კასპში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეიდან კი, შესაძლებლობა აქვთ, სერვისით, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ. „დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე […]
პესკოვი ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს არჩევნების შედეგებზე გავლენას ცდილობს, რუსეთი კი ამას არ აკეთებს

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ამასთან, რუსი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა. რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ ვხედავთ დაუფარავ მცდელობებს დასავლეთის ქვეყნებიდან, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე და იქონიონ პირდაპირი, აშკარა გავლენა საარჩევნო კამპანიის შედეგებზე. ჩვენ არანაირი […]
როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე – ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი ონლაინ შეხვედრას მართავს. დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, ამასთან, მონაწილეებს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ რჩევებს გაუზიარებენ. შეხვედრა 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ზუმის ფორმატში გაიმართება. დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
შესნიმ დაასახელა ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც თამაშის ეშინოდა

“ბარსელონას” ახალწვეულმა ვოიცეხ შესნიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც თამაშის ეშინოდა. 34 წლის კიპერმა ასეთად ლეგენდარული ლიონელ მესი მიიჩნია. “მესის წინააღმდეგ თამაშის მეშინოდა. ალბათ, არიან ფეხბურთელები ვინც ლეოზე მეტი გოლი გამიტანა. ვფიქრობ, მან ჩემი კარი მხოლოდ სამჯერ აიღო, რადგან 3 ბოთლი ლუდი გამომიგზავნა. ის ერთადერთია, ვის წინააღმდეგაც თამაშის მეშინიდა, მესი უბრალოდ მომაკვდინებელი იყო”, – ციტირებს შესნის […]
ხაზარაძე ბოდიშს უხდის სომხებს „ოცნების“ „ქსენოფობიური გამოხტომების“ გამო

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სომეხ ერს „ქართული ოცნების“ ქსენოფობიური კამპანიის გამო ბოდიშს უხდის. „ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, „კაგებეშნიკური“ პროპაგანდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემს წინააღმდეგ, ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო… მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი […]
სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს

ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. „ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან […]
მამუკა ხაზარაძე – ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!

ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. აცხადებს. როგორც ხაზარაძე აცხადებს, “ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, „კაგებეშნიკური” პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა”, რომელიც უკვე რამდენიმე […]
აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა. ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება. ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს […]
საქართველო მოცვის მსოფლიო ექსპორტიორების ოცეულში მოხვდა – EastFruit

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება მოხდა მსოფლიოს 20 უმსხვილეს მოცვის ექსპორტიორ ქვეყანას შორის. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ფოკუსირებულია ხუთეულზე, ყველაზე დიდი დინამიკა ჩვეულებრივ ხდება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ათეულს მიღმა არიან. „ექსპორტიორთა რეიტინგში არ გავითვალისწინეთ ის ქვეყნები, რომლებიც ძირითადად მოცვის რეექსპორტით არიან დაკავებულნი, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გასამართლებას მოითხოვს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომლის მთავარი სამიზნე ოპოზიციური პარტიები და დასავლური ინსტიტუტებია, ოპოზიციის ამომრჩევლების გასამართლების ინიციატივით გამოვიდა. ორგანიზაცია მთავარ საფრთხედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, განიხილავს. ის მიიჩნევს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გასამართლება რთული იქნება, ვიდრე „ადამიანთა ჯგუფი აგრძელებს მათ მხარდაჭერას და არჩევნებში აძლევს ხმას“. ხელისუფლებასთან აფილირებული ორგანიზაცია ოპოზიციის ამომრჩეველთა ნაწილს, 300 […]