ირაკლი ფავლენიშვილი – ხალხი ირჩევს რეალურ ეკონომიკურ წინსვლას, ირჩევს ევროპას და არამც და არამც ივანიშვილისა და მისი „კლანის“ გამდიდრების კიდევ ერთ ოთხწლედს

ხალხი ირჩევს რეალურ ეკონომიკურ წინსვლას, ირჩევს ევროპას და არამც და არამც ივანიშვილისა და მისი „კლანის“ გამდიდრების კიდევ ერთ ოთხწლედს , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს ზონის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობა პატრიოტულად არის განწყობილი, რასაც ისინი ყველა არჩევნებზე ამტკიცებენ. “ამ ხალხს სურს, […]
მამუკა მდინარაძე – დეკანოიძემ და უგულავამ ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს დანაშაული – როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, დეკანოიძემ და უგულავამ დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამავე დროს, ბანერზე წაშალეს მხოლოდ წარწერა “არა ომს”, რითაც, როგორც ომის პარტიის წარმომადგენლებმა, […]
ელჩი: ბრიტანეთმა შეაჩერა თბილისთან პარტნიორობის მაღალი რანგის პროგრამები

ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი რანგის თანამშრომლობის რამდენიმე პროგრამის შეჩერება გადაწყვეტილია – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრეს ნიუსს” ინტერვიუში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა აცნობა. ბრიტანელი დიპლომატი ამბობს, რომ პირველად, 10 წლის განმავლობაში – ანუ დაარსების დღიდან – ბრიტანულმა მხარემ გადაწყვიტა გაეყინა თბილისთან ე.წ. “უორდროპის დიალოგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მრავალ საკითხს მოიცავს, მათ შორის […]
გერმანიის ელჩი – ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება

ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს. ელჩი საუბრობს დღეს არსებული ვითარების რისკებზეც. “საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების [შეხვედრაზე] ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე […]
ლევან დავითაშვილმა იმერეთის რეგიონის მეწარმეებთან და ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები გამართა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იმერეთის რეგიონის მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლასა და ზესტაფონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე, ხელისუფლების ეკონომიკურ პროგრამასა და პროექტებზე, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათი მხარდაჭერის მიზნით არსებულ გეგმებზე წარიმართა. ლევან დავითაშვილმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა […]
ლევან დავითაშვილი – სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს

თუ ქვეყანაში გვექნება სტაბილურობა, მშვიდობა და ისეთი არჩევანი, რომელიც სტაბილურობას და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებად გარემოს უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მათ შორის, პენსიები გავზარდოთ. მეტიც, ამბიციურადაც გავზარდოთ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ის იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, თერჯოლასა და […]
ლევან ბეჟაშვილი – ხალხს მობეზრდა ტყუილი დაპირებები, სიძულვილის პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის პარტია თესავს და ავრცელებს ქვეყანაში

ხალხს მობეზრდა ტყუილი დაპირებები, სიძულვილის პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილის პარტია თესავს და ავრცელებს ქვეყანაში – ისე როგორც მთელ საქართველოში, საგარეჯოშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ ხალხს ცვლილებები სურს! – ეს განცხადება “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საგარეჯოს რაიონში გააკეთა, სადაც კოალიციის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები მხარს “ერთიანობა – […]
ვახტანგ ცინცაძე – იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის სექტემბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ექსპორტი 17.0 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 615.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ექსპორტის მაღალი ზრდა ფიქსირდება ივნისის თვიდან – ჯამურად იანვარ-სექტემბერში […]
ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა და შენობის დიდი ნაწილი დაიწვა. შემთხვევის დროს ადგილზე ერთი ადამიანი იყო, რომელმაც მსუბუქი დამწვრობა მიიღო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9804 ლარს შეადგენდა. […]