ბექა ლილუაშვილი – ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია – პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან

ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია – პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის პოლიტიკურ […]
დარჩენილ მატჩებში ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების მატჩი (0:1) „კარლსრუეს“ ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ შეაფასა. „ვეცადეთ, რომ მწვრთნელის დავალებები შეგვესრულებინა. მეორე ტაიმის დასაწყისში, სამწუხაროდ, გოლი გავუშვით. პირადად მე ორი კარგი მომენტი მქონდა, პირველივე წუთებზე რომ გამეტანა, სხვა თამაში იქნებოდა. ალბანელებს საგოლე მომენტები ცოტა ჰქონდათ, რომელთაგან ერთი გოლად აქციეს. ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერს ვერ მოიგებ. მადლობას […]
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, ასევე სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მასწავლებლები, მოსწავლეები და […]
ჯოზეფ ბორელის განცხადება გვაფიქრებინებს, რომ საქართველოზე გარკვეული გარე ძალების დაკვეთით, მათი სრული კოორდინაციით მიმდინარეობს უხეში შეტევა

პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას „საქართველოში უარესი სურათია, ვიდრე მოლდოვაში“ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის ჯოზეფ ბორელის და გერმანიის ელჩის განცხადებები, საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაა, რასაც არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს. მისივე თქმით, საქართველო ევროპული […]
გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო

[ჯოზეფ] ბორელის ეს განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო,- ამის შესახებ კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წევრმა, იურისტმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა. ბურჯანაძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების მიზანი საქართველოში ავტორიტარიზმის შესაძლებლობის გამორიცხვაა. […]
ლევან დავითაშვილი – ციხისძირში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობაზე 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ინვესტიცია კი 80 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

აჭარის რეგიონში, ციხისძირში, Petra Sea Resort-ში, Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აგრეთვე პროექტის პარტნიორი საერთაშორისო ტურისტული ბრენდების Accor ჯგუფისა […]
ოცნების სატელიტი ორგანიზაცია გასამართლებით ოპოზიციის ამომრჩეველსაც ემუქრება

ქართული ოცნების სატელიტი ორგანიზაცია ერთიანი ნეიტრალური საქართველო გასამართლებით ოპოზიციის ამომრჩეველსაც ემუქრება. განცხადების თანახმად, მათ სურთ, ასეთ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოთ. ორგანიზაცია ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს “სექტას” და ქვეყნის მტრებს უწოდებს. “უსამშობლო აგენტურას, გასული 12 წლის განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა – გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი”, – წერია განცხდებაში. ორგანიზაცია აკონკრეტებს, რომ უნდა გასამართლდნენ […]
რას ნიშნავდა საქართველოს კარში გამარჯვების გოლის ავტორის ასლანის წარწერა მაისურზე, რომელიც მან წარმატებული დარტყმის შემდეგ კამერებს აჩვენა

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ალბანეთთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე “ინტერის” 22 წლის ნახევარმცველმა კრისტიან ალსანიმ გაიტანა. მან ზუსტი დარტყმის შემდეგ კამერებს მაისური ანახა, რომელიც სპეციალიარ მესიჯს ატარებდა. საქმე იმაშია, რომ გუშინ ასლანის ძმა ლეო 14 წლის გახდა და ფეხბურთელმაც უმცროს ძმას დაბადების დღე ასე მიულოცა. “ძალიან რთული მატჩი […]
„კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღმოაჩინა გაუმჯობესებული SilentCryptoMiner შეტევები

„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა აღმოაჩინეს უჩვეულო კამპანია SilentCryptoMiner მაინერის გასავრცელებლად. მომხმარებლები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეეჯახნენ ინფექციის რთულ ჯაჭვს, მათ შორის ბელორუსიაში, ინდოეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. კიბერშეტევების ყველაზე დიდი წილი რუსეთში დაფიქსირდა. რაც ამ კამპანიას უნიკალურს ხდის არის ის, რომ თავდამსხმელებმა გამოიყენეს რამდენიმე უჩვეულო ტექნიკა, რათა გვერდის ავლით აღმოჩენილიყვნენ და მოეპოვებინათ ადგილი მომხმარებლების სისტემებზე, მათ შორის ღია […]
20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ლიბანის ერთ-ერთ სოფელზე ისრაელის ავიადარტყმის შედეგად

ისრაელის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ აიტუზე, სადაც ძირითადად, ქრისტიანები ცხოვრობენ. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 21 ადამიანი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადგილობრივი ოფისის ცნობით, ავიადარტყმის შედეგად დანგრეულ სახლს თავს აფარებდნენ საომარი მოქმედებების გამო ქვეყნის სამხრეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. აიტუ შორსაა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთიდან და სხვა […]