არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს ხვდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა, სავარაუდოდ, “ტექნიკურ მთავრობას” უკავშირდება.
კოალიცია „ცვლილებისთვის“, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს, მიზეზი კი კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ელენე მეგრელიშვილის ავტოკატასტროფაში დაღუპვა გახდა. როგორ პარტიის წევრები აცხადებენ, ინციდენტში ასევე დაშავდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი ანა ქართლელიშვილი, რომელიც ახლა საავადმყოფოში გადარჩენისთვის იბრძვის. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ჩვენს გუნდში, ვინც პოლიტიკურ საჭიროებაზე მაღლა დადგა და გადაწყვეტილება ადამიანური ემოციით მიიღეს, მწუხარების გამოსათქმელად. […]
პესკოვის თქმით, დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რუსეთი კი არც ერევა და არც აპირებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. „საქართველო ჩვენი მეზობელია. იცით ყველა სირთულის შესახებ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებიც ამავდროულად არ აფერხებს ორი ქვეყნის საზოგადოებებისა და ხალხების ხაზით ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. ხალხი განაგრძობს სიარულს საქართველოშიც და რუსეთშიც, რუსეთიდანაც […]
ხაზარაძე: „ოცნების“ უზნეო ფობიური გამოხტომის გამო სომხებს მე ვუხდი ბოდიშს

„ლელოსა“ და „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „კაგებეშნიკურს“ უწოდებს მის მიმართ აგორებულ არმენოფობიურ კამპანიას და აცხადებს: „ბოლო ცილისმწამებლური კამპანია არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო“. „ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის […]
გვარდიოლა და “სიტი” ახალ კონტრაქტზე საუბრობენ – შესაძლოა, პეპი მანჩესტერში დარჩეს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ “სიტი” გუნდის მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ესპანელს “ქალაქელებთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჯერჯერობით თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. გვარდიოლა “სიტის” 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებს. მან გუნდს 6-ჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე – ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი ონლაინ შეხვედრას მართავს. დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, ამასთან, მონაწილეებს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ რჩევებს გაუზიარებენ. შეხვედრა 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ზუმის ფორმატში გაიმართება. დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. შეხვედრის პანელისტები იქნებიან […]
Nvidia-მ კაპიტალიზაციით Microsoft–ს გადაუსწრო

გრაფიკული პროცესორის ამერიკულმა მწარმოებელმა Nvidia Corp–მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში მეორე ადგილი დაიკავა კაპიტალიზაციით და Microsoft Corp–ს გადაუსწრო. ორშაბათს Nvidia-ს აქციები 2.4%-ით გაიზარდა, მათი ფასი პირველად გაიზარდა $138-ზე მაღლა. კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 3,31 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო Microsoft-ის კაპიტალიზაცია შეადგენს 3,12 ტრილიონ აშშ დოლარს – MarketWatch-ის მიხედვით. Apple Inc. 3,52 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაცია აქვს. წლის […]
ავარიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ემსხვერპლა

გუშინ, 14 ოქტომბერს, კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. კოალიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ანა ქართლელიშვილი მძიმედ დაშავდა. „გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას. გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად. გვიჭირს […]
კოკოითი ივანიშვილს აქებს და გუდაურისა და თრუსოს ხეობაზე კვლავ პრეტენზიას აცხადებს

აგვისტოს ომის დროს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ისევ ეხმაურება, მას აქებს და თრუსოსა და გუდაურის ხეობაზე ისევ პრეტენზიას აცხადებს. კოკოითის მტკიცებით, “საქართველო მტერია”, რადგან ის “ძალის გამოუყენებლობის” დოკუმენტებს ხელს არ აწერს. “გამიხარდა ივანიშვილის განცხადება რომ მოვისმინე. ვიფიქრე რომ დიახ, არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან […]
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს

ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს, – ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს, არჩევნების გზით თავისუფლად აირჩიოს საკუთარი მომავალი მიმართულება. „ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს […]