ისტორიაში პირველად ქართველმა კარატისტმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ისტორიული შედეგი ვენეციის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე – ქართველმა კარატისტმა, ირაკლი სულამანიძემ -75 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყირგიზ სპორტსმენს სძლია. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტმა მედალი პირველად მოიპოვა.
კახა კალაძე – 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება არის ტყუილი და ბლეფი

რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! გაუგებარია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების ნაწილის 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია. „ესეც გაუგებარია. მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, […]
კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე – ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში

არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი [ანა ლიურმანი]. ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ამ ტიპის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს“. „დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის […]
კახა კალაძე – ხალხი 26 ოქტომბერს „კოლექტიურ ლომჯარიებს“ შესაბამის პასუხს გასცემს

ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას. მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებების ავტორებს 26 ოქტომბერს მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს. „ამ ადამიანის სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. უსამშობლო ადამიანები არიან. ეს ამ ტიპის განცხადებებიდანაც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხზეც რა კომენტარიც […]
ნიკა ლეკაიძე ევროპის არნოლდ კლასიკის აბსოლუტური ჩემპიონია სთრონგმენში

ნიკა ლეკაიძე(ნამცეცა) მადრიდში გამართული ევროპის არნოლდ კლასიკის აბსოლუტური ჩემპიონია სთრონგმენში +110 კგ. ეს მეტსახელი მას ერთმა მეგობარმა შეარქვა – როდესაც 16 წლის, ახალი მისული იყო დარბაზში, აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად ყველაზე დიდი იყო, ახლა კი, ის აბსოლუტური შედეგით მძიმე წონის ჩემპიონია. „მზადებას 9 თვე დასჭირდა, ამ გამარჯვების უკან კი ბევრი წარუმატებელი ვარჯიში, დაღვრილი სისხლი და ტრავმებია, […]
ეს სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია – პრემიერი

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში. „დაასანქცირეს 2008 წლის ომში ნაბრძოლი 2 ადამიანი, შსს-ს პოლიციის წარმომადგენელი. ყველამ უნდა გაიხსენოს, რომ პოლიცია საქართველოში ის ინსტიტუციაა, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, […]
მარბურგის ცხელება – საქართველოში რეკომენდაციების გაცემა ჯერ საჭირო არ არის

მარბურგის ცხელება ებოლას ვირუსის მონათესავე ინფექციაა. მას სწრაფად გავრცელება არ ახასიათებს, თუმცა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. დაინფიცირების შემთხვევების 88 %-ზე მეტი ფატალურად სრულდება. ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, ამიტომ ინფექციონისტები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდებათ დროულად ექიმს მიმართონ. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა არის თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების […]
„4 წლის თავზე ქვეყანას ექნება სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები რეგიონში, ვიდრე აქვს დღეს“ – პრემიერი

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მისია, სტრატეგიული ფუნქცია და ახალი რეალობის ფონზე, რაც შეიქმნა ზოგადად რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, თვისებრივად გავაძლიეროთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. „ჩვენ გვაქვს სისტემური მიდგომა, ზუსტად ვიცით, წლიდან წლამდე რა უნდა […]
დამკვირვებელთა კოალიცია უწყებებს ეფექტიანი მუშაობისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” ეხმაურება არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს – ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის შემთხვევებს, “ქართული ოცნებისა” და მის შემომწირველთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს და ა.შ. გასული კვირის შემაჯამებელ ბრიფინგზე, “ჩემი ხმის” სპიკერმა, ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო უწყებებს ეფექტიანი მუშაობისკენ მოუწოდა. ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლა ლონდა თოლორაია შეეხო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების წართმევის […]
ქართველი არბიტრები ერთა ლიგაზე – ფინეთი-ინგლისის შეხვედრა გიორგი ყრუაშვილის ქართულმა ბრიგადამ განსაჯა

ერთა ლიგის მატჩი ფინეთსა და ინგლისის ნაკრებებს შორის გიორგი ყრუაშვილის ქართულმა ბრიგადამ განსაჯა. ჰელსინკის „ოლიმპია სტადიონზე“ გამართულ დაპირისპირებაში ყრუაშვილს ასისტენტის როლში ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იყო, ხოლო VAR-ის ოთახში ალეკო აფციაური მუშაობდა. ერთა ლიგა B2 ჯგუფის შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა – 1:3. ფინეთისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება იმდენად მშვიდობიანი […]