კასპში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეიდან კი, შესაძლებლობა აქვთ, სერვისით, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ. დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას […]

ყოფილი მინისტრი წერს, რა ნაბიჯი უნდა გადადგას “ოცნებამ”, რომ ევროპულ მომავალს შეუწყოს ხელი

“26 ოქტომბერი არის დღე, რომელმაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე უნდა დააბრუნოს”, – ამის შესახებ აცხადებს მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის მთავრობაში. “14 წლის წინ, როცა პირველად შემოვედი ევროკომისიის ამ შენობაში, საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ვემზადებოდით. მაშინ 29 წლის ვიყავი. საქართველოს დელეგაციის წევრები, ყველანი ასევე ახალგაზრდები, ანთებული ვიყავით […]

2025 წელს თბილისში ახალ პაბი Craft Grill and Beer გაიხსნება – ინვესტიცია ₾1.6 მილიონია

ბელიაშვილის ქუჩაზე ახალი პაბი – Craft Grill and Beer ააშენებს, რისთვისაც კომპანია Craft Food 1,650,000 ლარის ინვესტიციას ჩადებს. პროექტის დეტალები BM.GE-ის კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეა ცომაიამ გაუზიარა. მისი ინფორმაციით, პაბი 800 კვ.მ-ზე განთავსდება. შიდა სივრცე 250 ადამიანს, ხოლო გარე სივრცე 1200 ადამიანს დაიტევს. Craft Grill and Beer-ის მიზანია მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილების შექმნა, რაც […]

გვაქვს პრეტენზიები გუდაურზე და თრუსოს ხეობაზე – კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა გორში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შესახებ. კოკოითის თქმით, მას გაუხარდა, რომ საქართველოში არსებობენ “პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან”. “ივანიშვილის განცხადებამ გამახარა, ვიფიქრე, არსებობენ ისეთი პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან. მაგრამ ეგრევე, რამდენიმე დღეში, […]

თავდაცვის ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება – 2025 წლისათვის თავდაცვის ძალების რაოდენობა კვლავ არა უმეტესს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

თავდაცვის ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება – მიმდინარე და გასული წლების ანალოგიურად, 2025 წლისათვის თავდაცვის ძალების რაოდენობა კვლავ არა უმეტესს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ მთავრობის წარდგინება, რომელიც პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად შევიდა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა. დღევანდელი განხილვით კომიტეტმა X მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, […]

ედუარდ კოკოითი – საქართველოს ყოფილი პრემიერი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მლნ ევრო გამოყონ და სოხუმი ახალ მონაკოდ აქციონ – თავიანთი საქართველო აქციონ მონაკოდ და ჩვენ რუსეთთან ერთად თავად მოვგვარდებით

ივანიშვილის განცხადებამ გამახარა. ვიფიქრე, დიახ, არსებობენ ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავისი სამხედრო ბაზები უნდა გაიყვანოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველო მტერია. „საქართველო […]

,,კინოლოგები, სნაიპერები, კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი, კონტრდაზვერვა, საპატრულო, სუსი – წარმოუდგენელი ამბავი ხდება ზუგდიდში“ – ანა წითლიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,კინოლოგები, სნაიპერები, კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი, კონტრდაზვერვა, საპატრულო, სუსი – წარმოუდგენელი ამბავი ხდება ზუგდიდში. ოთხი დღეა მთელი ქალაქი გადაკეტილია მხოლოდ იმიტომ რომ ერთი დუშკაბინა კაცი დაიცვან.”

კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „დღეს შევხვდი დმანისელებს. რას ნიშნავს, როცა თაღლითი, „გადამგდები“ „ოცნება“ ბოდიშს უხდის სისხლიან მტერს? ამ შემთხვევაში, ბოდიში ნიშნავს მონობის აღიარებას და მხოლოდ მონას შეუძლია, მადლობა გადაუხადოს მჩაგვრელს. დიახ, მონურ მორჩილებაზეა აგებული „მეოცნებეობა“. რუსეთი 2012 წლის შემდეგაც განაგრძობს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩაგვრას და ჩვენი ხელისუფლებისგან იღებს მადლობებს. […]

ჰარვარდის ამერიკული პოლიტიკური კვლევის ცენტრის კვლევის მიხედვით, აშშ-ის მერყევ შტატებში დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს

აშშ-ის მერყევ შტატებში, ამომრჩევლებს შორის, ვინც არჩევანის გაკეთებას 5 ნოემბრამდე აპირებს, დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს. ჰარვარდის ამერიკული პოლიტიკური კვლევის ცენტრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა 48 პროცენტი ხმას მისცემს ტრამპს, 47 პროცენტი კი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს. გამოკითხულთა კიდევ 5 პროცენტმა თქვა, რომ სხვა არჩევანი აქვს. ამასთან, კამალა ჰარისს […]

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გილაურს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს ხვდება. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა, სავარაუდოდ, „ტექნიკურ მთავრობას” უკავშირდება.