უკრაინაში ომში აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა დაიღუპა

უკრაინაში ომში, ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა რუსეთის მხარეს მეომარი აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა. ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამის არხი „АМРА-life“. „ცოტა ხნის წინ ბრძოლაში ირაკლის მეგობარი კონსტანტინ ივანოვი დაიღუპა, ისინი სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მეგობრის ცხედრის ევაკუაციას არ დაელოდა და ირაკლი მის გამოსატანად თვითონ წავიდა. ეს არის ადამიანისა და მებრძოლის შესაფერისი გმირული საქციელი”. კონსტანტინ ივანოვი […]
„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა

2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7პროცენტი) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4 პროცენტი მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო დარჩენილი 11.9 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება. „2023 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა 300 000 ადამიანს გაატარა მართლმსაჯულების პოლიტიზებული და მოძალადე სისტემა. სიმბოლურია, რომ დაახლოებით ამდენივე ადამიანისგან შედგება სექტა, რომელიც წლებია აცოცხლებს დამნაშავე პოლიტიკურ ძალებს და სწორედ ამ პერსონებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხდება მათი მხილება და მოუწევთ სამართლებრივი ფორმით პასუხისგება, რადგან საკუთარი არჩევანით იზიარებენ და ხდებიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის მონაწილენი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – გახარია და ხაზარაძე ქართული საზოგადოების თვალწინ დაუფარავად გაფორმდნენ უცხო ქვეყნის ჯაშუშად, მათთვის ხმის მიმცემმა ადამიანებმა უნდა გაიზიარონ ის პასუხისმგებლობა, რასაც ჯაშუშობაში მხილებული ადამიანის მხარდაჭერა უნდა იწვევდეს

სააკაშვილის მსგავსად, ბევრად მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც რამდენიმე ათასი ადამიანი, საკუთარი ხმის მიცემით ტოვებს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ორ ჯაშუშს − გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ქართული საზოგადოების თვალწინ, ღიად და დაუფარავად გაფორმდნენ უცხო ქვეყნის ჯაშუშებად და ამის მტკიცებულებაც […]
EU-ის გენერალურ საქმეთა საბჭოზე გერმანია საქართველოზე ისაუბრებს

საქართველოს საკითხზე დღეს ევროკავშირის გენერალური საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომაზეც იმსჯელებენ. გენერალურ საქმეთა საბჭო ძირითადად შედგება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ევროპის საქმეთა მინისტრებისგან. დღევანდელ შეხვედრას ლუქსემბურგში ხელმძღვანელობს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის მინისტრი იანოშ ბეკა ევროკავშირის საკითხებში. განსახილველ საკითხებს შორისაა 16-17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის მომზადება, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირ-შვეიცარიის ურთიერთობები. ამასთან, დღის წესრიგით გათვალისწინებული „ნებისმიერი […]
წითლიძე ასახელებს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილებს პირადობას ართმევენ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ასახელებს მაღალჩინოსნებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობას ართმევენ, რათა ისინი არჩევნებზე ვერ მივიდნენ. წითლიძის მიერ დასახელებულ პირებში პოლიციის მაღალჩინოსნები, სენაკის მერიისა და აიიპ-ების თანამშრომლები არიან: “დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, […]
შონ სავეტი – აშშ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ირანის მუქარას წლებია თვალს ადევნებს, თუ ირანი ჩვენს რომელიმე მოქალაქეს თავს დაესხმება, მაშინ იგი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება

აშშ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ირანის მუქარას წლებია თვალს ადევნებს, თუ ირანი ჩვენს რომელიმე მოქალაქეს თავს დაესხმება, მაშინ იგი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა განაცხადა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, აშშ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ირანის მუქარას წლებია, რაც თვალს ყურადღებით ადევნებს. „მიგვაჩნია, […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “2012 წელს, არჩევნების შედეგად, ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა. მიუხედავად ამისა, 12 წელი ქვეყანა ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდა და ვერაფრით ხერხდებოდა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. კრიმინალური რეჟიმის არაერთი ლიდერი გასამართლდა, გარკვეული სასჯელები მოიხადეს ეგრეთ წოდებულმა ძალოვანმა მინისტრებმა, ციხის ჯალათებმა, ბიუჯეტის ქურდებმა და […]
იანვარ-სექტემბერში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 779.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 779.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 992.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.6 […]
ლევან სანიკიძე – ჩვენი ქვეყანა დასავლურ სამყაროს დაშორდა და საერთაშორისო იზოლაციის გზა აირჩია, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს ჩააბარებს

ჩვენი ქვეყანა დასავლურ სამყაროს დაშორდა და საერთაშორისო იზოლაციის გზა აირჩია, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს ჩააბარებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისაკენ გზას აქტიურად გააგრძელებს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა […]