დარჩენილ მატჩებში ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების მატჩი (0:1) „კარლსრუეს“ ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ შეაფასა.
„ვეცადეთ, რომ მწვრთნელის დავალებები შეგვესრულებინა. მეორე ტაიმის დასაწყისში, სამწუხაროდ, გოლი გავუშვით. პირადად მე ორი კარგი მომენტი მქონდა, პირველივე წუთებზე რომ გამეტანა, სხვა თამაში იქნებოდა.
ალბანელებს საგოლე მომენტები ცოტა ჰქონდათ, რომელთაგან ერთი გოლად აქციეს. ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერს ვერ მოიგებ.
მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ. ჯგუფში ვითარება დაიძაბა, მაგრამ ვეცდებით, დარჩენილ მატჩებში ყველაფერი გამოვასწოროთ“.მომდევნო მატჩებს საქართველოს ნაკრები ნოემბერში ჩაატარებს – 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია