გვაქვს პრეტენზია და სერიოზულად დავაყენებთ საკითხს თრუსოსა და გუდაურის ხეობებზე – კოკოითი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე სამხრეთ ოსეთისა [დე ფაქტო] და აფხაზეთისთვის [დე ფაქტო] ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით და კვლავ გამოხატა ტერიტორიული პრეტენზიები თბილისთან. “გამიხარდა ივანიშვილის განცხადება. ვიფიქრე, რომ არიან ის პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ მაშინვე, რამდენიმე დღეში, მისი პარტიის გენერალური მდივანი აკეთებს სხვა […]

ტიკტოკზე ოპოზიციის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს – ISFED

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) საარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის პლატფორმებზე, ძირითადად, ტიკტოკზე, გავრცელებული მადისკრედიტირებელი კონტენტის ნაწილის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული. ISFED-ის თანახმად, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც პოლიტიკოსების ხმების იმიტაციები აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით იყო შექმნილი. „ანტიოპოზიციურ არხებზე გავრცელებული კონტენტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტიც იყო გამოყენებული. […]

გურიაში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც ფორმულასთან საუბრისას დავით მჟავანაძემ თქვა, ის და პარტიის წევრი თათია ნიკოლაშვილი მივიდნენ ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მათი ინფორმაციით, ქართული ოცნება ხმების მობილიზებასთან დაკავშირებით აქტივისტებს კონკრეტულ სიებს აძლევდა. დავით მჟავანაძის თქმით, ტერიტორიაზე გამოჩენისას და ვიდეო გადაღების დაწყებისთანავე, მმართველი გუნდის მხარდამჭერები მათ თავს დაესხნენ. “ადმინისტრაციულ […]

რუმინეთში „შრინკფლაციასთან“ ბრძოლა დაიწყეს

რუმინეთში მაღაზიების თაროებზე გაფრთხილებები გამოჩნდება, თუ ნაცნობი პროდუქტის მოცულობა ან წონა შემცირდა, მაგრამ ფასი იგივე დარჩება. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასე შეებრძოლებიან ქვეყანაში ფენომენს, რომელსაც „შრინკფლაცია“ ჰქვია. საუბარია მაგალითად, შოკოლადის შეფუთვაზე, რომელმაც „დაიკლო წონაში“ 100 გრამიდან 85-მდე, ან რძის კოლოფზე, რომელიც ახლა შეიცავს 850 მილილიტრს, წინა 900 მილილიტრისგან განსხვავებით, თუმცა პროდუქტის ფასი უცვლელია. ახალი წესების თანახმად, მაღაზიებს […]

გასულ წელს საფინანსო მომსახურებით დაკავებული საწარმოების შემოსავლები 10.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა

2023 წელს, საქართველოში საფინანსო მომსახურებით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით, საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4% მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო დარჩენილი 11.9% სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება. 2023 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების […]

„როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!“ – მდინარაძე უგულავასა და დეკანოძეზე

„როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!“ – მდინარაძე უგულავასა და დეკანოძეზე ნაცმოძრაობის წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი შეღებეს. ამ ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ასე ეხმაურება: „ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, […]

ნიკა გილაური სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატია – „რუსთავი 2“

ნიკა გილაური სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატია – „რუსთავი 2“ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი ნიკა გილაურია. გილაური “კურიერის“ კამერამ ათონელის რეზიდენციაში შესვლის დროს გადაიღო. ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. მას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია. – წერს „რუსთავი 2“

ნინო ლაცაბიძე – ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავში 450 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადავეცით უმაღლესი ხარისხის სპორტული ეკიპირება

რუსთავის მერიამ, წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. რუსთავის მერიის ცნობით, დღეიდან რუსთაველი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო, საქალაქო ტურნირსა და ჩემპიონატზე, ქალაქის ბრენდინგით გაფორმებული, მაღალი ხარისხის სამოსით წარდგებიან. ამავე ინფორმაციით, ექსკლუზიურად შექმნილი სპორტული სამოსი, წარმატებულ სპორტსმენებსა და სპორტის განვითარების ცენტრის ყველა მწვრთნელ-მასწავლებელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ქალაქის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9804 ლარს შეადგენდა. […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – დიდი ალბათობით, საჯარო მოსამსახურეების მხრიდან, მმართველი პარტიისათვის ხმების მობილიზების მიზნით, ადგილი აქვს დანაშაულების მასობრივად ჩადენას

დიდი ალბათობით, საჯარო მოსამსახურეების მხრიდან, მმართველი პარტიისათვის ხმების მობილიზების მიზნით, ადგილი აქვს დანაშაულების მასობრივად ჩადენას, – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცველებს გამოიძიონ სისტემური დანაშაულის ნიშნების მქონე ფაქტები. „2024 წლის 12 ოქტომბერს ტვ „პირველის“ საგამოძიებო გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვა საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო […]