაპი StarLive, რომლის მიზანი საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობაა, ბაზარზე სავარაუდოდ, 2025 წლიდან გამოჩნდება. როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელმა ზვიად გაბედავამ “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, აპლიკაციასა და ვებგვერდზე მიმოხილული იქნება როგორც ინდივიდუალური მოთამაშეების ანალიტიკა, ასევე მატჩების. მისივე ინფორმაციით, StarLive 8-დან 19 წლამდე მოთამაშეებს მოიცავს. “სტარტაპი ემსახურება ბავშვთა ფეხბურთს, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებს. ეს იქნება ბავშვთა ფეხბურთის ანალიტიკა, მათ შორის, კლუბის […]

ეკონომიკაში ნობელის პრემია მიიღეს ავტორებმა წიგნისა „რატომ არის ზოგი ქვეყანა მდიდარი, ზოგი კი ღარიბი“

ეკონომიკაში ნობელის პრემია მიენიჭათ ავტორებს ბესტსელერისა „რატომ არის ზოგი ქვეყანა მდიდარი, ზოგი კი ღარიბი“ – აშშ-ის უნივერსიტეტებში მომუშავე ეკონომისტებს, დარონ აჯემოღლუსა და ჯეიმს რობინსონს და მკვლევარ საიმონ ჯონსონს, რომელიც მათ ეხმარებოდა. ისინი ჯილდოს მიიღებენ „ინსტიტუციების ფორმირების პროცესებისა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მათი გავლენის კვლევისთვის“. აჯემოღლუ და რობინსონი ინსტიტუციური ეკონომიკის საკვანძო მნიშვნელობის მკვლევრები არიან. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტმა […]

“ამ ტურნირის მოგებისას ბედნიერი ვიყავი, მაგრამ…” – ჩუამენიმ ერთა ლიგაზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ორელიენ ჩუამენიმ განაცხადა, რომ ერთა ლიგა არცთუ ისე მნიშვნელოვანი ტურნირია. “გულახდილი, რომ ვიყო, ერთა ლიგა საუკუნის ტურნირი არაა, მაგრამ როდესაც ფეხბურთელი ხარ, მაისური უნდა ჩაიცვა და ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლო. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი როდესაც ერთა ლიგა მოვიგეთ, მაგრამ ეს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება არაა”, – თქვა […]

კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს

სიცრუე და ჩვეულებრივი პროვოკაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად ნომრებს სთხოვენ. კალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად არის გადმოცემული ეუთო/ოდირის დასკვნაში და ჩანს კიდეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს. „ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები – ჩვეულებრივი აქტივისტები იმ რადიკალური […]

კახა კალაძე ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე – ეს არის ჩვეულებრივი აბსურდის თეატრი და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული

ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციურად ე.წ. ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს. „ჩვეულებრივი სისულელეა. ჯერ ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს. მას კონსტიტუციური თვალსაზრისით, ამის შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი […]

ირაკლი კობახიძე – ვისურვებდი, ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში

მე ვისურვებდი დღევანდელ დღესასწაულზე, რომ ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ რაღაც მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნინო ლომჯარიას იმ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრრებისთვის გამარჯვების მილოცვას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ლომჯარიას მსგავსი ადამიანები ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ქვეყანაში. „ნინო ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ. […]